ლევიანები 24:1—23

24  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ სუფთა, დაწურული ზეთისხილის ზეთი მოგიტანონ გასანათებლად,+ რათა მუდმივად ენთოს ლამპარი.+  აარონმა იზრუნოს იმაზე, რომ შეხვედრის კარავში, მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საღამოდან დილამდე მუდმივად ენთოს ლამპრები იეჰოვას წინაშე. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის.  ყოველთვის გაწყობილი ჰქონდეს ლამპრები+ სუფთა ოქროს სალამპრეზე+ იეჰოვას წინაშე.+  აიღე წმინდად დაფქული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი რგოლისებური კვერი; თითო კვერს ორი მეათედი ეფა უნდა მოხმარდეს.  ერთმანეთზე დააწყვე ექვს-ექვსი პური,+ ორ წყებად, სუფთა ოქროს მაგიდაზე იეჰოვას წინაშე.+  ზემოდან ორივეს გუნდრუკი მოაყარე; ეს იქნება გასახსენებელი პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.  ის ყოველ შაბათს უნდა აწყობდეს პურს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის ისრაელის ძეებთან დადებული მარადიული შეთანხმება.  ის აარონისა და მისი ვაჟებისთვის უნდა იყოს,+ რაც წმინდა ადგილას უნდა ჭამონ,+ რადგან მისთვის ის უწმინდესია იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან. ეს არის სამარადისო წესი“. 10  ერთი ისრაელი ქალის ვაჟი, რომელიც მას ეგვიპტელი კაცისგან ჰყავდა,+ მივიდა ისრაელის ძეებთან; ისრაელი ქალის ვაჟი და ისრაელი კაცი ერთმანეთს წაეჩხუბნენ+ ბანაკში. 11  ისრაელი ქალის ვაჟმა შეურაცხყო და დასწყევლა+ ღვთის სახელი.+ მიუყვანეს იგი მოსეს.+ დედამისი შელომითი დიბრის ქალიშვილი იყო, დანის ტომიდან. 12  დაკავებული ჰყავდათ+ იგი, სანამ გარკვევით არ გაუცხადდებოდათ იეჰოვას სიტყვა.+ 13  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 14  „ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ის, ვინც დაიწყევლა.+ თავზე ხელები დაადოს მას ყველამ,+ ვინც ეს მოისმინა, და მთელმა კრებულმა ჩაქოლოს იგი.+ 15  ასე უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე თავის ღმერთს დასწყევლის, პასუხი უნდა აგოს თავის ცოდვაზე. 16  იეჰოვას სახელის შეურაცხმყოფელი უნდა მოკვდეს;+ მთელმა კრებულმა უნდა ჩაქოლოს იგი. ღვთის სახელის შეურაცხყოფისთვის ხიზანიც უნდა მოკვდეს და მკვიდრიც.+ 17  ის კაცი, ვინც ადამიანს, სულს მოკლავს, უნდა მოკვდეს.+ 18  ვინც შინაურ ცხოველს, სულს მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სული სულის სანაცვლოდ.+ 19  თუ კაცი თავის მოძმეს დაასახიჩრებს, რაც მან გააკეთა, მასაც იგივე უნდა გაუკეთონ:+ 20  მოტეხილობის სანაცვლოდ მოტეხილობა, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი. ისევე დასახიჩრდეს ის, როგორც თვითონ დაასახიჩრებს სხვას.+ 21  ვინც ცხოველს მოკლავს,+ უნდა აანაზღაუროს,+ მაგრამ კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.+ 22  ერთი სამართალი უნდა გქონდეთ ხიზნისთვისაც და მკვიდრისთვისაც,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+ 23  ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს. ბანაკის გარეთ გაიყვანეს ის, ვინც დაიწყევლა, და ჩაქოლეს.+ ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.

სქოლიოები