ლევიანები 3:1—17
3 „თუ მშვიდობის მსხვერპლს*+ ის საქონლიდან სწირავს, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს იეჰოვას წინაშე.
2 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან, აარონის ვაჟებმა კი, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.
3 იეჰოვას წინაშე მიიტანოს მშვიდობის მსხვერპლის ნაწილი, როგორც იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი — ქონი,+ რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+
4 ორივე თირკმელი+ და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს.
5 ააბოლონ+ ის აარონის ვაჟებმა+ სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე+ დადებულ დასაწვავ შესაწირავზე, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება+ იეჰოვასთვის.
6 თუ ის ფარიდან სწირავს მშვიდობის მსხვერპლს იეჰოვას, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს.
7 თუ შესაწირავად თოხლი მიჰყავს, იეჰოვას წინაშე უნდა მიიყვანოს.+
8 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.
9 მიიტანოს მან მშვიდობის მსხვერპლის ქონი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ მოაშოროს მთელი დუმა+ ხერხემლის ბოლოს, ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+
10 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი+ თირკმელებთან ერთად მოაცალოს.
11 ააბოლოს+ ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
12 თუ ის თხას+ სწირავს, იეჰოვას წინაშე მიიყვანოს.
13 დაადოს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.
14 მიიტანოს შესაწირავად, იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, მისი ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+
15 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს.
16 ააბოლოს ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება. მთელი ქონი იეჰოვასია.+
17 ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: საერთოდ არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“.+
სქოლიოები
^ ან საზიარო მსხვერპლს.