კანონი 11:1—32

11  „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ და ყოველთვის შეასრულე შენი ვალდებულება მის წინაშე, მისი წესები, სამართალი+ და მცნებები.  კარგად იცით (არ მივმართავ თქვენს ვაჟებს, რომლებმაც არ იციან და არ მიუღიათ იეჰოვას, თქვენი ღვთის დარიგებები+ და არ იციან და არ უნახავთ მისი სიდიადე,+ ძლიერი ხელი+ და გაწვდილი მკლავი,+  არც ის ნიშნები და საქმეები, რაც მან შუა ეგვიპტეში+ მოახდინა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე და მთელ მის მიწაზე;  არც ის, რაც ეგვიპტის ჯარს დამართა, მის ცხენებსა და საომარ ეტლებს; თავზე რომ დაანთქა მათ წითელი ზღვის წყლები, როცა თქვენ მოგდევდნენ,+ რომ გაანადგურა იეჰოვამ ისინი და დღემდე ასე არიან;+  არც ის, რაც უდაბნოში გაგიკეთათ, აქ მოსვლამდე;  არც ის, რაც დათანსა და აბირამს+ დამართა, რეუბენის ვაჟის, ელიაბის ვაჟებს, როცა დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და ისრაელიდან ყოველი ცოცხალი, რომელიც მათ გაჰყვა),+  თქვენი თვალით დაინახეთ თითოეული დიდებული საქმე, რაც იეჰოვამ მოიმოქმედა.+  დაიცავით მთელი მცნება,+ რომელსაც მე დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ,+  დღეგრძელნი+ იყოთ იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპასა და მათ შთამომავლობას+ დაუფიცა. 10  მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, არა ჰგავს ეგვიპტის მიწას, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდით თესლს და ფეხით რწყავდით*, როგორც ბოსტანს; 11  იმ მიწაზე კი, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ, მთები და ველებია.+ ის ციდან სვამს წვიმის წყალს. 12  ის არის მიწა, რომელზეც იეჰოვა, შენი ღმერთი ზრუნავს. იეჰოვას, შენს ღმერთს, თვალები+ მუდამ მისკენ აქვს მიპყრობილი, წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე. 13  თუ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი და მთელი გულითა და სულით+ ემსახურებით მას, 14  თავის დროზე მოგცემთ წვიმას თქვენი მიწისთვის,+ შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს,+ და მოიწევთ მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს. 15  მოგცემთ ბალახს მინდორში პირუტყვისთვის.+ შეჭამთ და გაძღებით.+ 16  ფრთხილად იყავით, რათა არ ცდუნდეს თქვენი გული,+ გზიდან არ გადაუხვიოთ, არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს და არ დაემხოთ მათ წინაშე,+ 17  რომ არ აენთოს თქვენზე იეჰოვას რისხვა, არ დაგიხშოთ ცა, არ შეწყდეს წვიმა,+ მიწამ მოგცეთ ნაყოფი და მალევე არ დაიხოცოთ იმ მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა გაძლევთ.+ 18  გულსა და სულში ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები,+ შეიბით ნიშნად ხელზე და გაიკეთეთ შუბლზე.+ 19  თქვენს ვაჟებსაც ასწავლეთ, ელაპარაკეთ მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.+ 20  დააწერეთ სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს,+ 21  რათა დღეგრძელნი+ იყოთ თქვენც და თქვენი ვაჟებიც იმ მიწაზე, რომლის თქვენთვის მოცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ როგორც ცაა დღეგრძელი დედამიწის ზემოთ.+ 22  თუ გულმოდგინედ დაიცავთ მცნებებს,+ რომელსაც გიბრძანებთ, და შეასრულებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ ივლით მისი გზით+ და მიეკვრებით მას,+ 23  იეჰოვაც განდევნის ამ ერებს თქვენი გულისთვის,+ და თქვენც გააძევებთ თქვენზე დიდ და მრავალრიცხოვან ერებს.+ 24  ყველგან, სადაც კი ფეხს დაადგამთ, თქვენი იქნება.+ საზღვარი გექნებათ უდაბნოდან ლიბანამდე, მდინარე ევფრატიდან დასავლეთის ზღვამდე.+ 25  წინ ვერავინ დაგიდგებათ.+ თქვენდამი შიშსა და ძრწოლას მოჰგვრის იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მთელი მიწის პირს,+ რომელზეც გადაივლით, როგორც დაგპირდათ. 26  აი, წინ გიდებთ დღეს კურთხევასა და წყევლას:+ 27  კურთხევა გექნებათ, თუ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებებს,+ რომელთაც დღეს გიბრძანებთ, 28  და დაიწყევლებით,+ თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებებს+ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულსაც დღეს გიბრძანებთ, და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ. 29  როცა შეგიყვანთ იეჰოვა მიწაზე და დაეუფლებით მას,+ წარმოთქვით კურთხევა გერიზიმის მთაზე,+ წყევლა კი — ებალის მთაზე.+ 30  ისინი ხომ იორდანის გაღმაა, მზის ჩასვლის მხარეს, ქანაანელების მიწაზე, რომლებიც არაბაში+ ცხოვრობენ, გილგალის+ წინ, მორეს დიდ ხეებთან.+ 31  გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ და დაეუფლებით მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ. დაეუფლეთ მას და იცხოვრეთ იქ.+ 32  გულდასმით შეასრულეთ ის წესები და სამართალი,+ რასაც დღეს წინ გიდებთ“.+

სქოლიოები

ფეხის ძალის გამოყენებით.