ლევიანები 1:1—17

1  მოუხმო* იეჰოვამ მოსეს და ელაპარაკა შეხვედრის კარვიდან:+  „დაელაპარაკე ისრაელის ძეებს+ და უთხარი: თუ რომელიმე თქვენგანი შინაურ ცხოველს შესწირავს იეჰოვას, ცხვარ-ძროხიდან შესწიროს.  თუ თავისი საქონლიდან სწირავს დასაწვავ შესაწირავს,+ მამრი უნდა მიიყვანოს, საღი.+ ნებაყოფლობით მიიყვანოს ის იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+  დაადოს თავზე ხელი დასაწვავ შესაწირავს და ის კეთილგანწყობით იქნება მიღებული+ მისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+  დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე; მიიტანონ აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა,+ სისხლი და მოასხურონ სამსხვერპლოს,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთანაა.  დასაწვავი შესაწირავი უნდა გატყავდეს და დაიჭრას.+  აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დაანთონ ცეცხლი სამსხვერპლოზე+ და ცეცხლზე შეშა დააწყონ.+  სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დააწყონ ნაჭრები+ თავთან და ქონთან ერთად.  მისი ნაწლავები+ და კიდურები წყლით გაირეცხოს; ააბოლოს მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, როგორც დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 10  თუ ის ფარიდან+ სწირავს დასაწვავ შესაწირავს, საღი მამალი თოხლი ან თხა+ მიიყვანოს.+ 11  დაიკლას ის იეჰოვას წინაშე სამსხვერპლოს ჩრდილოეთით, აარონის ვაჟებმა კი, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.+ 12  დაიჭრას ის, მისი თავიცა და ქონიც, და მღვდელმა ისინი სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დააწყოს.+ 13  წყლით გარეცხოს ნაწლავები+ და კიდურები,+ მიიტანოს მღვდელმა ეს ყველაფერი და სამსხვერპლოზე ააბოლოს.+ ეს არის დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 14  თუ დასაწვავ შესაწირავად ფრინველს შესწირავს იეჰოვას, ან გვრიტი+ შესწიროს ან მტრედის ხუნდი.+ 15  მიიყვანოს ის მღვდელმა სამსხვერპლოსთან, მოაგლიჯოს+ თავი და ააბოლოს სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს გვერდზე ჩამოიწრიტოს. 16  ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოს აღმოსავლეთით გადააგდოს, ქონნარევი ნაცრისთვის განკუთვნილ ადგილას.+ 17  ფრთებთან გახლიჩოს, ოღონდ არა ბოლომდე.+ ააბოლოს ის მღვდელმა სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე. ეს არის დასაწვავი შესაწირავი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის“.+

სქოლიოები

ებრაულად ვაიკრა. ებრაულ ენაზე მოსეს მესამე წიგნი ამ პირველი სიტყვითაა დასათაურებული. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს ლევიანებს უწოდებს.