კანონი 10:1—22

10  მაშინ იეჰოვამ მითხრა: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ორი ფილა,+ ამოდი ჩემთან მთაზე და ხის კიდობანი+ გააკეთე.  დავწერ იმ ფილებზე იმავე სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე, და ჩააწყვე ისინი კიდობანში“.  გავაკეთე აკაციის ხის კიდობანი, გამოვთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ორი ფილა+ და ავედი მთაზე; ხელში ორი ფილა მეჭირა.  იმ ფილებზეც იგივე დაწერა, რაც პირველ ფილებზე ეწერა,+ ათი მცნება*,+ რომლებიც იეჰოვამ შეკრების+ დღეს გითხრათ მთაზე ცეცხლის შუაგულიდან;+ და შემდეგ მომცა ისინი იეჰოვამ.  მოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან,+ ფილები კი ჩემ გაკეთებულ კიდობანში ჩავაწყვე, რათა იქ ყოფილიყო, როგორც იეჰოვამ მიბრძანა.+  დაიძრნენ ისრაელის ძეები ბეეროთ ბენე-იააკანიდან+ მოსერასკენ. იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა;+ მის მაგივრად კი მისმა ვაჟმა ელეაზარმა დაიწყო მღვდლად მსახურება.+  იქიდან გუდგოდასკენ დაიძრნენ, გუდგოდადან — იოტბათასკენ,+ მიწისკენ, სადაც წყალუხვი ხევებია.  გამოაცალკევა იეჰოვამ ლევის ტომი,+ რომ მათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ეტარებინათ+ და იეჰოვას წინაშე მდგარიყვნენ, რათა დღემდე მისთვის ემსახურათ+ და მისი სახელით წარმოეთქვათ კურთხევები.+  ამიტომ არა აქვს ლევის არც წილი და არც სამკვიდრო+ თავის ძმებს შორის; იეჰოვაა მისი სამკვიდრო, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა უთხრა მას.+ 10  მე მთაზე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე,+ როგორც ადრე, და იეჰოვამ მაშინაც მომისმინა;+ არ ისურვა იეჰოვამ თქვენი განადგურება.+ 11  იეჰოვამ მითხრა: „ადექი და ხალხს წაუძეხი, რომ შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ მიწა, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას დავუფიცე“.+ 12  ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?+ იმას, რომ გეშინოდეს+ იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით,+ გიყვარდეს იგი+ და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით;+ 13  დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები,+ რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ.+ 14  აი, იეჰოვასია ზეცა,+ ზეცათა ზეცა, დედამიწა+ და ყველაფერი, რაც მასშია. 15  მხოლოდ შენს მამა-პაპას დაუახლოვდა იეჰოვა და შეიყვარა ისინი და მათ შემდეგ მათი შთამომავლობა;+ თქვენ ამოგარჩიათ ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16  წინადაიცვითეთ გულები+ და ქედი მოიხარეთ.+ 17  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთი+ და უფალთა უფალია,+ დიდებული ღმერთი, ძლიერი და შიშის მომგვრელი.+ არ იქცევა მიკერძოებით+ და ქრთამს არ იღებს;+ 18  სამართალს უჩენს უმამო ბავშვებსა და ქვრივებს,+ უყვარს ხიზნები+ და პურსა და ტანსაცმელს აძლევს მათ. 19  თქვენც უნდა გიყვარდეთ ხიზნები,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ 20  გეშინოდეს იეჰოვასი,+ შენი ღვთისა, მას ემსახურე+ და მას მიეკარი;+ მისი სახელით დაიფიცე;+ 21  მხოლოდ ის განადიდე;+ ის არის შენი ღმერთი, ვინც ეს დიდი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა შენ თვალწინ.+ 22  ეგვიპტეში ჩასვლისას შენი მამა-პაპა მხოლოდ სამოცდაათი სული იყო,+ ახლა კი იეჰოვამ ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლათ.+

სქოლიოები

იხილეთ 4:13-ის სქოლიო.