კანონი 2:1—37

2  «მივბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ წითელი ზღვის გზით, იეჰოვას სიტყვისამებრ,+ და მრავალი დღე გარს ვუვლიდით სეირის მთას.  ბოლოს იეჰოვამ მითხრა:  „დიდი ხანია, რაც გარს უვლით ამ მთას,+ ჩრდილოეთისკენ აიღეთ გეზი.  უბრძანე ამ ხალხს: გაივლით თქვენი ძმების,+ ესავის ძეების+ საზღვარს, რომლებიც სეირში+ ცხოვრობენ. მათ შეეშინდებათ თქვენი,+ მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით,  ნუ შეებრძოლებით მათ, რადგან ტერფისოდენა მიწასაც კი არ მოგცემთ მათი მიწიდან. სეირის მთა ესავს მივეცი საკუთრებად.+  ის საჭმელი ჭამეთ, რასაც მათგან ფულით იყიდით, და ის წყალი დალიეთ, რომელსაც მათგან ფულით შეიძენთ,+  რადგან აკურთხა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ნამოქმედარი.+ მან კარგად იცის, როგორ იარე ამ უშველებელ უდაბნოში. ეს ორმოცი+ წელი შენთან იყო იეჰოვა, შენი ღმერთი, და არაფერი მოგკლებია“.+  ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, ესავის ძეებს,+ რომლებიც სეირში ცხოვრობენ, არაბას+ გზას, ელათს და ეციონ-გებერს.+ გადავუხვიეთ და მოაბის+ უდაბნოს გზით წავედით.  იეჰოვამ მითხრა: „არ შეავიწროო ისინი და არ შეებრძოლო, რადგან არაფერს მოგცემ მათი მიწიდან დასამკვიდრებლად; არი+ ლოტის ვაჟებს+ მივეცი საკუთრებად. 10  ადრე იქ ემიმები+ ცხოვრობდნენ, დიდი, მრავალრიცხოვანი და ანაკიმებივით+ მაღალი ხალხი. 11  რეფაიმებიც+ ანაკიმებად+ ითვლებოდნენ; მოაბელები მათ ემიმებს ეძახდნენ. 12  სეირში ადრე ხორიელები+ ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავის ძეებმა+ განდევნეს ისინი, გაანადგურეს და მათ ადგილზე დასახლდნენ.+ ასევე უნდა მოიქცეს ისრაელი თავის სამკვიდრო მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მისცემს მათ. 13  ადექით ახლა და გადალახეთ ზერედის ხევი“. ჩვენც გადავლახეთ ზერედის ხევი.+ 14  კადეშ-ბარნეადან წამოსვლის შემდეგ ზერედის ხევის გადალახვამდე ოცდათვრამეტი წელი გავიდა, ვიდრე მებრძოლი ხალხის მთელი თაობა არ დაიხოცა ბანაკში, როგორც იეჰოვას ჰქონდა დაფიცებული.+ 15  იეჰოვას ხელი+ იყო მათზე და არ ასვენებდა მათ ბანაკში, სანამ არ დაიხოცნენ.+ 16  როგორც კი დაიხოცნენ მებრძოლები მთელი ხალხიდან,+ 17  იეჰოვამ მითხრა: 18  „დღეს ჩაუვლი მოაბის მიწას, არს,+ 19  და მიუახლოვდები ამონის ძეებს. არ შეავიწროო ისინი და არ შეებრძოლო, რადგან არაფერს მოგცემ დასამკვიდრებლად ამონის ძეების მიწიდან; ის ლოტის ვაჟებს მივეცი დასამკვიდრებლად.+ 20  ისიც რეფაიმების+ მიწად ითვლებოდა. ადრე იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ; ამონელები მათ ზამზუმიმებს ეძახდნენ; 21  დიდი, მრავალრიცხოვანი და ანაკიმებივით+ მაღალი ხალხი იყო. ანადგურებდა+ მათ იეჰოვა; განდევნეს ისინი და მათ ადგილზე დასახლდნენ; 22  როგორც ესავის ძეებისთვის გააკეთა, რომლებიც სეირში+ ცხოვრობდნენ, როცა გაანადგურა ხორიელები+ მათ წინაშე. განდევნეს მათ ისინი და დღემდე მათ ადგილზე ცხოვრობენ. 23  გაანადგურეს მათ ავიმები,+ რომლებიც ღაზამდე+ ცხოვრობდნენ, და ქაფთორიმები,+ რომლებიც ქაფთორიდან+ იყვნენ წამოსულები; ისინი მათ ადგილზე დასახლდნენ. 24  ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის+ ხევი. ხელში ჩაგიგდეთ სიხონი,+ ხეშბონის ამორეველი მეფე. დაეუფლეთ მის მიწას და შეებრძოლეთ მას. 25  დღეიდან თქვენდამი ძრწოლასა და შიშს ჩავუნერგავ ხალხს მთელ ცისქვეშეთში, ვინც კი გაიგებს თქვენს ამბავს; თქვენ გამო შეშფოთდებიან და ისეთი ტკივილები დაეწყებათ, როგორიც მშობიარობის დროს აქვთ ხოლმე“.+ 26  შემდეგ კედემოთის+ უდაბნოდან მაცნეები გავუგზავნე სიხონს,+ ხეშბონის მეფეს, და სამშვიდობო სიტყვები+ შევუთვალე: 27  „გამატარე შენს მიწაზე, მხოლოდ გზაზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ და არც მარცხნივ.+ 28  იმ საჭმელს შევჭამ, რასაც ფულით მომყიდი და იმ წყალს დავლევ, რასაც ფულზე მომცემ. გამატარე და ჩემი ფეხით გავივლი,+ 29  როგორც სეირში+ მცხოვრებმა ესავის ძეებმა და არში მცხოვრებმა მოაბელებმა+ გამატარეს, სანამ იორდანეს გადავლახავ და შევალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვაძლევს“.+ 30  არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, სული გაუჯიუტა+ და გული გაუქვავა, რათა ჩვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს.+ 31  იეჰოვამ მითხრა: „შენ დაგიტოვე სიხონი და მისი მიწა. დაეუფლე მის მიწას“.+ 32  როცა სიხონი თავისი ხალხით გამოვიდა, რომ დაგვხვედროდა და შეგვბრძოლებოდა იაჰაცში,+ 33  ხელში ჩაგვიგდო იგი იეჰოვამ,+ ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ ის,+ მისი ძეები და მთელი მისი ხალხი. 34  დავიპყარით მაშინ მთელი მისი ქალაქები და ყველა ქალაქი გავანადგურეთ,+ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. არავინ გადარჩენილა. 35  მხოლოდ პირუტყვი წამოვასხით და ნაძარცვი წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.+ 36  არნონის ხევის პირას მდებარე აროერიდან+ იმ ხევის ქალაქამდე, გალაადამდე, არც ერთი ქალაქის დაპყრობა არ გაგვჭირვებია,+ ყველა მათგანი ხელში ჩაგვიგდო იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა. 37  შენ არ მისულხარ ამონის ძეთა მიწასთან,+ იაბოკის ხევის+ ნაპირთან, არც მთიანი მხარის ქალაქებთან და არც ერთ ადგილთან, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ბრძანა».

სქოლიოები