კოლოსელები 1:1—29

1  პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებით,+ და ძმა ტიმოთე,+  ქრისტესთან ერთობაში მყოფ წმინდებსა+ და ერთგულ ძმებს კოლოსეში: წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან.+  ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, ვმადლობთ+ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას,+  რადგან მოვისმინეთ ქრისტე იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმინდისადმი თქვენი სიყვარულის შესახებ+  ზეცაში+ თქვენთვის შემონახული იმედის+ გამო. ამ იმედის შესახებაც უკვე მოისმინეთ, როცა იმ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება გემცნოთ,+  რომელიც გამოგეცხადათ. ის ნაყოფსაც იძლევა+ და ვრცელდება+ კიდეც მთელ მსოფლიოში,+ როგორც ეს თქვენ შორისაც ხდება იმ დღიდან, რაც ღვთის წყალობის+ შესახებ მოისმინეთ და შეიცანით ის ჭეშმარიტებაში.+  ეს ნასწავლი გაქვთ საყვარელ ეპაფრასგან,+ ჩვენნაირივე მონისგან, რომელიც ქრისტეს ერთგული მსახურია ჩვენ მაგივრად  და რომელმაც გვამცნო თქვენ მიერ სულით გამოვლენილი სიყვარულის+ შესახებ.  ამიტომ იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა+ და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით,+ ყოველი სიბრძნითა+ და სულიერი გაგებით,+ 10  რათა იეჰოვას+ ღირსად იაროთ+ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში+ ნაყოფი გამოიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი+ ცოდნა გაიღრმაოთ, 11  გაძლიერდეთ მთელი ძალით მისი დიდებული+ ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინოთ+ და სულგრძელნი იყოთ სიხარულით, 12  მადლობდეთ მამას, რომელმაც შესაფერისები გაგხადათ, რომ წილი გქონოდათ სინათლეში+ მყოფი წმინდების+ მემკვიდრეობაში.+ 13  მან დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან+ და გადაგვიყვანა+ თავისი საყვარელი+ ძის სამეფოში,+ 14  ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები.+ 15  ის უხილავი+ ღვთის ანარეკლია,+ პირმშო+ ყველა ქმნილებას შორის. 16  მისი მონაწილეობით+ შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები.+ ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის+ შეიქმნა. 17  ის არის ყველაფერზე უწინ,+ მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი+ 18  და ის არის სხეულის, კრების თავი.+ ის არის დასაწყისი, პირმშო მკვდრებს შორის,+ რათა პირველი+ გამხდარიყო ყველაფერში, 19  რადგან ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე+ 20  და მისი მეშვეობით შეერიგებინა+ თავისთან ყოველივე+ დედამიწაზე თუ ზეცაში იმით, რომ მშვიდობას+ დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე*+ დაღვრილი სისხლით.+ 21  თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები+ და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული,+ 22  ღმერთმა ახლა შეგირიგათ+ მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით,+ რათა წმინდად, უმანკოდ+ და ყოვლად ბრალდაუდებლად+ წარედგინეთ თავის წინაშე, 23  რა თქმა უნდა, თუ დარჩებით რწმენაში,+ საძირკველზე დაფუძნებულნი+ და მტკიცენი,+ და არ გადაუხვევთ იმ სასიხარულო ცნობის იმედს, რომელიც მოისმინეთ+ და რომელიც ექადაგა+ ყველა ქმნილებას+ ცისქვეშეთში. მე, პავლე, ამ სასიხარულო ცნობის მსახური გავხდი.+ 24  ახლა ვხარობ ტანჯვის გამო,+ რომელშიც თქვენი გულისთვის ვარ, და ამასთანავე ვავსებ ქრისტეს გასაჭირს+ ჩემს ხორცში მისი სხეულისთვის, კრებისთვის.+ 25  მე ამ კრების მსახური+ გავხდი იმ მმართველობის+ თანახმად, რომელიც ღვთისგან მომეცა თქვენ სასარგებლოდ, რათა სრულად მექადაგა ღვთის სიტყვა, 26  გასული სისტემებისა+ და წინა თაობებისგან დაფარული წმინდა საიდუმლო.+ ახლა კი ცხადი გახდა+ მისი წმინდებისთვის. 27  ხალხებს შორის მათთვის მოისურვა ღმერთმა, რომ ეცნობებინა ამ წმინდა საიდუმლოს+ დიდებული სიმდიდრე.+ ეს არის ქრისტე,+ რომელიც თქვენთან ერთობაშია, რაც მასთან ერთად განდიდების იმედს ნიშვნავს.+ 28  ჩვენ ვაუწყებთ+ მის შესახებ, შევაგონებთ და მთელი სიბრძნით+ ვასწავლით ყველას, რათა ქრისტესთან ერთობაში სრულყოფილ+ ადამიანებად წარვადგინოთ ისინი. 29  ამისთვის ვირჯები და თავს არ ვზოგავ+ მისი მოქმედებისამებრ,+ რაც ჩემში ძლიერებით ვლინდება.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.