ლევიანები 14:1—57
14 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს:
2 „ეს იქნება კანონი კეთროვნის+ განწმენდაზე, რომელიც მღვდელთან უნდა მიიყვანონ.+
3 მღვდელი ბანაკის გარეთ უნდა გავიდეს და ნახოს; თუ კეთროვანს მოურჩა+ კეთრის წყლული,
4 მღვდელმა უნდა უბრძანოს, რომ განწმენდისთვის მიიყვანოს ორი ცოცხალი წმინდა ფრინველი+ და მიიტანოს კედრის ხის ნაჭერი,+ ალისფერი ქსოვილი+ და უსუპი.+
5 მღვდელი ბრძანებს ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში ჩასხმულ ახალ წყალზე.+
6 აიყვანოს ცოცხალი ფრინველი, აიღოს კედრის ხის ნაჭერი, ალისფერი ქსოვილი და უსუპი, ჩააწოს ისინი ცოცხალ ფრინველთან ერთად ფრინველის სისხლში, რომელიც ახალ წყალზე დაიკლა,
7 და მოასხუროს+ მას შვიდჯერ,+ ვინც კეთრისგან იწმინდება, და წმინდად გამოაცხადოს,+ ცოცხალი ფრინველი კი ტრიალ მინდორში გაუშვას.+
8 მან, ვინც იწმინდება, გაირეცხოს ტანსაცმელი,+ მთლიანად გაიპარსოს თმა, წყლით დაიბანოს+ და განიწმინდება; ამის შემდეგ შეუძლია ბანაკში შესვლა. შვიდ დღეს თავისი კარვის გარეთ უნდა იცხოვროს.+
9 მეშვიდე დღეს მთლიანად გადაიპარსოს თავი,+ გაიპარსოს წვერი და წარბები. მთლიანად უნდა გადაიპარსოს თავზე თმა, გაირეცხოს ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს ტანი და განიწმინდება.
10 მერვე+ დღეს წაიყვანოს ორი საღი მამალი ცხვარი,+ და ერთი საღი, ერთი წლის დედალი თოხლი, წაიღოს სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, როგორც მარცვლეული შესაწირავი,+ ზეთში მოზელილი, და ერთი ლოგი* ზეთი.+
11 მღვდელმა, რომელიც მას წმინდად გამოაცხადებს, შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე უნდა წარადგინოს ის, ვინც განიწმინდება, და ყველაფერი ეს.
12 შესწირავს მღვდელი ერთ მამალ ცხვარს და ერთ ლოგ+ ზეთს დანაშაულის შესაწირავად+ და შეარხევს იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევ შესაწირავს.+
13 დაკლავს მამალ თოხლს წმინდა ადგილზე,+ სადაც იკვლება ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი შესაწირავი, რადგან როგორც ცოდვის შესაწირავი, ისე დასაწვავი შესაწირავი, მღვდელს ეკუთვნის.+ ეს უწმინდესია.
14 აიღოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე.+
15 აიღოს მღვდელმა ერთი ლოგი+ ზეთიდან ცოტაოდენი და დაისხას მარცხენა ხელისგულზე;
16 ჩააწოს მღვდელმა მარცხენა ხელისგულზე დასხმულ ზეთში მარჯვენა თითი და შვიდჯერ+ ასხუროს იეჰოვას წინაშე;
17 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი კი მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლია წასმული.+
18 მღვდელმა ხელისგულზე დარჩენილი ზეთი თავზე წაუსვას მას, ვინც განიწმინდება, და იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის.
19 შესწიროს მღვდელმა ცოდვის შესაწირავი+ და გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის, ვინც უწმინდურებისგან განიწმინდება; ამის შემდეგ დაკლას დასაწვავი შესაწირავი.
20 შესწიროს მღვდელმა+ სამსხვერპლოზე დასაწვავი შესაწირავი, მარცვლეული შესაწირავი+ და შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი+ და ისიც განიწმინდება.+
21 თუ ღარიბია+ და ხელი არ მიუწვდება,+ წაიყვანოს დანაშაულის გამოსასყიდი ერთი მამალი თოხლი, როგორც შესარხევი შესაწირავი, რათა შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი, და მიიტანოს ზეთში მოზელილი ერთი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, ერთი ლოგი ზეთი
22 და მიიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი — ცოდვის შესაწირავად და მეორე — დასაწვავ შესაწირავად.
23 მერვე დღეს+ მიუყვანოს ისინი მღვდელს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ თავის განსაწმენდად.+
24 აიყვანოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავი+ მამალი თოხლი, აიღოს ლოგი ზეთი და შეარხიოს ისინი, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+
25 დაკლას მან დანაშაულის შესაწირავი მამალი თოხლი, აიღოს დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე წაუსვას მას,+ ვინც განიწმინდება.
