ლევიანები 11:1—47

11  დაელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს და უთხრა:  „უთხარით ისრაელის ძეებს: აი რომელი ცოცხალი ქმნილებები გეჭმებათ+ ხმელეთზე მობინადრე ცხოველებიდან:  ყველა ქმნილება, ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს ღრმა ჭრილით და იცოხნის, გეჭმებათ.+  მათგან, რომლებიც იცოხნიან და გაყოფილი ჩლიქი აქვთ, არ გეჭმებათ: აქლემი, რადგან იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი; ის უწმინდურია თქვენთვის;+  დამანი,+ რადგან იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი; ის უწმინდურია თქვენთვის;  კურდღელი,+ რადგან იცოხნის, მაგრამ არა აქვს გაყოფილი ჩლიქი; ის უწმინდურია თქვენთვის;  ღორი,+ რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს ღრმა ჭრილით, მაგრამ არ იცოხნის; ის უწმინდურია თქვენთვის.  არ ჭამოთ მათი ხორცი და არ შეეხოთ მათ ლეშს.+ ისინი უწმინდურნი არიან თქვენთვის.+  წყლების, ზღვებისა და მდინარეების ბინადართაგან გეჭმებათ+ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი+ აქვს. 10  ზღვებისა და მდინარეების ყველა ბინადარი, რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, წყალში მოფუთფუთე ყველა არსება და წყლის ყველა ცოცხალი სული*, საზიზღრობაა თქვენთვის. 11  გეზიზღებოდეთ ისინი, არ ჭამოთ მათი ხორცი+ და შეიზიზღეთ მათი ლეში. 12  წყლის ყველა ბინადარი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, საზიზღრობაა თქვენთვის. 13  ფრინველებიდან შეიზიზღეთ,+ არ ჭამოთ და საზიზღრობა იყოს თქვენთვის: არწივი,+ ფსოვი და შავი სვავი, 14  ბორა და შავი ძერა+ მათი გვარისდა მიხედვით, 15  ყველანაირი ყორანი+ მისი გვარისდა მიხედვით, 16  სირაქლემა,+ ბუ, თოლია და შევარდენი მათი გვარისდა მიხედვით, 17  ჭოტი, ჩვამა, ბუკიოტი,+ 18  გედი, ვარხვი, სვავი,+ 19  ყარყატი, ყანჩა მათი გვარისდა მიხედვით, ოფოფი და ღამურა.+ 20  ყოველი მოფუთფუთე ფრთიანი არსება, რომელიც ოთხზე დადის, საზიზღრობაა თქვენთვის.+ 21  მოფუთფუთე ფრთიანი არსებებიდან გეჭმებათ მხოლოდ ისინი, რომლებიც ოთხზე დადიან, და ფეხებით მიწაზე დახტიან. 22  მათგან გეჭმებათ: გადამფრენი კალია+ მისი გვარისდა მიხედვით, კალია+ მისი გვარისდა მიხედვით, ჭრიჭინა მისი გვარისდა მიხედვით და კუტკალია+ მისი გვარისდა მიხედვით. 23  ყველა სხვა მოფუთფუთე ფრთიანი არსება, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საზიზღრობაა+ თქვენთვის; 24  ისინი გაგაუწმინდურებენ. ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, საღამომდე უწმინდური იქნება.+ 25  ვინც მათ აიღებს, მკვდრებს, ტანსაცმელი გაირეცხოს+ და საღამომდე უწმინდური იქნება. 26  ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არ იცოხნის, უწმინდურია თქვენთვის; ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება.+ 27  ყოველი ოთხფეხა ცოცხალი ქმნილება, რომელიც თათებით დადის, უწმინდურია თქვენთვის; ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება. 28  ვინც წაიღებს მათ ლეშს,+ ტანსაცმელი გაირეცხოს+ და საღამომდე უწმინდური იქნება. ისინი უწმინდურნი არიან თქვენთვის. 29  მიწაზე მოფუთფუთე არსებებიდან თქვენთვის უწმინდურია:+ ბრუცა, თაგვი*,+ ხვლიკი მათი გვარისდა მიხედვით, 30  გეკონი, დიდი ხვლიკი, ტრიტონი, უდაბნოს ხვლიკი და ქამელეონი. 31  მოფუთფუთე ქმნილებებიდან+ ესენი არიან თქვენთვის უწმინდურნი. ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, საღამომდე უწმინდური იქნება.+ 32  გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც რომელიმე მათგანი დაეცემა, მკვდარი, იქნება ეს ხის ჭურჭელი,+ ტანსაცმელი, ტყავი+ თუ ჯვალო.+ ჭურჭელი, რომელსაც ხმარობენ, წყალში ჩაიდოს და უწმინდური იქნება საღამომდე, შემდეგ კი განიწმინდება. 33  თუ რომელიმე მათგანი თიხის ჭურჭელში+ ჩავარდება, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმინდურდება; ის უნდა დაამსხვრიოთ.+ 34  თუ იქიდან წყალი დაესხა საჭმელს, რასაც ჭამთ, გაუწმინდურდება, და სასმელი, რომელსაც სვამთ ნებისმიერი ჭურჭლიდან, გაუწმინდურდება. 35  ყველაფერი, რაზეც ისინი დაეცემიან, მკვდრები, გაუწმინდურდება. ღუმელი და დოქის სადგამი უნდა დაიმსხვრეს; ისინი გაუწმინდურებულია და თქვენთვისაც უნდა გაუწმინდურდეს. 36  სუფთა დარჩება მხოლოდ წყარო და წყალსატევი, მაგრამ ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, გაუწმინდურდება. 37  თუ ის, მკვდარი, დაეცემა დასათესი მცენარის თესლს, თესლი სუფთა დარჩება. 38  თუ ის, მკვდარი, დამბალ თესლს დაეცემა, თესლი უწმინდური იქნება თქვენთვის. 39  თუ მოგიკვდათ პირუტყვი, რომელიც გეჭმებათ, და ვინმე შეეხო მის ლეშს, საღამომდე უწმინდური იქნება.+ 40  ვინც მის ლეშს შეჭამს,+ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება. ვინც მის ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 41  მიწაზე მოფუთფუთე ყველა არსება საზიზღრობაა,+ არ იჭმება. 42  არც ერთი ქმნილება, რომელიც მუცელზე დახოხავს,+ არც ერთი ქმნილება, რომელიც ოთხზე დადის, და არც ერთი მიწაზე მოფუთფუთე მრავალფეხა ქმნილება არ გეჭმებათ, რადგან საზიზღრობაა.+ 43  სული შესაზიზღი არ გაიხადოთ მოფუთფუთე არსებებით, და არ გაგაუწმინდურონ მათ; არ გაუწმინდურდეთ.+ 44  მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ განიწმინდეთ და იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე.+ არ გაიუწმინდუროთ თქვენი სულები მიწაზე მხოხავი მოფუთფუთე ქმნილებით. 45  მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო.+ იყავით წმინდები,+ რადგან მე წმინდა ვარ.+ 46  ეს არის კანონი ცხოველებზე, ფრინველებზე, წყალში მცურავ ყველა ცოცხალ სულზე+ და მიწაზე მოფუთფუთე ყველა სულზე, 47  რათა განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან,+ და საჭმელად ვარგისი ცოცხალი ქმნილება საჭმელად უვარგისი ცოცხალი ქმნილებისგან“.

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
შესაძლოა მიწის კურდღელი.