კანონი 1:1—46

1  ეს სიტყვები* უთხრა მოსემ მთელ ისრაელს იორდანის+ მხარეში, უდაბნოში, სუფის წინ გადაჭიმულ უკაცრიელ ველზე, ფარანს,+ თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა+ და დიზაჰაბს შორის.  თერთმეტი დღის სავალია ხორების მთიდან კადეშ-ბარნეამდე+ სეირის მთის გავლით.  მეორმოცე+ წლის მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელის ძეებს ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა,  მას შემდეგ, რაც დაამარცხეს ხეშბონში მცხოვრები ამორეველთა მეფე სიხონი+ და აშთაროთში,+ ედრეიში+ მცხოვრები ბაშანის მეფე ოგი.+  მოსემ ეს კანონი+ იორდანის მხარეში, მოაბის მიწაზე ახსნა:  «იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში:+ „დიდი ხანია, რაც ამ მთიან მხარეში ცხოვრობთ.+  შებრუნდით და დაადექით იმ გზას, რომელიც ამორეველთა+ მთიან მხარეში მიგიყვანთ, მათ სამეზობლოში — არაბაში,+ მთიან მხარეში,+ შეფელაში, ნეგებში,+ ზღვის სანაპიროზე,+ ქანაანელთა მიწაზე+ და ლიბანში,+ დიდ მდინარემდე, ევფრატამდე.+  აი, თვალწინ გადაგიშალეთ ეს მიწა. წადით და დაეუფლეთ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ დაუფიცა თქვენს მამებს, აბრაამს, ისაკსა+ და იაკობს,+ მათ და მათ შთამომავლობას“.+  მაშინ მე გითხარით: „მე მარტო ვერ გატარებთ.+ 10  იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაგამრავლათ და დღეს ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი ხართ.+ 11  კიდევ ათასჯერ გამრავლოთ+ და გაკურთხოთ+ იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, როგორც დაგპირდათ.+ 12  როგორ გიტვირთოთ, როგორ ვატარო თქვენი ტვირთი და თქვენი დავა?+ 13  ამოირჩიეთ თქვენ-თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი+ და გამოცდილი+ კაცები, რათა თავკაცებად დაგიყენოთ“.+ 14  ამაზე თქვენ მომიგეთ: „კარგი რამ გვითხარი“. 15  მეც ავიყვანე თქვენი ტომების თავკაცები, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგიყენეთ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ტომების მთავრებად.+ 16  მაშინ თქვენს მსაჯულებს ვუბრძანე: „როცა საქმეს განიხილავთ თქვენს ძმებს შორის, სიმართლით განსაჯეთ+ ნებისმიერი საქმე კაცსა და მის ძმას ან მის ხიზანს შორის.+ 17  მიუკერძოებელი იყავით სამართალში.+ საწყალსაც მოუსმინეთ და დიდებულსაც.+ კაცისა ნუ შეგეშინდებათ,+ რადგან ღვთისაა სამართალი.+ რომელი საქმეც მეტისმეტად რთული იქნება თქვენთვის, მე წარმიდგინეთ და მე მოვისმენ“.+ 18  მაშინ გიბრძანეთ ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ. 19  შემდეგ დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო,+ რომელიც იხილეთ, ამორეველთა+ მთიანი მხარე, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, გვიბრძანა, და ბოლოს კადეშ-ბარნეას+ მივადექით. 20  მე გითხარით: „ამორეველთა მთიან მხარეს მიადექით, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.+ 21  იეჰოვა ღმერთმა თქვენ დაგიტოვათ ეს მიწა.+ ადით და დაეუფლეთ, როგორც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გითხრათ;+ ნუ გეშინიათ, ნუ ძრწით“.+ 22  თქვენ კი მოხვედით და მითხარით: „გაგვიგზავნე კაცები მიწის დასაზვერად და მოგვიტანონ ამბავი, რა გზით ავიდეთ და რომელ ქალაქებში შევიდეთ“.+ 23  მოსაწონი იყო ეს ჩემს თვალში და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი ტომიდან.