კანონი 32:1—52
32 «ყური დამიგდე, ზეცავ, და მე ვილაპარაკებ!მოისმინოს მიწამ ჩემი ბაგის ნათქვამი.+
2 წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება+და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა,+როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე+და თქეში ბალახზე.+
3 გავაცხადებ იეჰოვას სახელს.+დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!+
4 კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი,+რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა.+ერთგული ღმერთია+ და უსამართლობა შორს არის მისგან.+მართალი და სამართლიანია იგი.+
5 უკეთურად მოიქცნენ ისინი;+არ არიან მისი შვილები, ნაკლი აქვთ.+უსინდისო და უკუღმართი თაობაა!+
6 ასე ექცევით იეჰოვას,+სულელო და უგუნურო ხალხო?!+განა ის შენი მამა არ არის, შენი გამჩენი,+შემქმნელი და განმამტკიცებელი?!+
7 გახსოვდეს ძველი დრო,+იფიქრეთ წარსულ თაობათა განვლილ წლებზე.ჰკითხე მამაშენს და ის გეტყვის,+მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ.+
8 როცა უზენაესმა სამკვიდრო მისცა ერებს,+როცა დააცალკევა ადამის ძეები,+საზღვრები დაუდგინა ხალხებს+ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.+
9 იეჰოვას წილი მისი ხალხია,+იაკობია მისი წილხვდომილი, რომელიც დაიმკვიდრა.+
10 უკაცრიელ ქვეყანაში იპოვა იგი,+სიცარიელესა და უდაბნოს ყმუილში.+თავს ევლებოდა+ და ზრუნავდა მასზე,+თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.+
11 როგორც არწივი ასწავლის ფრენას მართვეებს,თავს დასტრიალებს მათ,+შლის ფრთებს, აჰყავს ისინიდა ფრთებით ატარებს,+
12 იეჰოვაც ისე ატარებდა მას მარტო+და არ ყოფილა მასთან უცხო ღმერთი.+
13 დაჰყავდა ის დედამიწის მაღლობებზე+და მინდვრის ნაყოფს აჭმევდა,+კლდიდან თაფლს აწოვებდა+და სალი კლდიდან — ზეთს;+
14 ძროხის კარაქსა და ცხვრის რძეს აძლევდა+ვერძის ქონთან ერთად,ბაშანურ ვერძებს და თხებს+ —საუკეთესო ხორბალთან ერთად*;+ყურძნის სისხლს სვამდი ღვინოდ.+
15 გასუქდა იეშურუნი*+ და დაიწყო ტლინკების კვრა.+გასუქდი, გასქელდი, გატყვერი!+მიატოვა მან თავისი შემქმნელი ღმერთი+და შეიძულა თავისი ხსნის კლდე.+
16 განარისხებდნენ+ მას უცხო ღმერთებით;+სისაძაგლეებით შეურაცხყოფდნენ;+
17 დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს,+ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ,+ახალმოსულებს,+ვისაც არ იცნობდა თქვენი მამა-პაპა.
18 დაივიწყე+ კლდე, შენი გამჩენი,აღარ გახსოვს ღმერთი, რომელმაც მშობიარობის ტკივილებით გაგაჩინა.+
19 დაინახა ეს იეჰოვამ და აღარაფრად ჩააგდო ისინი,+რადგან გაანაწყენეს მისმა ვაჟებმა და ასულებმა.
20 მან თქვა: დავუფარავ მათ ჩემს სახეს+ დავნახავ, რა იქნება მათი ბოლო.უკუღმართი თაობაა,+ძეები, რომელთაგანაც შორს არის ერთგულება.+
21 განმარისხეს იმით, რაც ღმერთი არ არის,+აღმაშფოთეს არაფრის მაქნისი კერპებით;+მეც შურს აღგიძრავთ მათი მეშვეობით, ვინც ხალხი არ არის,+უგუნური ერით შეურაცხვყოფ მათ.+
22 ცეცხლად აენთო ჩემი რისხვა+და სამარემდე*, ქვესკნელამდე გიზგიზებს,+შთანთქავს დედამიწას და მის ნაყოფს,+გადაბუგავს მთათა საძირკვლებს.+
23 უბედურებას გავუმრავლებ მათ+ დაჩემს ისრებს დავახარჯებ.+
24 ძალა გამოეცლებათ შიმშილით+ და შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა+და მწარე განადგურებით;+მივუშვებ მათზე მხეცთა კბილებს+და ქვეწარმავალთა შხამს.+
25 გარეთ მახვილი გაწყვეტს მათ+და შინ — შიში,+ჭაბუკსაც და ქალწულსაც,+ძუძუთა ბავშვსაც და ჭაღარასაც.+
26 ვიტყოდი: „გავფანტავ მათ+და მოვსპობ მათ სახსენებელს მოკვდავ კაცთა შორის“,+
27 რომ არ შემშინებოდა მტრისგან განაწყენებისა,+არასწორად რომ არ დაესკვნა მათ მტერს+და არ ეთქვა: „ჩვენი ხელი უფრო ძლიერია,+იეჰოვას არ მოუმოქმედებია ეს ყველაფერი“.+
28 ჭკუადაკარგული ერია,+შეუგნებლები არიან.+
29 ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ!+ მაშინ დაუფიქრდებოდნენ ამას,+მაშინ ეცოდინებოდათ თავიანთი ბოლო.+
30 ერთი როგორ დაედევნება ათასსდა ორი როგორ განდევნის ათი ათასს,+თუ მათმა კლდემ არ გაყიდა+და იეჰოვამ არ დაუმორჩილა?
