ლევიანები 4:1—35
4 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე*+ უნებურად შესცოდავს+ და გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა:
3 თუ ცხებული+ მღვდელი შესცოდავს+ და ხალხს ცოდვაში გახვევს, ჩადენილი ცოდვის+ შესაწირავად საღი მოზვერი მიიყვანოს იეჰოვას წინაშე.
4 შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ მიიყვანოს მოზვერი იეჰოვას წინაშე, თავზე ხელი დაადოს+ და იეჰოვას წინაშე დაკლას.
5 აიღოს ცხებულმა მღვდელმა+ მოზვრის სისხლი და შეიტანოს შეხვედრის კარავში.
6 თითი+ ჩააწოს მღვდელმა სისხლში და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ+ მოასხუროს წმინდა ადგილის ფარდის წინ.
7 იეჰოვას წინაშე სცხოს მღვდელმა სისხლი სურნელოვანი საკმევლის სამსხვერპლოს რქებს+ შეხვედრის კარავში, მოზვრის დარჩენილი სისხლი კი დაღვაროს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელშია.
8 ცოდვის შესაწირავ მოზვერს მოაცალოს მთელი ქონი ნაწლავებიდან, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+
9 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს.+
10 ისევე მოაცალოს, როგორც მშვიდობის მსხვერპლად შეწირულ მოზვერს.+ ააბოლოს ისინი მღვდელმა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე.+
11 მოზვრის ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, ნაწლავები და ნეხვი,+
12 მთლიანი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ,+ სუფთა ადგილზე, სადაც ქონნარევი ნაცარი იყრება,+ და დაწვას შეშაზე ცეცხლში.+ იქ დაიწვას, სადაც ქონნარევი ნაცარი იყრება.
13 თუ შეცდომა დაუშვა ისრაელის მთელმა კრებულმა+ და ამის შესახებ არაფერი იცოდა, გააკეთა ის, რისი გაკეთებაც იეჰოვამ აუკრძალა, და დააშავა,+
14 მაგრამ ცნობილი გახდება, რომ ცოდვა ჩაიდინეს,+ მაშინ კრებულმა შეხვედრის კარვის წინ ცოდვის შესაწირავად მოზვერი უნდა მიიყვანოს.
15 იეჰოვას წინაშე კრებულის უხუცესებმა მოზვერს თავზე ხელები დაადონ+ და დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე.
16 აიღოს ცხებულმა მღვდელმა+ მოზვრის სისხლი და შეიტანოს შეხვედრის კარავში.+
17 თითი ჩააწოს მღვდელმა სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდის+ წინ იეჰოვას წინაშე.
18 იეჰოვას წინაშე სცხოს მღვდელმა სისხლი სამსხვერპლოს+ რქებს შეხვედრის კარავში, დარჩენილი სისხლი კი დაღვაროს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელშია.
19 მოაცალოს მას მთელი ქონი და ააბოლოს სამსხვერპლოზე.+
20 ამ მოზვერსაც იგივე გაუკეთოს, რაც ცოდვის გამოსასყიდად შეწირულ სხვა მოზვერს. ასე უნდა გააკეთოს. მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მათთვის და ეპატიებათ.
21 გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი.+ ეს არის კრებულის ცოდვის შესაწირავი.+
22 როცა თავკაცი+ შემთხვევით შესცოდავს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა,+ და დააშავებს,
23 ან მისთვის ცნობილი გახდება, რომ მცნების წინააღმდეგ ჩაიდინა ცოდვა,+ შესაწირავად მიიყვანოს საღი მამალი+ თიკანი.
24 თიკანს თავზე დაადოს ხელი+ და დაკლას იქ, სადაც იეჰოვას წინაშე დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი.+
25 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
26 ისევე ააბოლოს მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე, როგორც მშვიდობის მსხვერპლის ქონი.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის,+ და ეპატიება.
27 თუ ხალხიდან ვინმე* შემთხვევით შესცოდავს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა, და დააშავებს,+
28 ან მისთვის ცნობილი გახდება, რომ ცოდვა ჩაიდინა, საღი დედალი+ თიკანი მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის შესაწირავად.
29 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს+ და დაკლას იქ, სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+
30 მღვდელმა თითით აიღოს მისი სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+
31 ისევე მოაცალოს მთელი ქონი,+ როგორც მშვიდობის მსხვერპლს.+ ააბოლოს ის სამსხვერპლოზე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება.+
32 თუ თოხლს+ სწირავს ცოდვის შესაწირავად, საღი+ დედალი თოხლი მიიყვანოს.
33 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს და დაკლას, როგორც ცოდვის შესაწირავი იქ, სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+
34 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
35 მოაცალოს მთელი ქონი, როგორც მშვიდობის მსხვერპლად შეწირულ თოხლს აცლიან, და სამსხვერპლოზე ააბოლოს იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.