26 დაისხას მღვდელმა ზეთი მარცხენა ხელისგულზე+
27 და მარცხენა ხელისგულზე დასხმული ზეთი მარჯვენა თითით შვიდჯერ ასხუროს+ იეჰოვას წინაშე.
28 მღვდელმა ხელისგულზე დასხმული ზეთი მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლია წასმული.+
29 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი მღვდელმა თავზე წაუსვას მას,+ ვინც განიწმინდება, რათა იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის.
30 შესწიროს ერთი გვრიტი ან მტრედის ერთი ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება,+
31 ერთი მათგანი, რაზეც ხელი მიუწვდება, — ცოდვის შესაწირავად+ და მეორე — დასაწვავ შესაწირავად+ მარცვლეულ შესაწირავთან ერთად. მისთვის, ვინც განიწმინდება, მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს იეჰოვას წინაშე.
32 ეს არის კანონი მასზე, ვისაც კეთრის წყლული ჰქონდა და განწმენდაზე ხელი არ მიუწვდება“.
33 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:
34 „როდესაც შეხვალთ ქანაანის მიწაზე,+ რომელსაც საკუთრებად გაძლევთ,+ და თქვენთვის საკუთრებად მოცემულ მიწაზე კეთრით დავაწყლულებ სახლს,+
35 მივიდეს სახლის პატრონი მღვდელთან და უთხრას, ჩემს სახლში წყლულის მსგავსი რამ გაჩნდაო.
36 მღვდელი მითითებებს მისცემს, რომ სანამ წყლულის სანახავად მივა, სახლი დააცარიელონ, რათა უწმინდურად არ გამოაცხადოს ყველაფერი, რაც სახლშია. ამის შემდეგ მივა მღვდელი სახლის სანახავად.
37 როდესაც ნახავს წყლულს და წყლული ღრმად იქნება სახლის კედლებზე მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად,
38 მივა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით ჩაკეტავს სახლს.+
39 მეშვიდე დღეს მღვდელი უნდა დაბრუნდეს და ნახოს;+ თუ წყლული სახლის კედლებს მოედო,
40 მღვდელი მითითებებს მისცემს, რომ გამოიღონ+ დაწყლულებული ქვები და ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადაყარონ.
41 მთლიანად ჩამოაფხეკინებს სახლს შიგნიდან და ჩამოფხეკილ თიხის ბათქაშს ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადააყრევინებს.
42 ძველი ქვების ადგილზე სხვა ქვებს ჩააწყობინებს და ახალი თიხის ბათქაშით გაალესვინებს სახლს.
43 თუ წყლული ისევ იჩენს თავს, გაჩნდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვებს გამოიღებენ, სახლს ჩამოფხეკენ და გალესავენ,
44 შევა მღვდელი+ სანახავად; თუ წყლული სახლს მოედო, სახლში განუკურნებელი კეთრია.+ ის უწმინდურია.
45 დაანგრევინოს სახლი, თავის ქვებიანად, ძელებიანად და თიხის ბათქაშიანად და გაატანინოს ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე.+
46 თუ იმ დღეებში ვინმე ჩაკეტილ სახლში შევა,+ უწმინდური იქნება საღამომდე.+
47 ვინც დაიძინებს იმ სახლში, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს,+ და ვინც შეჭამს იმ სახლში, მანაც უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი.
48 თუ მღვდელი მივა და ნახავს, რომ გალესვის შემდეგ წყლული არ მოსდებია სახლს, სახლი წმინდად უნდა გამოაცხადოს, რადგან წყლული გამქრალია.+
49 სახლის განსაწმენდად აიყვანოს ორი ფრინველი,+ აიღოს კედრის ხის ნაჭერი,+ ალისფერი ქსოვილი+ და უსუპი.
50 დაკლას მან ერთი ფრინველი თიხის ჭურჭელში ჩასხმულ ახალ წყალზე.+
51 აიღოს კედრის ხის ნაჭერი, უსუპი,+ ალისფერი ქსოვილი, აიყვანოს ცოცხალი ფრინველი და ჩააწოს ისინი დაკლული ფრინველის სისხლსა და ახალ წყალში, და შვიდჯერ+ ასხუროს+ სახლისკენ.
52 განწმინდოს სახლი ფრინველის სისხლით, ახალი წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხის ნაჭრით, უსუპითა და ალისფერი ქსოვილით.
53 ცოცხალი ფრინველი კი გაუშვას ქალაქგარეთ, ტრიალ მინდორში, შეასრულოს გამოსყიდვის წესი+ სახლისთვის, და განიწმინდება.
54 ეს არის კანონი კეთრის ნებისმიერ წყლულზე,+ ქეცზე,+
55 ტანსაცმლისა+ და სახლის კეთრზე,
56 გამონაყარზე, მუწუკსა და ლაქაზე,+
57 იმის სასწავლებლად,+ როდის რა არის უწმინდური და როდის — წმინდა. ეს არის კანონი კეთრზე“.+
სქოლიოები
^ ერთი ლოგი უდრის 0,31 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.