ლევიანები 18:1—30

18  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  «უთხარი ისრაელის ძეებს: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+  არ მოიქცეთ ისე, როგორც ეგვიპტის მიწაზე იქცევიან,+ სადაც ცხოვრობდით, არც ისე, როგორც ქანაანის მიწაზე იქცევიან, სადაც მიმყავხართ;+ არ მიჰყვეთ მათ წესებს.  აღასრულეთ ჩემი სამართალი,+ დაიცავით ჩემი წესები+ და მიჰყევით მათ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს.+ მე ვარ იეჰოვა.+  არც ერთი თქვენგანი არ გაეკაროს თავის სისხლით ნათესავს სიშიშვლის გამოსაჩენად.+ მე ვარ იეჰოვა.  არ გამოაჩინო არც მამაშენის+ და არც დედაშენის სიშიშვლე. დედაშენია იგი; არ გამოაჩინო მისი სიშიშვლე.  არ გამოაჩინო მამაშენის ცოლის სიშიშვლე;+ ეს მამაშენის სიშიშვლეა.  არ გამოაჩინო შენი დის, მამაშენის ასულის ან დედაშენის ასულის სიშიშვლე, გინდ ერთ სახლში იყოთ დაბადებული, გინდ არა.+ 10  არ გამოაჩინო შენი ვაჟის ასულის ან შენი ქალიშვილის ასულის სიშიშვლე, ეს შენი სიშიშვლეა. 11  არ გამოაჩინო მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენის შთამომავლის სიშიშვლე, შენი დაა იგი. 12  არ გამოაჩინო მამაშენის დის სიშიშვლე, მამაშენის სისხლით ნათესავია იგი.+ 13  არ გამოაჩინო დედაშენის დის სიშიშვლე, დედაშენის სისხლით ნათესავია იგი. 14  არ გამოაჩინო მამაშენის ძმის სიშიშვლე; არ გაეკარო მის ცოლს, შენი ბიცოლაა იგი.+ 15  არ გამოაჩინო შენი რძლის+ სიშიშვლე, შენი ვაჟის ცოლია იგი; არ გამოაჩინო მისი სიშიშვლე. 16  არ გამოაჩინო შენი ძმის ცოლის+ სიშიშვლე, ეს შენი ძმის სიშიშვლეა. 17  არ გამოაჩინო ქალისა და მისი ასულის სიშიშვლე;+ არ წაიყვანო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის გამოსაჩენად, სისხლით ნათესავები არიან ისინი. ეს თავაშვებულობაა.+ 18  არ მოიყვანო ცოლისდა მეტოქედ+ შენი ცოლის სიცოცხლეში მისი სიშიშვლის გამოსაჩენად. 19  არ გაეკარო ყოველთვიური სისხლდენით+ გაუწმინდურებულ ქალს სიშიშვლის გამოსაჩენად.+ 20  არ დაღვარო თესლი შენი მოძმის ცოლთან, რათა არ გაუწმინდურდე.+ 21  არც ერთი შენი შთამომავალი არ გადასცე+ მოლექს,+ თორემ შებღალავ+ შენი ღვთის სახელს. მე ვარ იეჰოვა.+ 22  არ დაწვე კაცთან+ ისე, როგორც ქალთან წვები.+ ეს სისაძაგლეა. 23  არ დაღვარო თესლი ცხოველთან+, რათა არ გაუწმინდურდე, და არც ქალი დაუდგეს ცხოველს კავშირის დასამყარებლად;+ ეს ბუნებრივი წესის დარღვევაა. 24  არ გაიუწმინდუროთ თავი არც ერთი ამათგანით, რადგან ამის კეთებით თავი გაიუწმინდურეს იმ ხალხებმა, რომლებსაც თქვენგან განვდევნი.+ 25  გაუწმინდურებულია მიწა და მე დავატეხ მას სასჯელს მისივე დანაშაულის გამო, და ამოანთხევს მიწა თავის მკვიდრთ.+ 26  თქვენ კი დაიცავით ჩემი წესები და სამართალი+ და არ ჩაიდინოთ არანაირი სისაძაგლე არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.+ 27  ამ მიწაზე თქვენამდე მცხოვრებმა ხალხმა ჩაიდინა ყველა ეს სისაძაგლე;+ ამიტომაც არის მიწა გაუწმინდურებული. 28  მაშინ აღარ ამოგანთხევთ მიწა მისი შებღალვის გამო, როგორც თქვენამდე მცხოვრები ხალხები ამოანთხია.+ 29  ვინც რომელიმე ამ სისაძაგლეს ჩაიდენს, მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან.+ 30  შეასრულეთ თქვენი ვალდებულება: არ დაიცვათ არც ერთი საძაგელი წეს-ჩვეულება, რასაც თქვენამდე ასრულებდნენ,+ რათა თავი არ გაიუწმინდუროთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».

სქოლიოები