31 მათი კლდე არ ჰგავს ჩვენს კლდეს,+ჩვენი მტერიც ხვდება ამას.+
32 მათი ვაზი სოდომის ვაზიაგომორას+ ზვრებიდან;შხამიანია მათი ყურძენიდა მწარეა მათი მტევნები.+
33 მათი ღვინო დიდ გველთა გესლია,კობრას საშინელი შხამი.+
34 განა ჩემთან არ არის შენახული,ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!+
35 ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც.+თავის დროზე წაფორხილდება მათი ფეხი,+რადგან ახლოა მათი უბედურების დღე;+მათთვის დაჩქარდება ეს მოვლენები.+
36 იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს+და შეიბრალებს თავის მსახურებს,+რადგან დაინახავს, რომ გამოცლილი აქვთ ძალა,უმწეონი და მდაბიონი არიან.
37 იტყვის იგი: „სად არიან მათი ღმერთები,+კლდე, სადაც თავის შეფარებას ცდილობდნენ,+
38 ვინც მათი შესაწირავების ქონს ჭამდა+და მათი დასაღვრელი შესაწირავიდან ღვინოს სვამდა?+ადგნენ და დაგეხმარონ,+აბა, დაგიფარონ!+
39 დაინახეთ, რომ მე ვარ ის,+და არ არიან ღმერთები ჩემ გვერდით.+მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ;+მე ვაყენებ ჭრილობას+ და მე ვკურნავ;+ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+
40 ზეცისკენ ვიშვერ ხელს+და ვამბობ: ცოცხალი ვარ მარადიულად,+
41 თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი+და ხელი მოვკიდე სამართალს,+შურს ვიძიებ ჩემს მოწინააღმდეგეებზე+და საზღაურს მივუზღავ ჩემს მოძულეებს.+
42 ჩემს ისრებს სისხლით დავათრობ+და ხორცს შეჭამს ჩემი მახვილი,+დახოცილთა და ტყვეთა სისხლითდა მტრის წინამძღოლთა თავებით“.+
43 იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად,+რადგან თავის მსახურთა სისხლს აიღებს,+მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებს+და გამოსყიდვის წესს შეასრულებს თავისი ხალხის მიწისთვის».
44 მივიდა მოსე და ხალხის გასაგონად წარმოთქვა ამ სიმღერის სიტყვები.+ მასთან ერთად იყო ჰოშეა* ნავეს ძე.+
45 როცა მოსემ დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად,
46 უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყოველი სიტყვა.+
47 ეს უბრალო სიტყვა არ არის,+ ეს თქვენი სიცოცხლეა!+ ამ სიტყვის წყალობით იქნებით დღეგრძელნი მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც კვეთთ იორდანეს“.+
48 იმავე დღეს ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
49 „ადი აბარიმის მთაზე,+ ნებოს მთაზე,+ რომელიც მოაბის მიწაზეა, იერიხონის პირდაპირ, და დაინახავ ქანაანის მიწას, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ დასამკვიდრებლად.+
50 მოკვდები იმ მთაზე, სადაც ახვალ, და შენს ხალხს შეუერთდები,+ როგორც შენი ძმა აარონი მოკვდა ჰორის მთაზე+ და შეუერთდა თავის ხალხს,
51 რადგან მეურჩეთ+ ისრაელის ძეების თვალწინ ცინის უდაბნოში, კადეშში, მერიბას წყალთან,+ ვინაიდან არ განმწმინდეთ ისრაელის ძეების თვალწინ.+
52 შორიდან დაინახავ, მაგრამ ვერ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ხორბლის თირკმლის ქონთან ერთად.
^ ნიშნავს მართალს. ისრაელის საპატიო წოდება.
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
^ ნიშნავს ხსნას, გადარჩენას. იესო ნავეს ძის სახელი.