კანონი 14:1—29
14 „თქვენ იეჰოვას, თქვენი ღვთის შვილები ხართ.+ არ დაისეროთ+ სხეული და არ მოიპარსოთ წარბები*+ მკვდრის გამო.
2 წმინდა ხალხი ხართ+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება+ დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის.
3 არ ჭამოთ არანაირი სისაძაგლე.+
4 აი რომელი ცხოველი გეჭმებათ:+ ხარი, ცხვარი, თხა,
5 ირემი, ქურციკი, შველი,+ გარეული თხა, ანტილოპა, გარეული ცხვარი და არჩვი;
6 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და იცოხნის,+ გეჭმებათ.
7 ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაყოფილთაგან არ ჭამოთ: აქლემი,+ კურდღელი+ და დამანი,+ რადგან ისინი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი. ისინი უწმინდურია თქვენთვის.
8 არც ღორი+ ჭამოთ, რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის. ის უწმინდურია თქვენთვის. არც ერთი მათგანის ხორცი არ ჭამოთ და მათ ლეშს არ გაეკაროთ.+
9 წყლის ბინადართაგან გეჭმებათ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს.+
10 რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, არ ჭამოთ.+ უწმინდურია თქვენთვის.
11 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ.
12 არ გეჭმებათ: არწივი, ფსოვი, შავი სვავი,+
13 ბორა, შავი ძერა+ და ძერა მისი გვარისდა მიხედვით;
14 არც ერთი ყორანი+ მისი გვარისდა მიხედვით;
15 სირაქლემა,+ ბუ, თოლია და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით;
16 ჭოტი, ბუკიოტი,+ გედი,
17 ვარხვი,+ სვავი, ჩვამა,
18 ყარყატი და ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით; ოფოფი და ღამურა.+
19 ყოველი ფრთიანი მოფუთფუთე არსება უწმინდურია თქვენთვის.+ მათი ჭამა არ შეიძლება.
20 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ.
21 არ ჭამოთ არანაირი მკვდარი ცხოველი.+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებ ხიზანს მიეცი, მან ჭამოს; შეგიძლია უცხოელს მიჰყიდო, რადგან თქვენ წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის.
არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+
22 გაიღე მეათედი მთელი შენი დათესილი თესლის მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში.+
23 ჭამე შენი მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეათედი+ და შენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულები+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად, რათა ისწავლო, რომ ყოველთვის გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა.+
24 თუ შორი გზა გექნება გასავლელი+ და ვერ ატარებ მას, რადგან ადგილი, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის დასავანებლად,+ მეტისმეტად შორს იქნება შენთვის (რადგან გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი),+
25 ფულზე გადაცვალე, ხელთ გქონდეს ფული და წადი იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს;
26 იყიდე იმ ფულით ის, რასაც შენი სული მოისურვებს:+ ცხვარ-ძროხა, თხა, ღვინო, სხვა მათრობელი სასმელი+ და ნებისმიერი რამ, რასაც შენი სული მოგთხოვს; ჭამეთ იქ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და იხარეთ+ შენ და შენმა სახლეულობამ.
27 არ მიატოვო+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანი, რადგან არც წილი აქვს შენთან და არც სამკვიდრო.+
28 სამი წლის ბოლოს აიღე იმ წლის მოსავლის მეათედი+ და შენი კარიბჭეების შიგნით შეინახე.
29 მოვიდნენ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანები,+ რომელთაც არც წილი აქვთ შენთან და არც სამკვიდრო, ხიზნები,+ უმამო ბავშვები და ქვრივები,+ ჭამონ და გაძღნენ, რათა აკურთხოს იეჰოვამ,+ შენმა ღმერთმა შენი ხელის ნამოქმედარი“.+
სქოლიოები
^ ანუ შუბლი.