კანონი 27:1—26

27  უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ხალხს: „დაიცავით ყველა მცნება, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ.+  რა დღესაც გადაკვეთთ იორდანეს+ და შეხვალთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ ლოდები და კირით შეათეთრეთ.  დააწერეთ ზედ კანონის ყველა სიტყვა,+ როცა გადაკვეთთ,+ რათა შეხვიდეთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი გელაპარაკათ.+  როცა გადაკვეთთ იორდანეს, აღმართეთ ეს ლოდები ებალის მთაზე,+ როგორც გიბრძანეთ დღეს, და კირით შეათეთრეთ.+  სამსხვერპლოც აუგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. არ მიაკაროთ რკინის იარაღი.+  მთლიანი ქვებით ააგეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სამსხვერპლო, და შესწირეთ ზედ დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+  შესწირეთ მშვიდობის მსხვერპლი*,+ იქვე ჭამეთ+ და იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე.+  გარკვევით დაწერეთ+ ლოდებზე ამ კანონის ყველა სიტყვა“.+  უთხრეს მოსემ და მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელ ისრაელს: „დადუმდი და მოისმინე, ისრაელო! დღეს გახდით იეჰოვას, თქვენი ღვთის ხალხი.+ 10  მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და შეასრულეთ მისი მცნებები+ და წესები,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებთ“. 11  უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს: 12  «როცა გადაკვეთთ იორდანეს, გერიზიმის მთასთან+ ხალხის საკურთხებლად იდგებიან: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. 13  დასაწყევლად+ კი ებალის მთასთან+ იდგებიან: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი. 14  მიუგებენ ლევიანები და ხმამაღლა ეტყვიან ისრაელ ხალხს:+ 15  „წყეული იყოს, ვინც გამოთლის+ ან ჩამოასხამს ქანდაკებას,+ რაც სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ხელოსნის ხელით ნაკეთებს,+ და ვინც დაფარულში დადგამს (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ*!“).+ 16  წყეული იყოს, ვინც თავისი დედ-მამისადმი სიძულვილს გამოავლენს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 17  წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს მიჯნას გადაუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 18  წყეული იყოს, ვინც ბრმას გზას აუბნევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 19  წყეული იყოს, ვინც ხიზანს,+ უმამო ბავშვსა და ქვრივს+ სამართალს+ გაუმრუდებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 20  წყეული იყოს, ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, რადგან მამამისს კალთას აუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 21  წყეული იყოს, ვინც ცხოველთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 22  წყეული იყოს, ვინც თავის დასთან, მამამისის ან დედამისის ასულთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 23  წყეული იყოს, ვინც სიდედრთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 24  წყეული იყოს, ვინც ჩაუსაფრდება თავის მოძმეს და მოკლავს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 25  წყეული იყოს, ვინც ქრთამს აიღებს კაცის* მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 26  წყეული იყოს, ვინც ძალას დაუკარგავს ამ კანონის სიტყვებს და არ შეასრულებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“)“».

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!
სიტყვასიტყვით — მოძმის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.