ლევიანები 22:1—33

22  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს, რომ არ მიეკარონ ისრაელის ძეების სიწმინდეებს და არ შებღალონ ჩემი წმინდა სახელი,+ როცა ისინი რამეს განწმენდენ ჩემთვის.+ მე ვარ იეჰოვა.  უთხარი მათ: თქვენს თაობებში თუ რომელიმე თქვენი შთამომავალი გაუწმინდურებული მიუახლოვდება სიწმინდეებს, რომლებსაც ისრაელის ძეები განწმენდენ იეჰოვასთვის,+ ის* უნდა მოიკვეთოს ჩემგან. მე ვარ იეჰოვა.  აარონის შთამომავალთაგან არც კეთროვანმა+ და არც გამონადენიანმა+ არ ჭამოს იქიდან, რაც წმინდაა, სანამ არ განიწმინდება,+ არც იმან, ვინც შეეხო მკვდრით* გაუწმინდურებულს,+ არც იმან, ვისაც თესლდენა აქვს,+  არც იმან, ვინც შეეხება უწმინდურ მოფუთფუთე არსებას+ ან მას, ვინც გაუწმინდურებულია რაიმე უწმინდურებით.+  ვინც ასეთ რამეს შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება; მან არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა; წყლით უნდა დაიბანოს ტანი.+  მზის ჩასვლის შემდეგ ის განწმენდილი იქნება და შეეძლება ჭამოს ის, რაც წმინდაა, რადგან ის მისი პურია.+  არ ჭამოს არც მკვდარი ცხოველი და არც მხეცისგან დაგლეჯილი, რათა არ გაუწმინდურდეს.+ მე ვარ იეჰოვა.  შეასრულონ მათ თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე, რათა ცოდვა არ დაიდონ და არ დაიხოცონ+ მისი შებღალვის გამო. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი. 10  სხვამ არავინ ჭამოს ის, რაც წმინდაა;+ არც მღვდელთან მცხოვრებმა და არც მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა. 11  მაგრამ ვისაც მღვდელი თავისი ფულით იყიდის, მას შეუძლია ჭამოს; მის სახლში დაბადებულ მონებსაც შეუძლიათ მისი პურის ჭამა.+ 12  თუ მღვდლის ასული უცხო კაცს გაჰყვება, მან აღარ უნდა ჭამოს წმინდა შესაწირავიდან. 13  თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმარს გასცილდება, ისე რომ შთამომავალი არ ეყოლება, და მამის სახლში დაბრუნდება, სადაც ახალგაზრდობაში ცხოვრობდა,+ შეუძლია ჭამოს მამამისის პური;+ მაგრამ უცხომ არავინ ჭამოს. 14  თუ კაცი უნებურად შეჭამს იმას, რაც წმინდაა,+ მეხუთედი დაამატოს+ და მღვდელს მისცეს. 15  არ უნდა შებღალონ მათ ისრაელის ძეების სიწმინდეები, რომელთაც ისინი იეჰოვას სწირავენ,+ 16  და სასჯელი არ ატვირთვინონ მათ დანაშაულისთვის იმის ჭამის გამო, რაც წმინდაა. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“. 17  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 18  „ასე უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელში მცხოვრები ხიზანი სწირავს შესაწირავს,+ აღთქმულს+ ან ნებაყოფლობითს,+ რომელიც დასაწვავ შესაწირავად მიაქვთ იეჰოვასთვის, 19  მოწონება+ რომ მიიღოთ, ის საღი+ უნდა იყოს: მოზვერი, მამალი თოხლი ან თხა. 20  ნაკლიანი არაფერი შესწიროთ,+ თორემ ვერ მიიღებთ მოწონებას. 21  თუ კაცი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლს+ შესწირავს აღთქმის შესასრულებლად+ ან ნებაყოფლობით შესაწირავად, ის უნდა იყოს საღი, წვრილფეხა ან მსხვილფეხა საქონლიდან, რათა მოწონება მიიღოს. არანაირი ნაკლი არ ჰქონდეს: 22  არც ბრმა, არც მოტეხილობისა და არც ჭრილობის მქონე, არც მეჭეჭიანი, არც გამონაყარიანი და არც სირსველიანი+ არ მიუყვანოთ იეჰოვას; ცეცხლში დასაწვავ+ შესაწირავად ასეთი არ დადოთ სამსხვერპლოზე იეჰოვასთვის. 23  ხარი ან ცხვარი, რომლებსაც სხეულის უთანაბრო ნაწილები აქვთ,+ შეგიძლია შესწირო ნებაყოფლობით შესაწირავად, მაგრამ აღთქმულის შეწირვის შემთხვევაში არ იქნება მიღებული. 24  თუ სათესლეები+ აქვს ჩაჭყლეტილი ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი, არ მიუყვანოთ იეჰოვას და არ შესწიროთ თქვენს მიწაზე. 25  არც უცხოელის ხელიდან მიიტანოთ მსგავსი რამ, როგორც თქვენი ღვთის პური, რადგან დასახიჩრებულია. ნაკლი+ აქვთ და არ იქნება მიღებული“.+ 26  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 27  „თუ გაჩნდება ხბო, ბატკანი ან თიკანი, შვიდ დღეს დედასთან იყოს,+ მერვე დღიდან კი მისაღები იქნება როგორც შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 28  რაც შეეხება ხარსა და ცხვარს, ერთ დღეს არ დაკლა ის და მისი ნაშიერი.+ 29  თუ სამადლობელ შესაწირავს სწირავთ იეჰოვას,+ შესწირეთ მოწონების მისაღებად. 30  ის იმავე დღეს უნდა შეიჭამოს;+ დილისთვის არ მოიტოვოთ.+ მე ვარ იეჰოვა. 31  დაიცავით ჩემი მცნებები და შეასრულეთ.+ მე ვარ იეჰოვა. 32  არ შებღალოთ ჩემი წმინდა სახელი;+ ისრაელის ძეებს შორის განწმენდილი უნდა ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი,+ 33  რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რათა მეჩვენებინა, რომ ღმერთი ვარ.+ მე ვარ იეჰოვა“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულით, ანუ მკვდრის სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.