კანონი 29:1—29
29 ეს არის სიტყვები იმ შეთანხმებისა, რომლის დადებაც ისრაელის ძეებისთვის იეჰოვამ მოსეს უბრძანა მოაბის მიწაზე, იმ შეთანხმების გარდა, რომელიც მათ ხორებთან დაუდო.+
2 მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: «თქვენი თვალით ნახეთ ეგვიპტის მიწაზე, რა გაუკეთა იეჰოვამ ფარაონს, მის მსახურებსა და მთელ მის მიწას,+
3 დიდი განსაცდელები, რაც თქვენი თვალით იხილეთ,+ დიდი ნიშნები+ და სასწაულები,+
4 მაგრამ დღემდე არ მოუცია იეჰოვას თქვენთვის გული, რომ გაგეგოთ, თვალები, რომ დაგენახათ, და ყურები, რომ მოგესმინათ.+
5 „ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში,+ ტანზე ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხზე სანდლები.+
6 პური არ გიჭამიათ+ და ღვინო და სხვა მათრობელი სასმელი არ დაგილევიათ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
7 ბოლოს მოხვედით ამ ადგილზე და ხეშბონის+ მეფე სიხონი და ბაშანის მეფე ოგი+ გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ დავამარცხეთ ისინი;+
8 ავიღეთ მათი მიწა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს.+
9 დაიცავით ამ შეთანხმების სიტყვები და შეასრულეთ ისინი, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.+
10 დღეს ყველანი იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე დგახართ, თქვენი ტომების თავკაცები, თქვენი უხუცესები, მთავრები, ისრაელის ყველა მამაკაცი,+
11 თქვენი ბავშვები, თქვენი ცოლები+ და ხიზნები,+ რომლებიც თქვენს ბანაკში ცხოვრობენ, ყველანი, შეშის მჭრელით დაწყებული წყლის მომტანით დამთავრებული,+
12 რომ შეხვიდეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმებასა+ და მის ფიცში, რასაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გიდებთ დღეს,+
13 რათა თავის ხალხად გაქციოთ დღეს+ და თქვენი ღმერთი იყოს,+ როგორც დაგპირდათ და როგორც დაუფიცა თქვენს მამა-პაპას: აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს.+
14 მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ ამ შეთანხმებასა და ფიცს,+
15 არამედ იმასთან, ვინც დღეს აქ დგას იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს აქ არ არის+
16 (კარგად იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის მიწაზე და როგორ გამოვიარეთ სხვადასხვა ერს შორის.+
17 თქვენ დაინახეთ მათი სისაძაგლეები და მათი ნეხვიანი კერპები+ — ხის, ქვის, ვერცხლისა და ოქროსი, რომლებიც მათ ჰქონდათ),
18 რათა არ იყოს თქვენ შორის არც კაცი, არც ქალი, არც საგვარეულო და არც ტომი, რომლის გულიც ჩამოშორდება დღეს იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, წავა და სხვა ერების ღმერთებს დაუწყებს მსახურებას,+ და არ იყოს თქვენ შორის ფესვი, რაზეც შხამიანი მცენარე და აბზინდა+ აღმოცენდება.
19 ისეთ კაცს, რომელიც მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს,+ გულში აკურთხებს თავის თავს და იტყვის, მშვიდობა მექნება,+ თუმცა ჩემი ჯიუტი გულით დავდივარო,+ მორწყულთან ერთად მოურწყველიც რომ აღგავოს,
20 არ მოისურვებს იეჰოვა მის პატიებას,+ არამედ იეჰოვას რისხვა+ და წყრომა+ აენთება ასეთ კაცზე,+ და ამ წიგნში ჩაწერილი ფიცის სიტყვები დაატყდება მას,+ ამოშლის იეჰოვა მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 გამოაცალკევებს იეჰოვა+ მას ისრაელის ტომებიდან, რომ უბედურება დაატეხოს თავს იმ შეთანხმების ფიცის თანახმად, რომელიც ამ კანონის წიგნშია ჩაწერილი.
22 იკითხავენ მომავალი თაობა და შორეული ქვეყნიდან მოსული უცხოელი, როცა დაინახავენ ამ მიწაზე მომხდარ უბედურებასა და სნეულებას, რაც იეჰოვამ დაატეხა თავს+
23 გოგირდით, მარილითა+ და ცეცხლით,+ რის გამოც მთელ იმ მიწაზე აღარაფერი დაითესება, აღარც აღმოცენდება, არ ამოვა არანაირი მცენარე, რაც სოდომსა და გომორას,+ ადმასა+ და ცებოიმს+ დაემართა, იეჰოვამ თავისი წყრომითა და რისხვით რომ დააქცია;+
24 ამიტომ იკითხავენ ერები: „რატომ დამართა იეჰოვამ ეს ამ მიწას?+ რამ აანთო ასეთი დიდი რისხვა?“
25 ისინი მიუგებენ: „მიატოვეს მათ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის შეთანხმება,+ რომელიც ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას დაუდო მათ.+
26 წავიდნენ ისინი და სხვა ღმერთებს დაუწყეს მსახურება და თაყვანისცემა, ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ და რომლებიც მას არ უწილადებია მათთვის.+
27 აენთო იეჰოვას რისხვა ამ მიწაზე და დაატეხა მას ამ წიგნში ჩაწერილი მთელი წყევლა.+
28 წყრომით, რისხვითა და დიდი მძვინვარებით ამოძირკვა იეჰოვამ ისინი თავიანთი მიწიდან+ და სხვა მიწისკენ მოისროლა, როგორც ეს დღეს არის“.+
29 რაც დაფარულია,+ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, და რაც გაცხადებულია+ — ჩვენ და ჩვენს შვილებს სამარადისოდ, რათა შევასრულოთ ამ კანონის ყველა სიტყვა».+