ლევიანები 23:1—44

23  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოაცხადეთ+ იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს; წმინდა შეკრებებია ისინი. აი ჩემი დღესასწაულები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს:  ექვს დღეს აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია,+ წმინდა შეკრება; არანაირი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის შაბათი იეჰოვასთვის — ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.+  აი იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს, წმინდა შეკრებები,+ რომლებიც მათთვის დანიშნულ დროს+ უნდა გამოაცხადოთ:  პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს,+ ორ საღამოს შორის* არის პასექი+ იეჰოვასთვის.  იმავე თვის მეთხუთმეტე დღეს არის უფუარობის დღესასწაული იეჰოვასთვის.+ შვიდ დღეს უფუარი პური ჭამეთ.+  პირველ დღეს წმინდა შეკრება გექნებათ.+ არ იმუშაოთ.  შვიდ დღეს უნდა სწირავდეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს. მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება იქნება. არ იმუშაოთ“.  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10  „უთხარი ისრაელის ძეებს: როდესაც შეხვალთ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ, და მოიმკით სამკალს, პირველი ძნა+ მღვდელს მიუტანეთ. 11  მან იეჰოვას წინაშე შეარხიოს ძნა+ თქვენთვის მოწონების მისაღებად. შაბათის მომდევნო დღესვე შეარხიოს ის მღვდელმა. 12  ძნის შერხევის დღეს იეჰოვას შესწირეთ საღი, მამალი თოხლი, ერთი წლის, დასაწვავ შესაწირავად; 13  მარცვლეულ შესაწირავად — ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, და დასაღვრელ შესაწირავად — ერთი ჰინი ღვინის მეოთხედი. 14  იმ დღემდე,+ სანამ ღმერთს შესაწირავს არ შესწირავთ, არ ჭამოთ არც პური, არც მოხალული მარცვლეული და არც ახლად შემოსული თავთავი. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. 15  შაბათის მეორე დღიდან, შესარხევ შესაწირავად ძნის მიტანის დღიდან, გადაითვალეთ შვიდი შაბათი,+ შვიდი სრული კვირა. 16  მეშვიდე შაბათის მომდევნო დღემდე დაითვალეთ ორმოცდაათი დღე+ და შესწირეთ იეჰოვას ახალი მარცვლეული შესაწირავი.+ 17  თქვენი საცხოვრებელი ადგილებიდან შესარხევ შესაწირავად მიიტანეთ ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი ორი პური.+ გაფუვდეს და ისე გამოცხვეს,+ როგორც პირველი ნაყოფი იეჰოვასთვის.+ 18  პურს რომ მიიტან, მიიყვანე შვიდი საღი მამალი თოხლიც,+ თითო წლისა, ერთი მოზვერი და ორი ვერძი. ეს იქნება იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის. 19  შესწირე ერთი თიკანი+ ცოდვის შესაწირავად და ორი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის მსხვერპლად.+ 20  შეარხიოს+ ისინი მღვდელმა პირველმოწეული ნაყოფის პურთან და ორ მამალ თოხლთან ერთად, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე. ეს წმინდა რამ არის იეჰოვასთვის და მღვდელს ეკუთვნის.+ 21  იმ დღეს გამოაცხადეთ,+ რომ გექნებათ წმინდა შეკრება. არ იმუშაოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. 22  როცა მოიმკით მოსავალს თქვენს მიწაზე, სრულად ნუ მომკი შენი მინდვრის ნაპირებს, და რაც მოსავლის აღების დროს დაცვივდება, ნუ აკრეფ;+ საწყლისთვის+ და ხიზნისთვის+ დატოვე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. 23  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 24  „უთხარი ისრაელის ძეებს: მეშვიდე თვის+ პირველი დღე სრული დასვენების დღე იყოს თქვენთვის, საყვირის ხმით გასახსენებელი,+ წმინდა შეკრება.+ 25  არ იმუშაოთ და შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი“. 26  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 27  „მეშვიდე თვის მეათე დღე გამოსყიდვის დღეა.+ მოაწყვეთ წმინდა შეკრება, დაიმდაბლეთ თავი+ და შესწირეთ+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას. 28  ამ დღეს არანაირი საქმე არ გააკეთოთ, რადგან ის გამოსყიდვის დღეა, რათა შესრულდეს თქვენთვის გამოსყიდვის წესი+ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 29  ვინც* თავს არ დაიმდაბლებს ამ დღეს, მოიკვეთოს თავისი ხალხიდან;+ 30  ვინც რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ მას თავისი ხალხიდან.+ 31  არანაირი საქმე არ გააკეთოთ.+ ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. 32  ეს სრული დასვენების შაბათია თქვენთვის.+ დაიმდაბლეთ+ თავი ამ თვის მეცხრე დღეს, საღამოს. საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი“. 33  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 34  „უთხარი ისრაელის ძეებს: მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის შვიდდღიანი დღესასწაულია იეჰოვასთვის.+ 35  პირველ დღეს წმინდა შეკრებაა. არ იმუშაოთ. 36  შვიდ დღეს სწირავდეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს. მერვე დღეს წმინდა შეკრება მოეწყობა თქვენთვის.+ შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. ეს საზეიმო შეკრებაა. არ იმუშაოთ. 37  აი იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს და თქვენ წმინდა შეკრებებად+ უნდა გამოაცხადოთ, რათა ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი+ შესწიროთ იეჰოვას: დასაწვავი შესაწირავი,+ მარცვლეული შესაწირავი+ მსხვერპლთან ერთად და დასაღვრელი შესაწირავი,+ თითოეული თავის დღეს, 38  გარდა იეჰოვას შაბათებისა,+ თქვენი ძღვნისა,+ აღთქმული შესაწირავისა+ და ნებაყოფლობითი შესაწირავისა,+ რომლებიც იეჰოვას უნდა მისცეთ. 39  მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა შეაგროვებთ მიწის ნაყოფს, შვიდ დღეს+ იზეიმეთ იეჰოვას დღესასწაული.+ პირველი და მერვე დღე სრული დასვენების დღეებია.+ 40  პირველ დღეს აიღეთ საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები,+ შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები და შვიდ დღეს იმხიარულეთ+ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 41  წელიწადში შვიდ დღეს იზეიმეთ ის, როგორც იეჰოვას დღესასწაული.+ სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს თქვენს თაობებს და იზეიმეთ ის მეშვიდე თვეს. 42  შვიდ დღეს კარვებში უნდა იცხოვროთ.+ ისრაელის ყველა მკვიდრმა უნდა იცხოვროს კარვებში,+ 43  რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა,+ რომ კარვებში ვაცხოვრე ისრაელის ძეები, როცა ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. 44  ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს იეჰოვას დღესასწაულებზე, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გამართულიყო.+

სქოლიოები

იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.