ლევიანები 16:1—34

16  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს აარონის ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, რომლებიც იმის გამო დაიხოცნენ, რომ შეუფერებლად წარდგნენ იეჰოვას წინაშე.+  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ელაპარაკე აარონს, შენს ძმას, რომ ყოველთვის არ შევიდეს წმინდა ადგილზე+ ფარდის შიგნით,+ კიდობნის სახურავის წინ, რათა არ მოკვდეს,+ რადგან ღრუბელში+ გამოვცხადდები სახურავის ზემოთ.+  აი რა უნდა შეიყვანოს აარონმა წმინდა ადგილას:+ მოზვერი — ცოდვის შესაწირავად+ და ვერძი — დასაწვავ შესაწირავად.+  ჩაიცვას სელის წმინდა, გრძელი სამოსელი,+ ტანზე — ქვედა საცვალი,+ შემოირტყას სელის სარტყელი+ და თავზე სელის თავსაბურავი შემოიხვიოს;+ ეს წმინდა შესამოსელია.+ ტანი წყლით უნდა დაიბანოს+ და მერე ჩაიცვას.  ისრაელის ძეების კრებულიდან+ აიყვანოს ორი მამალი თიკანი ცოდვის შესაწირავად+ და ერთი ვერძი — დასაწვავ შესაწირავად.+  მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი+ და შეასრულოს გამოსყიდვის წესი+ თავისთვის+ და თავისი სახლისთვის.+  აიყვანოს მან ორი თხა და დააყენოს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.  ყაროს აარონმა წილი+ ორივე თხაზე, ერთი წილი — იეჰოვასთვის და მეორე — აზაზელისთვის*.+  მიიყვანოს აარონმა თხა, რომელიც წილისყრით+ იეჰოვას ერგება, და შესწიროს ცოდვის შესაწირავად;+ 10  ის თხა კი, რომელიც წილისყრით აზაზელს ერგება, ცოცხალი დააყენოს იეჰოვას წინაშე, რომ შეასრულოს გამოსყიდვის წესი და გაუშვას+ ის აზაზელისთვის უდაბნოში.+ 11  მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი, შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის და თავისი სახლისთვის და დაკლას თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი.+ 12  აიღოს მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე საცეცხლური+ სამსხვერპლოდან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, ორი სავსე მუჭა+ დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი+ და შეიტანოს ფარდის შიგნით.+ 13  ჩაყაროს ცეცხლში საკმეველი იეჰოვას წინაშე+ და მოეფინება საკმევლის ღრუბელი კიდობნის სახურავს,+ რომელიც მოწმობის კიდობანზეა,+ რათა არ მოკვდეს იგი. 14  აიღოს ხარის სისხლი+ და თითით დაასხუროს სახურავის წინ აღმოსავლეთით; შვიდჯერ დაასხუროს+ თითით სისხლი სახურავის წინ.+ 15  დაკლას ცოდვის შესაწირავი თხა ხალხისთვის,+ მისი სისხლი ფარდის შიგნით შეიტანოს+ და რაც ხარის სისხლით გააკეთა, იგივე გააკეთოს მისი სისხლითაც;+ დაასხუროს სახურავზე და სახურავის წინ. 16  შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის ისრაელის ძეების უწმინდურების,+ მათი ურჩობისა და მათი ცოდვების გამო.+ ასევე უნდა მოიქცეს შეხვედრის კარვისთვის, რომელიც მათ შორის არის, მათ უწმინდურებას შორის. 17  სხვა არავინ უნდა იყოს შეხვედრის კარავში, სანამ ის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას არის შესული. შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვის,+ თავისი სახლისა და ისრაელის მთელი კრებულისთვის.+ 18  გამოვიდეს სამსხვერპლოსთან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, და შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი; აიღოს ხარისა და თხის სისხლი და სცხოს სამსხვერპლოს რქებს.+ 19  შვიდჯერ დაასხუროს+ მასზე თითით სისხლი და განწმინდოს ის ისრაელის ძეების უწმინდურებისგან. 20  როცა შეასრულებს გამოსყიდვის წესს+ წმინდა ადგილისთვის, შეხვედრის კარვისა და სამსხვერპლოსთვის, მიიყვანოს ცოცხალი თხაც.+ 21  დაადოს აარონმა ცოცხალ თხას თავზე ორივე ხელი+ და აღიაროს+ ისრაელის ძეების ყველა დანაშაული,+ ურჩობა და ცოდვა;+ დაადოს ისინი თხას თავზე+ და გაუშვას უდაბნოში+ საამისოდ განწესებული კაცის ხელით.+ 22  წაიღებს თხა ყველა მათ დანაშაულს+ უკაცრიელ მიწაზე;+ უდაბნოში გაუშვას თხა.+ 23  შევიდეს აარონი შეხვედრის კარავში და გაიხადოს სელის ტანსაცმელი, რომელიც წმინდა ადგილზე შესვლისას ეცვა, და იქ დააწყოს.+ 24  წყლით დაიბანოს ტანი+ წმინდა ადგილას,+ ჩაიცვას ტანსაცმელი,+ გამოვიდეს, შესწიროს დასაწვავი შესაწირავი თავისთვის,+ დასაწვავი შესაწირავი ხალხისთვის+ და გამოსყიდვის წესი შეასრულოს თავისთვის და ხალხისთვის,+ 25  ცოდვის შესაწირავის ქონი კი სამსხვერპლოზე ააბოლოს.+ 26  მან,+ ვინც თხა აზაზელისთვის+ გაუშვა, გაირეცხოს ტანსაცმელი და ტანი წყლით დაიბანოს;+ ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. 27  გაატანინოს მან ბანაკის გარეთ ცოდვის შესაწირავი ხარი და ცოდვის შესაწირავი თხა, რომელთა სისხლიც წმინდა ადგილას იყო შეტანილი გამოსყიდვის წესის შესასრულებლად. ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და ნეხვი.+ 28  ვინც დაწვავს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ტანი წყლით დაიბანოს; ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. 29  ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის:+ მეშვიდე თვის მეათე დღეს+ დაიმდაბლეთ თავი+ და არ გააკეთოთ არავითარი საქმე,+ არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა. 30  ამ დღეს შესრულდება თქვენთვის გამოსყიდვის წესი,+ რათა განწმენდილებად გამოცხადდეთ. იეჰოვას წინაშე ყველა თქვენი ცოდვისგან იქნებით განწმენდილები.+ 31  ეს თქვენთვის სრული დასვენების შაბათია;+ დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი. 32  ცხებულმა მღვდელმა,+ რომლის ხელიც ძალაუფლებით აივსება მღვდლად მსახურებისთვის+ მამის საქმის გასაგრძელებლად,+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სელის ტანსაცმელი ჩაიცვას.+ ეს წმინდა ტანსაცმელია.+ 33  შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა საწმინდრისთვის,+ შეხვედრის კარვისა+ და სამსხვერპლოსთვის;+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს მღვდლებისთვის და მთელი კრებულისთვის.+ 34  ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი,+ რათა წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის წესი შეასრულოთ ისრაელის ძეების ყველა ცოდვისთვის“.+ ყველაფერი ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა.

სქოლიოები

ზუსტი მნიშვნელობა უცნობია. ეხება უდაბნოში გაშვებულ თხას. შეადარეთ 16:10, 26.