ლევიანები 21:1—24
21 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ელაპარაკე მღვდლებს, აარონის ძეებს, და უთხარი: არავინ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის* გამო.+
2 სისხლით ნათესავისთვის კი, თავისი ახლობლისთვის: დედისთვის, მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის
3 და ქალწული დისთვის, თავისი ახლობლისთვის, რომელიც არ ყოფილა გათხოვილი, შეუძლია გაიუწმინდუროს თავი.
4 არ გაიუწმინდუროს მან თავი გათხოვილი ქალისთვის თავის ხალხს შორის, რათა არ წაიბილწოს თავი.
5 არ უნდა გადაიპარსონ თავი,+ არ მოიკრიჭონ წვერის ბოლოები+ და არ დაისერონ სხეული.+
6 ისინი წმინდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის+ და არ უნდა შებღალონ თავიანთი ღვთის სახელი,+ რადგან ისინი სწირავენ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, თავიანთი ღვთის პურს;+ წმინდები უნდა იყვნენ ისინი.+
7 არ უნდა მოიყვანონ ცოლად მეძავი+ ან გაუპატიურებული ქალი, არც ქმარს გაცილებული+ უნდა შეირთონ,+ რადგან მღვდელი წმინდაა თავისი ღვთისთვის.
8 განწმინდე იგი,+ რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. ის წმინდა უნდა იყოს შენთვის,+ რადგან მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი, წმინდა ვარ.+
9 თუ მღვდლის ასული მეძაობით წაიბილწავს თავს, ის თავისი მამის წამბილწველია. ცეცხლში უნდა დაიწვას იგი.+
10 მღვდელმთავარმა, რომელსაც თავის ძმებს შორის ზეთი სცხეს+ და რომლის ხელიც ძალაუფლებით აივსო ტანსაცმლის სატარებლად,+ არ უნდა იაროს მოუვლელი თმით+ და არც ტანსაცმელი უნდა შემოიხიოს.+
11 არ მივიდეს მკვდართან*;+ არ გაიუწმინდუროს თავი არც მამის გამო და არც დედის გამო.
12 არ გავიდეს საწმინდრიდან და არ შებღალოს თავისი ღვთის საწმინდარი,+ რადგან მიძღვნის ნიშნად მას თავისი ღვთის ზეთი ეცხო.+ მე ვარ იეჰოვა.
13 ქალწული უნდა მოიყვანოს ცოლად.+
14 არ შეირთოს ქვრივი, ქმარს გაცილებული, გაუპატიურებული და მეძავი; მხოლოდ ქალწული შეირთოს თავისი ხალხიდან.
15 არ წაბილწოს თავისი შთამომავლობა თავის ხალხს შორის,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მისი განმწმენდელი“.+
16 განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი:
17 „უთხარი აარონს: არც ერთ თაობაში შენი შთამომავლებიდან ნაკლის+ მქონე კაცი არ მივიდეს და არ მიიტანოს თავისი ღვთის პური.+
18 თუ კაცს ნაკლი აქვს, ახლოს არ მივიდეს საწმინდართან: არც ბრმა, არც კოჭლი, არც ის, ვისაც ნაიარევი ცხვირი აქვს, და არც ის, ვისაც უთანაბრო სხეულის ნაწილები აქვს,+
19 არც ფეხმოტეხილი და არც ხელმოტეხილი,
20 არც კუზიანი, არც გაძვალტყავებული, არც თვალებდასნეულებული, არც გამონაყარიანი, არც სირსველიანი, არც ის, ვისაც სათესლეები აქვს დაზიანებული.+
21 აარონ მღვდლის არც ერთი შთამომავალი, რომელსაც ნაკლი აქვს, არ მივიდეს და არ შესწიროს იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი.+ ნაკლი აქვს მას. არ მივიდეს და არ მიიტანოს თავისი ღვთის პური.+
22 მას შეუძლია ჭამოს თავისი ღვთის პური იქიდან, რაც უწმინდესია+ და რაც წმინდაა,+
23 მაგრამ არ მიუახლოვდეს ფარდას+ და არ მივიდეს სამსხვერპლოსთან,+ რადგან ნაკლი აქვს.+ არ შებღალოს ჩემი საწმინდარი,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.+
24 უთხრა ეს ყველაფერი მოსემ აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სულის, ანუ მკვდარი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — სულთან, ანუ მკვდარ სულთან. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.