ლევიანები 27:1—34
27 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე განსაკუთრებულ აღთქმას მისცემს+ იეჰოვას, რომ შესწირავს სულებს* დადგენილი საფასურის შესაბამისად,
3 ოციდან სამოც წლამდე მამაკაცის საფასური ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით;
4 ქალის საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს;
5 ხუთიდან ოც წლამდე ბიჭის საფასური ოცი შეკელი უნდა იყოს და გოგოსი — ათი შეკელი.
6 ერთი თვიდან ხუთ წლამდე ბიჭის საფასური ხუთი+ შეკელი ვერცხლი უნდა იყოს და გოგოსი — სამი შეკელი ვერცხლი.
7 თუ მამაკაცი სამოც წელზე მეტისაა, საფასური თხუთმეტი შეკელი უნდა იყოს, ქალისა — ათი შეკელი.
8 თუ ძალიან გაღარიბდება და საფასურს ვერ იხდის,+ მღვდელს წარუდგინოს და ის შეაფასებს.+ მღვდელი იმის მიხედვით შეაფასებს, რისი გადახდაც აღთქმის დამდებს შეეძლება.+
9 თუ ვინმე იეჰოვას შესაწირავ ცხოველს მიუყვანს, რასაც იეჰოვას მისცემს, წმინდა იქნება.+
10 არ შეიძლება შეცვლა, არც კარგისა — ცუდით და არც ცუდისა — კარგით. თუ ის ცხოველს ცხოველით შეცვლის, წმინდა იქნება შეცვლილიც და ისიც, რითაც შეცვალა.
11 თუ ცხოველი უწმინდურია+ და იეჰოვასთვის შეწირვა არ შეიძლება,+ მღვდელს მიუყვანოს.+
12 შეაფასოს ის მღვდელმა, კარგია თუ ცუდი, და როგორც მღვდელი+ შეაფასებს, ისე იყოს.
13 თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს იგი, საფასურს მეხუთედი+ დაუმატოს.
14 თუ კაცი თავის სახლს განწმენდს, რომ იეჰოვასთვის ის წმინდა იყოს, შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი.+ რამდენადაც მღვდელი შეაფასებს, იმდენი ეღირება.
15 თუ განმწმენდელი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს+ და ის მისი გახდება.
16 თუ ვინმე თავის მინდორს+ იეჰოვასთვის განწმენდს, მისი საფასური დასათესი თესლის მიხედვით განისაზღვროს: ერთ ხომერ+ ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
17 თუ იუბილის+ წლიდან განწმენდს, მისი საფასური დადგენილის მიხედვით იქნება.
18 თუ იუბილის შემდეგ განწმენდს თავის მინდორს, გამოთვალოს მღვდელმა მისი საფასური მომდევნო იუბილის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და დადგენილი საფასურიდან გამოუქვითოს.+
19 თუ განმწმენდელი მინდორს გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს და მისი გახდება.+
20 თუ არ გამოისყიდის მინდორს, მინდორი კი სხვაზე გაიყიდება, ვეღარ გამოისყიდის.
21 მინდორი, რომელიც იუბილეზე გათავისუფლდება, წმინდა იქნება იეჰოვასთვის, როგორც მიძღვნილი მინდორი;+ ის მღვდლის საკუთრება გახდება.+
22 თუ იეჰოვასთვის განწმენდს ნაყიდ მინდორს და არა საკუთარს,+
23 გამოუთვალოს მღვდელმა ღირებულება იუბილის წლამდე და მან იმ დღესვე გადაიხადოს დადგენილი საფასური.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის.+
24 იუბილის წელს მინდორი დაუბრუნდება მის გამყიდველს, ვისაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი.+
25 ნებისმიერი საფასური წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით უნდა დადგინდეს. ერთი შეკელი ოცი გერას ტოლი უნდა იყოს.+
26 არავინ განწმინდოს ცხოველის პირველმოგებული, რადგან პირველმოგებული იეჰოვასია.+ ხბო იქნება თუ ბატკანი, ის იეჰოვასია.+
27 თუ ის უწმინდური ცხოველია+ და გამომსყიდველი დადგენილი საფასურის მიხედვით გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს;+ თუ არ გამოისყიდის, მაშინ საფასურის მიხედვით გაიყიდოს.
28 მიძღვნილი, თავისი საკუთრებიდან იეჰოვასთვის გასანადგურებლად გადაცემული,+ იქნება ეს ადამიანი, ცხოველი თუ მინდორი, შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ მიძღვნილის გამოსყიდვა არ შეიძლება.+ ეს უწმინდესია იეჰოვასთვის.
29 გასანადგურებლის გამოსყიდვა არ შეიძლება;+ ის უნდა მოკვდეს.+
30 ყოველი მეათედი+ მიწიდან, მიწის თესლიდან და ხის ნაყოფიდან იეჰოვასია.
31 თუ ვინმეს უნდა თავისი მეათედი გამოისყიდოს, მეხუთედი უნდა დაამატოს.+
32 ფარიდან ან საქონლიდან ყოველი მეათე, რომელმაც სახრის ქვეშ გაიარა,+ წმინდა იქნება იეჰოვასთვის.
33 არ შეამოწმოს, კარგია თუ ცუდი, არც შეცვალოს. თუ შეცვლის, შეცვლილიც და რითაც შეცვალა, წმინდა იქნება.+ მისი გამოსყიდვა არ შეიძლება“.
34 ეს არის მცნებები,+ სინას მთაზე ისრაელის ძეებისთვის მიცემული ბრძანებები, რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს.+
სქოლიოები
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.