კანონი 16:1—22

16  „დაიცავი აბიბის თვე+ და იდღესასწაულე პასექი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის,+ რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა ღამით იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ეგვიპტიდან.+  შესწირე ცხვარ-ძროხიდან+ პასექი იეჰოვას, შენს ღმერთს+ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+  მასთან ერთად შვიდ დღეს საფუვრიანი არაფერი ჭამო.+ უფუარი პური ჭამე მასთან ერთად, გაჭირვების პური, რადგან სწრაფად გამოხვედი ეგვიპტის მიწიდან,+ რათა მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის მიწიდან შენი გამოსვლის დღე.+  შვიდ დღეს არავითარი საფუარი არ იყოს შენს მიწაზე+ და არც პირველ საღამოს შეწირული ხორცი დარჩეს მთელი ღამე, დილამდე.+  უფლება არა გაქვს, შესწირო პასექი იმ ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს,  არამედ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად;+ იქ შესწირე პასექი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ,+ იმ დროს, როცა ეგვიპტიდან გამოხვედი.  იმ ადგილზე მოამზადე და ჭამე,+ რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს,+ დილას კი გაბრუნდი და წადი შენს კარავში.  ექვსი დღე ჭამე უფუარი პური და მეშვიდე დღეს საზეიმო შეკრება იქნება იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+ არავითარი სამუშაო არ შეასრულო.  შვიდი კვირა გადაითვალე; იმ დღიდან გადაითვალე შვიდი კვირა, როცა ნამგალი პირველად შეეხება თავთავს.+ 10  შემდეგ იზეიმე კვირების დღესასწაული იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის;+ ნებაყოფლობით გაიღე შესაწირავი შენი ხელით, როგორც გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი.+ 11  იმხიარულეთ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე+ შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, ხიზნებმა+ და ქვრივ-ობლებმა,+ რომლებიც შენთან არიან, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+ 12  გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში.+ დაიცავი და შეასრულე ეს წესები.+ 13  შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული,+ როცა მოსავალს აიღებ შენი კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. 14  იმხიარულეთ დღესასწაულის დროს+ შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, ხიზნებმა, ქვრივებმა და უმამო ბავშვებმა, რომლებიც შენი კარიბჭეების შიგნით ცხოვრობენ. 15  შვიდ დღეს იზეიმე დღესასწაული+ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი გიკურთხებს+ მოსავალს და შენი ხელის ყოველ საქმეს, და სულ გახარებული იქნები.+ 16  ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს+ — უფუარობის დღესასწაულზე,+ კვირების დღესასწაულსა+ და კარვობის დღესასწაულზე.+ ხელცარიელი არც ერთი მათგანი არ წარდგეს იეჰოვას წინაშე.+ 17  თითოეულმა თქვენგანმა იმის მიხედვით გაიღეთ ძღვენი თქვენი ხელით, როგორც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაკურთხათ.+ 18  დაიყენე შენი კარიბჭეების შიგნით მსაჯულები+ და მთავრები,+ რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს შენი ტომების მიხედვით. მათ უნდა განსაჯონ ხალხი მართალი სამართლით. 19  არ გაამრუდო სამართალი,+ არ გამოიჩინო მიკერძოება+ და არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი ბრძენს თვალს უბრმავებს+ და მართლის სიტყვას ამახინჯებს. 20  სამართალს, სამართალს მიჰყევი,+ რათა იცოცხლო და დაეუფლო იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+ 21  არ დარგო არანაირი ხე, როგორც წმინდა ბოძი იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც გაიკეთებ.+ 22  არც წმინდა სვეტი აღმართო,+ რადგან სძულს ის იეჰოვას, შენს ღმერთს“.+

სქოლიოები