კოლოსელები 3:1—25
3 თუ თქვენ ქრისტესთან ერთად აღდექით,+ ეძებეთ ზეციური,+ სადაც ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის.+
2 იფიქრეთ ზეციერზე+ და არა მიწიერზე,+
3 ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ+ და თქვენი სიცოცხლე+ დაფარულ იქნა ქრისტესთან ერთად+ ღმერთთან ერთობაში.
4 როცა გამოცხადდება ქრისტე, ჩვენი სიცოცხლე,+ თქვენც მაშინ გამოცხადდებით+ მასთან ერთად დიდებით.+
5 ამიტომ ჩაკალით+ თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები:+ სიძვა, უწმინდურება, ვნება,+ მავნებელი სურვილები და სიხარბე,+ რაც კერპთაყვანისმცემლობაა.
6 ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის.+
7 ოდესღაც თქვენც ასე იქცეოდით და ასე ცხოვრობდით.+
8 ახლა კი მოიშორეთ ყოველივე ეს:+ რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა+ და უწმაწური+ სიტყვები.
9 ნუ მოატყუებთ ერთმანეთს;+ გაიხადეთ ძველი პიროვნება+ მისი საქმეებითურთ
10 და შეიმოსეთ ახალი+ პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ,+
11 და რომელშიც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი,+ არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში.+
12 ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით,+ სიკეთით, თავმდაბლობით,+ რბილი ხასიათითა+ და სულგრძელობით,+ როგორც ღვთის რჩეულები,+ წმინდა და საყვარელი ადამიანები.
13 მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს,+ თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი+ გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ+ ერთმანეთს.
14 გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით,+ რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი+ კავშირია.
15 თქვენს გულებში+ ქრისტეს მშვიდობა+ ბატონობდეს, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებული ერთ სხეულში.+ იყავით მადლიერნი.
16 უხვად მკვიდრობდეს თქვენში ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნით.+ ასწავლეთ+ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით,+ ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით+ და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას+
17 და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით იქნება თუ საქმით,+ ყველაფერი უფალ იესოს სახელით+ აკეთეთ და მადლობდეთ+ ღმერთს, მამას, მისი მეშვეობით.
18 ცოლებო, დაემორჩილეთ+ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
19 ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები+ და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.+
20 ბავშვებო, დაემორჩილეთ+ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის.
21 მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს,+ რათა არ დანაღვლიანდნენ.
22 მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ ხორციელ ბატონებს,+ არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები,+ არამედ გულწრფელად, იეჰოვასადმი შიშით.+
23 რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ,+ როგორც იეჰოვასთვის+ და არა როგორც ადამიანებისთვის,
24 რადგან იცით, რომ იეჰოვასგან+ მიიღებთ საკადრის ჯილდოდ მემკვიდრეობას.+ ემსახურეთ თქვენს ბატონს, ქრისტეს, როგორც მონებმა.+
25 მას, ვინც არასწორად მოქმედებს, თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიეზღვება+ მიუკერძოებლად.+