+ 24  ისინიც შებრუნდნენ, გაემართნენ მთიანი მხარისკენ,+ მივიდნენ ეშქოლის ხევამდე+ და იქაურობა დაზვერეს. 25  თავიანთი ხელით წამოიღეს იმ მიწის ნაყოფი+ და მოგვიტანეს; ამბავიც მოიტანეს და გვითხრეს: „კარგია ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვაძლევს“.+ 26  მაგრამ თქვენ არ ისურვეთ იქ ასვლა+ და ეურჩეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებას.+ 27  დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: «ვძულდით იეჰოვას+ და იმიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან,+ რომ ამორეველების ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.+ 28  სად მივდივართ? გული შეგვიკრთა,+ როცა გვითხრეს: „ის ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია,+ ქალაქები კი — დიდი და ცამდე გამაგრებული,+ იქ ანაკიმის+ ვაჟებიც ვნახეთ“». 29  მე გითხარით: «ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეგეშინდებათ მათი.+ 30  იეჰოვა, თქვენი ღმერთი მიგიძღვით წინ. ის იბრძოლებს თქვენთვის,+ როგორც ეგვიპტეში იბრძოდა თქვენ თვალწინ,+ 31  და უდაბნოში,+ სადაც დაინახეთ, მთელი გზა, სანამ ამ ადგილამდე მოხვიდოდით, როგორ მიჰყავდით იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ როგორც კაცს მიჰყავს თავისი შვილი.+ 32  თქვენ მაინც არ ერწმუნეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ 33  რომელიც წინ მიგიძღოდათ დასაბანაკებელი ადგილის+ დასაზვერად; ღამით ცეცხლით გიჩვენებდათ სავალს და დღისით — ღრუბლით.+ 34  ესმოდა იეჰოვას თქვენი სიტყვები, განრისხდა და დაიფიცა:+ 35  „ამ ბოროტი თაობიდან ვერავინ იხილავს მადლიან მიწას, რომლის მიცემაც თქვენს მამებს დავუფიცე,+ 36  ქალებ იეფუნეს ძის გარდა.+ ის იხილავს იმ მიწას. მას და მის ვაჟებს მივცემ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვებოდა იეჰოვას“.+ 37  მეც განმირისხდა იეჰოვა თქვენ გამო და მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ.+ 38  იესო ნავეს ძე შევა, რომელიც შენ წინაშეა“.+ მან განამტკიცა იგი+ და ის დაამკვიდრებინებს ისრაელს იმ მიწას. 39  შევლენ იქ თქვენი ბავშვები, რომლებზეც თქვით, ნადავლად იქცევიანო,+ და თქვენი ვაჟები, რომლებმაც არ იციან კარგი და ცუდი; მათ მივცემ იმ მიწას და ისინი დაეუფლებიან მას. 40  თქვენ კი შებრუნდით და წითელი ზღვის გზით უდაბნოსკენ დაიძარით.+ 41  ამაზე თქვენ მომიგეთ: „შევცოდეთ იეჰოვას.+ ავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა გვიბრძანა!“ თითოეული აღიჭურვეთ საომარი იარაღით და გეადვილათ მთაზე ასვლა.+ 42  მაგრამ იეჰოვამ მითხრა: „უთხარი მათ: არ ახვიდეთ საბრძოლველად, რომ არ დამარცხდეთ მტერთან,+ რადგან არა ვარ თქვენ შორის“.+ 43  მე გითხარით, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ და ეურჩეთ+ იეჰოვას ბრძანებას. გაკადნიერდით და ახვედით მთაზე.+ 44  გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები, ფუტკრებივით დაგედევნენ+ და სეირში გაგდევნეს, ხორმამდე.+ 45  დაბრუნდით და შესტიროდით იეჰოვას, მაგრამ არ მოისმინა იეჰოვამ თქვენი ხმა,+ ყურიც არ დაგიგდოთ.+ 46  ცხოვრობდით კადეშში მრავალი დღე, იმდენი დღე, რამდენიც იყავით».+

სქოლიოები

„ეს სიტყვები“ — ებრაულად ელლეჰ ჰადდებარიმ. ასეა დასათაურებული ებრაულ ენაზე მოსეს მეხუთე წიგნი. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს მეორე კანონს უწოდებს.