ლევიანები 17:1—16

17  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს: აი რა ბრძანა იეჰოვამ:  თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს ხარს, მამალ თოხლს ან თხას  და არ მიიტანს იეჰოვასთვის შესაწირავად იეჰოვას კარვის წინ შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ სისხლის ღვრაში იქნება დამნაშავე; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+  რათა ისრაელის ძეებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში კლავენ,+ მიიტანონ იეჰოვას წინაშე, მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ და იეჰოვას შესწირონ მშვიდობის მსხვერპლად.+  დაასხუროს მღვდელმა სისხლი იეჰოვას სამსხვერპლოზე+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და ააბოლოს ქონი,+ როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+  აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ დემონებს*,+ რომლებთანაც გარყვნილებას სჩადიან.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.  ასე უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შესწირავს დასაწვავ შესაწირავს+ ან მსხვერპლს  და არ მიიტანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად,+ ის უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+ 10  თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შეჭამს სისხლს,+ მივაქცევ ჩემს სახეს იმის* წინააღმდეგ,+ ვინც სისხლს შეჭამს, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან; 11  ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია;+ მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი+ თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს+ შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სულით, რომელიც მასშია. 12  ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არც ერთმა თქვენგანმა და არც ერთმა თქვენ შორის+ მცხოვრებმა ხიზანმა არ ჭამოს სისხლი.+ 13  თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი ნადირობისას დაიჭერს მხეცს ან ფრინველს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მტვრით დაფაროს;+ 14  ვინაიდან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია იმ სულის გამო, რომელიც მასშია. ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია;+ ვინც მას შეჭამს, მოიკვეთება.+ 15  ნებისმიერმა, იქნება ის მკვიდრი თუ ხიზანი, რომელიც შეჭამს ლეშს ან მხეცისგან დაგლეჯილს,+ უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება;+ ამის შემდეგ განიწმინდება. 16  თუ არ გაირეცხავს ტანსაცმელს და არ დაიბანს სხეულს, პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე“.+

სქოლიოები

შესაძლოა თაყვანისმცემლებს ისინი წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც თხისმაგვარი ბალნიანი არსებები.
სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.