კანონი 3:1—29
3 «შემდეგ შევბრუნდით და ბაშანის გზით წავედით. გამოვიდა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შეგვბრძოლებოდა ედრეისთან.+
2 იეჰოვამ მითხრა: „არ შეუშინდე მას,+ რადგან ხელში ჩაგიგდებ მასაც, მის ხალხსაც და მის მიწასაც; მასაც იგივე დამართე, რაც ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფე სიხონს“.+
3 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ბაშანის მეფე ოგიც და მისი ხალხიც, და მანამ ვებრძოდით, სანამ ყველა მისიანი არ ამოვწყვიტეთ.+
4 მაშინ ყველა მისი ქალაქი დავიპყარით. სამოცი ქალაქიდან+ არც ერთი არ დაგვიტოვებია აუღებელი არგობის+ მთელ მხარეში, ოგის სამეფოში, ბაშანში.+
5 ეს ქალაქები დიდი გალავნებით, კარიბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული. მათ შორის უამრავი უგალავნო ქალაქი იყო.
6 გავანადგურეთ+ ისინი, როგორც სიხონი, ხეშბონის მეფე, და გავანადგურეთ ყველა ქალაქი, კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც.+
7 წამოვასხით შინაური ცხოველები და ქალაქებიდან ნადავლი წამოვიღეთ.+
8 მაშინ ორ ამორეველ მეფეს+ მიწა წავართვით იორდანის მხარეში, არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე.+
9 სიდონელები ხერმონს სირიონს+ ეძახდნენ, ამორეველები კი — სენირს.+
10 ავიღეთ ვაკის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და ბაშანი სალქამდე+ და ედრეიმდე,+ ოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.
11 რეფაიმებიდან+ მხოლოდ ბაშანის მეფე ოგი იყო დარჩენილი. აი, მისი გვამის დასადები რკინისაა*. ის ხომ ამონის ძეებთან არის, რაბაში!+ სიგრძით ცხრა წყრთაა და სიგანით — ოთხი, მამაკაცის წყრთით.
12 მაშინ დავიპყარით ეს მიწა. აროერიდან+ მოყოლებული, არნონის ხევიდან, გალაადის მთიანი მხარის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენელებსა და გადელებს მივეცი.+
13 გალაადის+ დარჩენილი ნაწილი და მთელი ბაშანი,+ ოგის სამეფოს ნაწილი, მენაშეს ტომის ნახევარს მივეცი. ბაშანში არგობის+ მხარეს რეფაიმის+ მიწა ჰქვია.
14 მენაშეს ვაჟმა, იაირმა,+ არგობის მხარე+ მთლიანად აიღო გეშურელთა+ და მააქათელთა+ საზღვრამდე და ბაშანის ამ სოფლებს თავისი სახელი ხავოთ-იაირი*+ უწოდა და დღემდე ასე ჰქვია.
15 მაქირს+ გალაადი მივეცი.+
16 რეუბენელებსა+ და გადელებს მიწა გალაადიდან+ არნონის ხევამდე მივეცი. საზღვარი შუა ხევზე გადიოდა და გრძელდებოდა იაბოკის ხევამდე, ამონის ძეთა საზღვრამდე;+
17 მივეცი არაბაც, იორდანეც და საზღვარი ქინერეთიდან+ არაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე,+ ფისგას+ ფერდობებამდე მზის ამოსავლის მხარეს.
18 მაშინ გიბრძანეთ: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ ამ მიწას დასამკვიდრებლად. ყველა, ვინც მამაცი ხართ, აღიჭურვეთ და წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელის ძეებს.+
19 თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი ცხვარ-ძროხა (ვიცი, რომ უამრავი ცხვარ-ძროხა გყავთ) დარჩებიან თქვენს ქალაქებში, რომლებსაც გაძლევთ,+
20 სანამ არ დაგასვენებთ იეჰოვა თქვენ და თქვენს ძმებს და ისინიც არ დაიმკვიდრებენ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი აძლევს მათ იორდანის გაღმა. ამის შემდეგ დაბრუნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროში, რომელიც მოგეცით“.+
21 მაშინ იესო ნავეს ძესაც+ ვუბრძანე: „შენი თვალით დაინახე, რა უყო იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. იმავეს დამართებს იეჰოვა ყველა სამეფოს, რომელშიც შეხვალთ.+
22 არ შეუშინდეთ მათ, იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძოლებს თქვენთვის“.+
23 მაშინ წყალობა ვთხოვე იეჰოვას:
24 „უზენაესო უფალო იეჰოვა, შენ აჩვენე შენს მსახურს შენი სიდიადე+ და ძლიერი მკლავი.+ განა არის ღმერთი ცაში ან დედამიწაზე, შენნაირად რომ მოქმედებდეს და შენნაირი ძალა ჰქონდეს?!+
25 გთხოვ, გადამიყვანე იორდანის გაღმა და მაჩვენე ეს მადლიანი მიწა,+ ეს მადლიანი მთიანი მხარე+ და ლიბანი“.+
26 მეტისმეტად განმირისხდა იეჰოვა თქვენ გამო+ და არ მომისმინა, და მითხრა იეჰოვამ: „კმარა! ამაზე აღარ მელაპარაკო.
27 ადი ფისგას+ წვერზე და თვალი მოავლე დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთს, შენი თვალით შეხედე, რადგან არ გადახვალ იორდანის გაღმა.+
28 დანიშნე+ იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება+ ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“.+
29 მთელი ეს დრო ველზე, ბეთ-ფეორის+ წინ ვიყავით».
სქოლიოები
^ ანუ შავი ბაზალტის სარკოფაგი. არაბები რკინას დღემდე ბაზალტს უწოდებენ.
^ ნიშნავს იაირის ბანაკებს.