კოლოსელები 4:1—18
4 ბატონებო, თქვენს მონებს სიმართლითა და მიუკერძოებლობით მოექეცით,+ რადგან იცით, რომ თქვენც გყავთ ბატონი ზეცაში.+
2 დაჟინებით ილოცეთ+ და ფხიზლად იყავით ლოცვაში მადლიერებით.+
3 ამავე დროს, ილოცეთ ჩვენთვისაც,+ რომ ღმერთმა კარი გაუღოს+ ჩვენს ცნობას და ვილაპარაკოთ წმინდა საიდუმლოზე+ ქრისტეს შესახებ, რისთვისაც ვარ ბორკილებში,+
4 რათა ცხადი გავხადო ეს, როგორც მმართებს კიდეც ამის შესახებ ლაპარაკი.+
5 გარეშეებს ბრძნულად მოექეცით+ და გამოისყიდეთ ხელსაყრელი+ დრო თქვენთვის.
6 თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი+ იყოს, მარილით შეზავებული,+ რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ.+
7 ჩემს ამბებს ტიქიკე+ მოგიყვებათ, ჩემი საყვარელი ძმა და ერთგული მსახური, ჩვენნაირივე მონა უფალში.
8 მას იმიტომ გიგზავნით, რომ ყველაფერი გაგაგებინოთ ჩვენ შესახებ და გულები გინუგეშოთ.+ მასთან ერთად გიგზავნით
9 ონისიმეს,+ ჩემს ერთგულ და საყვარელ ძმას, რომელიც თქვენთან იყო. აქაურ ამბებს ისინი მოგიყვებიან.
10 მოკითხვას გითვლიან არისტარქე,+ რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი+ (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ+ იგი, თუ მოვა),
11 აგრეთვე იესო, რომელსაც იუსტუსს ეძახიან; ესენი წინადაცვეთილები არიან; მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი.
12 მოკითხვას გითვლით ეპაფრა,+ ქრისტე იესოს მონა, რომელიც თქვენ შორის იყო და რომელიც დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის, რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი+ და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს.
13 მე ვმოწმობ მასზე, რომ ის ძალას არ იშურებს თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკეელთა+ და ჰიერაპოლისელთათვის.
14 მოკითხვას გითვლიან საყვარელი ექიმი ლუკა+ და დემა.+
15 მომიკითხეთ ლაოდიკეელი ძმები, აგრეთვე ნიმფა და კრება, რომელიც მის სახლში+ იკრიბება.
16 როცა ამ წერილს თქვენთან წაიკითხავთ, იზრუნეთ, რომ ის ლაოდიკეელთა კრებაშიც წაიკითხონ;+ ხოლო ის, რაც ლაოდიკეაშია, თქვენთან წაიკითხეთ.
17 არქიპეს+ კი უთხარით: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“.
18 საკუთარი ხელით+ გითვლით მოკითხვას მე, პავლე. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები.+ წყალობა გქონდეთ.