ლევიანები 2:1—16
2 „თუ ვინმე* მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი;+ მოასხას მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს.
2 მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი, მთელი გუნდრუკი და ააბოლოს სამსხვერპლოზე, როგორც გასახსენებელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.
3 რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და უწმინდესია+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.
4 თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი, ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი+ კვერები ან ზეთწასმული უფუარი+ კვერები.+
5 თუ შენი მარცვლეული შესაწირავი კეცზეა მომზადებული,+ ზეთში უნდა გამოცხვეს წმინდად დაფქული ფქვილისგან, უფუარი.
6 დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.
7 თუ შენი მარცვლეული შესაწირავი ქვაბშია მომზადებული, ის ზეთში უნდა მომზადდეს წმინდად დაფქული ფქვილისგან.
8 მიუტანე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი; მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს.
9 აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს, როგორც გასახსენებელს,+ და ააბოლებს სამსხვერპლოზე, როგორც ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, როგორც დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის.+
10 რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა და უწმინდესია იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.+
11 მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ საფუარი და თაფლი* არ უნდა მიიტანოთ ასაბოლებლად, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
12 მიუტანეთ ისინი იეჰოვას, როგორც პირველი ნაყოფის+ შესაწირავი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა იქნეს ატანილი დამამშვიდებელ სურნელებად.
13 მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი;+ არ დატოვო მარცვლეული შესაწირავი შენი ღვთის შეთანხმების შესახსენებელი მარილის გარეშე.+ ყველა შენს შესაწირავთან ერთად მიიტანე მარილი.
14 თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავს მიუტან პირველმოწეული ნაყოფიდან, ახლად შემოსული, ცეცხლზე შემწვარი თავთავები, ახალი მარცვლეულის ღერღილი მიიტანე, როგორც პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+
15 წაუსვი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი.+
16 ააბოლოს მღვდელმა ის, როგორც გასახსენებელი,+ ანუ ცოტაოდენი ღერღილი, ზეთი და მთელი გუნდრუკი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ თაფლში იგულისხმება არა ფუტკრის თაფლი, არამედ ლეღვის ან სხვა ხილის წვენი ან სიროფი.