კანონი 30:1—20

30  „როცა შესრულდება შენზე ეს სიტყვები, კურთხევა+ და წყევლა,+ რომელიც წინ დაგიდე, და ისევ გულთან მიიტან მათ,+ იმ ხალხებს შორის რომ იქნები, სადაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაგფანტავს,+  დაუბრუნდები იეჰოვას, შენს ღმერთს,+ და მოუსმენთ მის ხმას ყველაფერში, რასაც მე დღეს გიბრძანებთ, შენ და შენი ვაჟები, მთელი გულითა და სულით,+  მაშინ დააბრუნებს იეჰოვა, შენი ღმერთი ტყვეებს,+ შეგიწყალებს+ და შეგკრებს იმ ხალხებიდან, სადაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გაგფანტა.+  ზეცის კიდემდე რომ იყო გაფანტული, იქიდანაც შეგკრებს იეჰოვა, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს.+  შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომელსაც შენი მამები დაეუფლნენ, და შენ დაეუფლები მას; სიკეთეს გაგიკეთებს და შენს მამებზე მეტად გაგამრავლებს.+  წინადაგიცვეთთ გულებს+ იეჰოვა, შენი ღმერთი შენ და შენს შთამომავლობას,+ რომ მთელი გულითა და სულით გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რათა იცოცხლოთ.+  დაატეხს ამ ფიცს იეჰოვა, შენი ღმერთი შენს მტერსა და შენს მოძულეს, შენს მდევნელებს.+  შენ კი დაუბრუნდები იეჰოვას, მოისმენ მის ხმას და შეასრულებ მის მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ.+  სიუხვით აავსებს იეჰოვა, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ,+ შენი მუცლის ნაყოფს, პირუტყვის ნაშიერს,+ შენი მიწის ნაყოფს+ და აყვავდები;+ სიკეთეს გაგიკეთებს იეჰოვა და ისევ გაიხარებს შენით, როგორც შენი მამა-პაპით ხარობდა,+ 10  რადგან მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, დაიცავ ამ კანონის წიგნში ჩაწერილ მის მცნებებსა+ და წესებს და მთელი გულითა და სულით დაუბრუნდები იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 11  ეს მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი.+ 12  არც ცაშია, რომ თქვა: ვინ ავა ცაში და ვინ ჩამოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო?+ 13  არც ზღვის გადაღმაა, რომ თქვა: ვინ გადავა ზღვის გადაღმა და ვინ მოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო? 14  ძალიან ახლოსაა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგესა და შენს გულშია,+ რათა შეასრულო.+ 15  აი, ვდებ შენ წინაშე სიცოცხლესა და სიკეთეს, სიკვდილსა და ბოროტებას.+ 16  თუ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი,+ ივლი მისი გზით, დაიცავ მის მცნებებს,+ წესებსა და სამართალს,+ მაშინ იცოცხლებ,+ გამრავლდები და გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ!+ 17  თუ ჩამომშორდება შენი გული და არ მომისმენ,+ ცდუნდები და სხვა ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემასა და მსახურებას,+ 18  დღესვე გეტყვი, რომ მოკვდები!+ არ იქნები დღეგრძელი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხარ იორდანის გაღმა. 19  ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ,+ რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ,+ კურთხევა+ და წყევლა;+ აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ+ შენც და შენი შთამომავლობაც,+ 20  თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი,+ მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას.+ შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი,+ რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“.+

სქოლიოები