ლევიანები 26:1—46

26  „არ გაიკეთოთ არაფრის მაქნისი ღმერთები,+ არ აღმართოთ ქანდაკება,+ არც წმინდა სვეტი, და არ დაიდგათ მოხატული ქვა+ თაყვანსაცემად თქვენს მიწაზე,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.  დაიცავით ჩემი შაბათები+ და გეშინოდეთ ჩემი საწმინდრის. მე ვარ იეჰოვა.  თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,+  დროულად მოგცემთ წვიმას,+ მიწა მოგცემთ მოსავალს+ და მინდვრის ხე — თავის ნაყოფს.+  ლეწვა რთვლამდე გასტანს, რთველი კი — თესვამდე. გაძღებით თქვენი პურით+ და უსაფრთხოდ იცხოვრებთ თქვენს მიწაზე.+  მშვიდობას მოგცემთ იმ მიწაზე,+ დაწვებით და არავინ შეგაშინებთ;+ გავწყვეტ მავნებელ მხეცებს+ და თქვენს მიწას მახვილი არ მიეკარება.+  დაედევნებით მტერს+ და მახვილით დაეცემა თქვენ წინ.  ხუთნი ასს განდევნით და ასნი — ათი ათასს; მახვილით დაეცემა თქვენი მტერი თქვენ წინ.+  მოგხედავთ,+ ნაყოფიერს გაგხდით და გაგამრავლებთ,+ შევასრულებ თქვენთან დადებულ ჩემს შეთანხმებას.+ 10  შეჭამთ ძველს, გასული წლისას,+ და გამოიტანთ ძველს, რათა ადგილი გაუთავისუფლოთ ახალს. 11  თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს+ და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.+ 12  ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი,+ თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით.+ 13  მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, მათი მონობიდან,+ დავამსხვრიე თქვენი უღელი და წელში გაგმართეთ.+ 14  მაგრამ თუ არ მომისმენთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს,+ 15  უარყოფთ ჩემს წესებს+ და თქვენი სული შეიზიზღებს ჩემს სამართალს, არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და დაარღვევთ ჩემს შეთანხმებას,+ 16  მაშინ ასე მოგექცევით: დაგცემთ შიშის ზარს, შეგყრით ჭლექსა+ და ციებ-ცხელებას, თვალებს დაგიბრმავებთ+ და სულებს დაგიძაბუნებთ.+ ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მტერი შეგიჭამთ.+ 17  მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენ წინააღმდეგ და მტერი დაგამარცხებთ.+ თქვენი მოძულეები გაგთელავენ+ და გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.+ 18  თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.+ 19  დავამსხვრევ თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს ცას რკინასავით გავხდი+ და მიწას — სპილენძივით. 20  ტყუილუბრალოდ დახარჯავთ ძალას, რადგან მიწა მოსავალს არ მოგცემთ+ და ხე — თავის ნაყოფს.+ 21  თუ კვლავ ჩემ წინააღმდეგ ივლით და არ ისურვებთ, რომ მომისმინოთ, შვიდმაგად დაგცხებთ თქვენი ცოდვებისთვის.+ 22  შემოგისევთ მინდვრის მხეცებს,+ ამოგიწყვეტენ შვილებს+ და მოგისპობენ შინაურ ცხოველებს, მცირერიცხოვანს გაგხდიან და გზებს გაგიუკაცრიელებენ.+ 23  თუ მაინც არ გამოსწორდებით+ და ჩემ წინააღმდეგ ივლით, 24  მე თვითონ წამოვალ თქვენ წინააღმდეგ+ და მე თვითონ დაგცხებთ შვიდჯერ თქვენი ცოდვებისთვის.+ 25  მოგივლენთ შურისძიების+ მახვილს შეთანხმების გამო.+ შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მოგივლენთ ჭირს+ და მტრის ხელში ჩაცვივდებით.+ 26  როცა დაგიმტვრევთ პურის საკიდელ ჯოხებს,+ ათი ქალი გამოგიცხობთ პურს ერთ ღუმელში+ და წონით მოგცემენ. შეჭამთ და ვერ გაძღებით.