კანონი 15:1—23

15  „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს გამოაცხადე გათავისუფლება.  გათავისუფლება ასე უნდა მოხდეს:+ ყოველმა მევალემ აპატიოს თავის მოძმეს, რომელმაც ვალი აიღო; არ დააძალოს გადახდა+ თავის მოძმეს ან ძმას, რადგან გათავისუფლება იეჰოვას პატივსაცემად ცხადდება.+  უცხოელს+ შეგიძლია დააძალო გადახდა, მაგრამ შენს ძმას აპატიე, თუ რამე მართებს.  არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის, რადგან იეჰოვა გაკურთხებთ+ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას,+  თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და გულდასმით დაიცავთ მცნებებს, რომელსაც დღეს გიბრძანებთ.+  გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, როგორც დაგპირდათ კიდეც. თქვენ გირაოთი ასესხებთ,+ თვითონ კი არ ისესხებთ; იბატონებთ მრავალ ერზე, თქვენზე კი ვერ იბატონებენ ისინი.+  თუ ერთ-ერთ შენს ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, გაღარიბდება შენი ძმა, გულს ნუ გაიქვავებ და ნუ იქნები ხელმოჭერილი შენი ღარიბი ძმის მიმართ.+  ხელგაშლილი იყავი მის მიმართ;+ იმდენი ასესხე გირაოთი, რამდენსაც საჭიროებს, რადგან სჭირდება.  ფრთხილად იყავი, რომ სამარცხვინო სიტყვა არა თქვა გულში,+ მოახლოვდა მეშვიდე წელი, გათავისუფლების წელიო,+ რომ ძუნწი თვალით არ დაუწყო ყურება შენს გაჭირვებულ ძმას+ და არაფერი მისცე; შეღაღადებს ის შენ წინააღმდეგ იეჰოვას+ და ეს ცოდვად ჩაგეთვლება.+ 10  მიეცი მას,+ ნუ გექნება ძუნწი გული, მიეცი, რადგან გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი ყველა შენს საქმესა და შრომაში.+ 11  ყოველთვის იქნება ღარიბი შენს მიწაზე,+ ამიტომაც გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენს მიწაზე შენი დაჩაგრული და ღარიბი ძმის მიმართ.+ 12  თუ შენი მოძმე მოგეყიდა, ებრაელი კაცი ან ქალი,+ და ექვსი წელი გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე.+ 13  გათავისუფლებული, ხელცარიელი არ გაუშვა.+ 14  მიეცი შენი ფარიდან, კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. მიეცი მას, რადგან გაკურთხა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა.+ 15  გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგისყიდა.+ ამიტომ გიბრძანებ დღეს ამას. 16  თუ გეტყვის, არ წავალ შენგანო, რადგან უყვარხარ შენც და შენი სახლეულობაც, ვინაიდან კარგად იყო შენთან,+ 17  აიღე სადგისი, კარზე ყური გაუხვრიტე და სამარადისოდ შენი მონა გახდება;+ შენს მხევალსაც ასე მოექეცი. 18  არ დაუმძიმდეს შენს თვალს მისი გათავისუფლება,+ რადგან ექვსი წელი მოჯამაგირის ორმაგ სამუშაოს+ გისრულებდა და იეჰოვა, შენი ღმერთიც გაკურთხებდა ყველაფერში, რასაც აკეთებდი.+ 19  შენი ცხვარ-ძროხის ყოველი პირველმოგებული მამრი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის უნდა განწმინდო.+ არ ამუშაო პირველმოგებული ხარი, არც ფარის პირველმოგებული გაპარსო.+ 20  იეჰოვას წინაშე ყოველწლიურად ჭამეთ ის შენ და შენმა სახლეულობამ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს.+ 21  თუ რომელიმეს ნაკლი აღმოაჩნდება, კოჭლი იქნება ან ბრმა, ან სხვა ნაკლი ექნება, არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 22  თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამეთ ის წმინდამაც და უწმინდურმაც,+ როგორც ქურციკი და ირემი იჭმება.+ 23  ოღონდ მისი სისხლი არ ჭამოთ.+ წყალივით დაღვარეთ მიწაზე“.+

სქოლიოები