ლევიანები 15:1—33
15 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:
2 „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: თუ კაცს გამონადენი+ აქვს სასქესო ორგანოდან, მისი გამონადენი უწმინდურია.
3 აი მისი უწმინდურება გამონადენის გამო: გამოსდის გამონადენი სასქესო ორგანოდან თუ უკავდება გამონადენი სასქესო ორგანოში, ეს მისი უწმინდურებაა.
4 საწოლი, რომელზეც გამონადენიანი დაწვება, უწმინდურია, და უწმინდურია ისიც, რაზეც დაჯდება.
5 კაცმა, რომელიც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
6 ვინც დაჯდება იქ, სადაც გამონადენიანი იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს,+ წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
7 ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება,+ ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
8 თუ გამონადენიანი შეაფურთხებს მას, ვინც წმინდაა, მან ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
9 უნაგირი,+ რომელზეც გამონადენიანი დაჯდება, უწმინდურია.
10 ყველა, ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, საღამომდე უწმინდური იქნება; ვინც იმას აიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
11 ვისაც გამონადენიანი+ ხელდაუბანელი შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
12 თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი შეეხება, უნდა დაიმსხვრეს,+ ხის+ ჭურჭელი კი წყლით უნდა გაირეცხოს.
13 როდესაც გამონადენიანი განიწმინდება გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმენდისთვის,+ ტანსაცმელი გაირეცხოს, ტანი სუფთა წყლით+ დაიბანოს და განიწმინდება.
14 მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და ისინი მღვდელს მიუყვანოს.
15 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა მისთვის იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი შეასრულოს გამონადენის გამო.
16 თუ კაცს თესლდენა ჰქონდა,+ მთელი ტანი წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
17 ტანსაცმელი და ტყავი, რომელიც გამონადენი თესლით დაისვრება, წყლით უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
18 თუ კაცი ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, მათ წყლით უნდა დაიბანონ და საღამომდე უწმინდურები იქნებიან.+
19 თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან,+ შვიდ დღეს უწმინდური იქნება ყოველთვიური+ სისხლდენის გამო.+ ყველა, ვინც მას შეეხება, უწმინდური იქნება საღამომდე.
20 გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც ის დაწვება ყოველთვიური სისხლდენით გამოწვეული უწმინდურების დროს;+ გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც დაჯდება.
21 ვინც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
22 ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
23 ვინც შეეხება რაიმეს საწოლზე ან იმაზე, რაზეც ის იჯდა,+ საღამომდე უწმინდური იქნება.
24 თუ კაცი დაწვება მასთან და მისი ყოველთვიური სისხლდენით გამოწვეული უწმინდურება მასზე გადავა,+ შვიდ დღეს უწმინდური იქნება; უწმინდური იქნება საწოლიც, რომელზეც ის დაწვება.
25 თუ ქალი ყოველთვიური სისხლდენით არ არის უწმინდური,+ მაგრამ მაინც სდის სისხლი მრავალი დღე,+ ან ყოველთვიური სისხლდენა ჩვეულებრივზე მეტ ხანს უგრძელდება, იმ დღეებში, როცა უწმინდური გამონადენი აქვს, უწმინდური იქნება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. ის უწმინდურია.
26 საწოლი, რომელზეც ის დაწვება გამონადენის დღეებში, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის+ დროს, და რაზეც ის დაჯდება, გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენით უწმინდურდება.
27 ვინც მათ შეეხება,+ გაუწმინდურდება; მან ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
28 როდესაც განიწმინდება ქალი გამონადენისგან, მანაც გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც განიწმინდება.+
29 მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი და მღვდელს მიუყვანოს შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+
30 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა მისთვის იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს უწმინდური გამონადენის გამო.
31 მოარიდეთ ისრაელის ძეები თავიანთ უწმინდურებას, რათა არ დაიხოცონ თავიანთ უწმინდურებაში ჩემი კარვის გაუწმინდურების გამო, რომელიც მათ შორისაა.+
32 ეს არის კანონი გამონადენითა+ და თესლდენით+ გაუწმინდურებულ კაცზე,
33 ყოველთვიური სისხლდენით+ გაუწმინდურებულ ქალზე და ყველაზე, ვისაც გამონადენი+ აქვს, კაცი იქნება თუ ქალი, და კაცზე, რომელიც უწმინდურ ქალთან დაწვება“.