+ 27  თუ ამის შემდეგაც არ მომისმენთ და ჩემ წინააღმდეგ ივლით,+ 28  რისხვით წამოვალ თქვენ წინააღმდეგ+ და მე თვითონ დაგსჯით შვიდჯერ თქვენი ცოდვებისთვის.+ 29  შეჭამთ თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულების ხორცს.+ 30  გავანადგურებ თქვენს წმინდა მაღლობებს+ და დავამხობ თქვენს სასაკმევლეებს, თქვენს გვამებს კი თქვენი ნეხვიანი კერპების ნამსხვრევებზე დავყრი+ და შეგიზიზღებთ ჩემი სული.+ 31  მახვილს მივცემ თქვენს ქალაქებს+ და გავაპარტახებ თქვენს საწმინდრებს;+ აღარ ვიყნოსავ თქვენი მსხვერპლის დამამშვიდებელ სურნელებას.+ 32  გავაპარტახებ თქვენს მიწას+ და თქვენი მტერი, რომელიც იქ დასახლდება, განცვიფრებული დაუწყებს მას ყურებას.+ 33  მიმოგფანტავთ ხალხებში+ და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ.+ გაპარტახდება თქვენი მიწა+ და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები. 34  მაშინ გაპარტახების დროის განმავლობაში მიწა შაბათებს აინაზღაურებს, სანამ თქვენ მტრის მიწაზე იქნებით. მაშინ დაიცავს მიწა შაბათს, რათა აინაზღაუროს შაბათები.+ 35  გაპარტახების დროის განმავლობაში დაიცავს მიწა შაბათს, რადგან არ იცავდა თქვენს შაბათებს, როცა იქ ცხოვრობდით. 36  დანარჩენებს+ მტრის მიწაზე ყოფნისას გულებში სიმხდალეს ჩავუდებ. ფოთლის შრიალზე ისე გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბიანო, და დაეცემიან, როცა მდევნელი არ ეყოლებათ.+ 37  ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, თითქოს მახვილს გაურბიანო, მაგრამ მდევნელი არ ეყოლებათ; არ გექნებათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა.+ 38  დაიღუპებით ხალხებში+ და მტრის მიწა შეგჭამთ. 39  თქვენგან დარჩენილები მტრის მიწაზე დალპებიან+ თავიანთი დანაშაულის გამო; თავიანთი მამების დანაშაულის გამო+ მათთან ერთად დალპებიან. 40  აღიარებენ ორგულობით ჩადენილ თავიანთ და თავიანთი მამების დანაშაულს,+ ორგულად რომ მექცეოდნენ და ჩემ წინააღმდეგ დადიოდნენ.+ 41  მეც წავალ მათ წინააღმდეგ+ და მტრის მიწაზე მივიყვან.+ იქნებ დამდაბლდეს+ მათი წინადაუცვეთელი გულები+ და პასუხი აგონ დანაშაულზე. 42  გავიხსენებ იაკობთან დადებულ შეთანხმებას;+ ისაკთან დადებულ შეთანხმებასაც+ გავიხსენებ და აბრაამთან დადებულ შეთანხმებასაც,+ და იმ მიწასაც გავიხსენებ. 43  მიატოვებენ ისინი იმ მიწას და აინაზღაურებს ის შაბათებს,+ სანამ მიტოვებული იქნება მათგან; ისინი პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე,+ რადგან უგულებელყვეს ჩემი სამართალი+ და შეიზიზღა მათმა სულმა ჩემი წესები.+ 44  ყოველივეს მიუხედავად, მაშინაც კი, როცა თავიანთი მტრის მიწაზე იქნებიან, არ უარვყოფ მათ+ და არ შევიზიზღებ,+ არ შევმუსრავ და არ დავარღვევ ჩემს შეთანხმებას+ მათთან; მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი. 45  მათთვის გავიხსენებ მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას,+ ხალხთა თვალწინ რომ გამოვიყვანე ეგვიპტის მიწიდან,+ რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ იეჰოვა“. 46  ეს წესები, სამართალი+ და კანონები დაადგინა იეჰოვამ სინას მთაზე თავისსა და ისრაელის ძეებს შორის მოსეს მეშვეობით.+

სქოლიოები