კანონი 33:1—29
33 ეს არის კურთხევა,+ რომლითაც მოსემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა,+ ისრაელის ძეები აკურთხა სიკვდილის წინ.
2 მან თქვა:
„სინადან მოვიდა იეჰოვა+და სეირიდან ამოუბრწყინდა მათ,+ფარანის მთებიდან გამოანათა,+უთვალავი წმინდა იყო მასთან+და მეომრები ედგნენ მარჯვნივ.+
3 უყვარდა თავისი ხალხი.+მათი წმინდები შენს ხელში არიან;+ფეხებთან გისხედან ისინი+და შენს სიტყვებს ღებულობენ.+
4 (მოსემ კანონი+ დაგვიდგინა,იაკობის კრებულის საკუთრება).+
5 იეშურუნში*+ გამეფდა იგი,როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცები,+ისრაელის ყველა ტომი.+
6 იცოცხლოს რეუბენმა, ნუ მოკვდება,+ნუ შემცირდება მისი ხალხი!“+
7 ასე აკურთხა იუდა+ და თქვა:„იეჰოვა, ისმინე იუდას ხმა+და მიიყვანე ის თავის ხალხთან.მისი მკლავი მისი საკუთრებისთვის იბრძოდა.შენ იყავი მისი შემწე მტრისგან დასაცავად“.+
8 ლევიზე თქვა:+
„შენი თუმიმი და ურიმი*+ შენი ერთგული კაცისაა,+ვინც მასასთან გამოსცადე,+ვისაც ედავებოდი მერიბას წყალთან,+
9 იმ კაცს, თავის დედ-მამას რომ უთხრა, არ მინახავსო იგი.არც თავის ძმებს ცნობდა+და არც თავის ვაჟებს იცნობდა,რადგან შენს სიტყვას ასრულებდნენ ისინი+და შენს შეთანხმებას იცავდნენ.+
10 ასწავლონ იაკობს შენი სამართალი+და ისრაელს — შენი კანონი.+აკმიონ საკმეველი შენი ნესტოებისთვის+და შენს სამსხვერპლოზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი შესწირონ.+
11 აკურთხე, იეჰოვა, მისი მაცოცხლებელი ძალა+და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი.+თეძოები დაუმტვრიე მის მოწინააღმდეგეებს+და მის მოძულეებს, რათა ფეხზე ვერ დადგნენ“.+
12 ბენიამინზე თქვა:+
„იეჰოვას საფარქვეშ დამკვიდრდეს ის,+ ვინც მას უყვარს,+მთელი დღე ის იქნება მისი მფარველი;+დამკვიდრდეს იგი მის მხრებს შორის“.+
13 იოსებზე თქვა:+
„კურთხეული იყოს იეჰოვასგან მისი მიწა+ზეცის მადლით, ცვრით+და ღრმა წყლებით დაბლა მიწაზე,+
14 მზის ნაყოფის მადლით,+მთვარისმიერი თვეების ნაყოფის მადლით,+
15 აღმოსავლეთის მთების მადლით,+სამარადისოდ მდგარი გორების მადლით,
16 მიწის მადლითა და მისი სისავსით,+იმისი მოწონებით, ვინც ეკლიან ბუჩქში იყო დავანებული.+გადმოვიდეს ეს ყველაფერი იოსების თავზე,+ძმებს შორის გამორჩეულის თხემზე.+
17 მას პირველმოგებული ხარის სიდიადე აქვს;+მისი რქები გარეული ხარის რქებია.+რქებით განდევნის ხალხებს,+ყველას ერთად — დედამიწის კიდეებამდე.ისინი ეფრემის ათი ათასები არიან+და მენაშეს ათასები“.
18 ზებულონზე თქვა:+
„ზებულონ, იხარე გასვლისას!+იხარე, ისაქარ, შენს კარვებში!+
19 ხალხს მთებზე მოუხმობენდა სიმართლის მსხვერპლს შესწირავენ,+რადგან გამოწოვენ ზღვათა სიმდიდრეს+და ქვიშაში დამალულ განძს“.
20 გადზე თქვა:+
„კურთხეულია გადის საზღვრების გამფართოებელი!+ლომივით დამკვიდრდეს+და გაგლიჯოს მკლავი და თხემი.+
21 პირველ წილს თავისთვის აიღებს,+რადგან იქ არის შემონახული წესის დამდგენის წილი.+შეიკრიბებიან ხალხის თავკაცები;აღსრულდება იეჰოვას სიმართლე დამისი სამართალი ისრაელზე“.
22 დანზე თქვა:+
ლომის ბოკვერია დანი;+ბაშანიდან ამოხტება.+
23 ნაფთალზე თქვა:+
„მაძღარია ნაფთალი იეჰოვას მოწონებითდა სავსეა მისი კურთხევით.დაეუფლე დასავლეთსა და სამხრეთს!“+
24 აშერზე თქვა:+
„ვაჟებით არის კურთხეული აშერი.+მოიწონონ იგი მისმა ძმებმა+და ზეთში ჩადგას ფეხი.+
25 რკინისა და სპილენძისაა შენი კარის ურდულები,+მთელი შენი დღეები მშვიდად ივლი.
26 არავინაა იეშურუნის+ ჭეშმარიტი ღვთის მსგავსი,+ვინც შენ საშველად ცაზეა ამხედრებული+და ღრუბლებზე — თავისი აღმატებულებით.+
27 თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი,+შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია.+ის განდევნის შენგან შენს მტერს+და იტყვის, მოსპეთო ისინი!+
28 უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი,+თავისთვის იქნება იაკობის წყარო+მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში;+მისი ციდან გადმოვა ნამი.+
29 ბედნიერი ხარ, ისრაელო!+ვინ არის შენი მსგავსი+ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს?+ის არის შენი მშველელი ფარი+და დიდებული მახვილი.+ფეხქვეშ გაგეგება მტერი+და გათელავ მათ მაღლობებს“.+