ლევიანები 5:1—19

5  „თუ ვინმეს*+ საჯაროდ წყევლით დააფიცებენ,+ და არ გააცხადებს,+ რომ იყო მოწმე, დაინახა ან გაიგო, ეს ცოდვად ჩაეთვლება მას და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.  თუ ვინმე შეეხება რაიმე უწმინდურს, გარეული ცხოველის ან უწმინდური შინაური ცხოველის ლეშს ან მკვდარ, უწმინდურ არსებას, რაც კი ფუთფუთებს,+ და არ ეცოდინება+, მაინც უწმინდურია და დამნაშავე.+  თუ ადამიანის უწმინდურებას შეეხება, ნებისმიერ უწმინდურებას,+ რასაც მისი გაუწმინდურება შეუძლია, და არ ეცოდინება, მაგრამ შემდეგ გაიგებს, დამნაშავეა.  თუ ვინმეს დაუფიქრებლად+ დასცდება ბაგიდან ფიცი ბოროტზე+ ან კარგზე — ყველაფერზე, რაზეც ადამიანმა შეიძლება დაუფიქრებლად დაიფიცოს,+ და არ ეცოდინება, მაგრამ შემდეგ გაიგებს, დამნაშავეა.  როცა აქედან რამეში დამნაშავე გახდება, უნდა აღიაროს+ თავისი ცოდვა.  ჩადენილი ცოდვისთვის, როგორც დანაშაულის შესაწირავი,+ იეჰოვას შესწიროს დედალი თოხლი ან დედალი+ თიკანი ცოდვის შესაწირავად, და მღვდელმა გამოსყიდვის წესი უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის.+  თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება,+ ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი მიუყვანოს ჩადენილი ცოდვის გამო იეჰოვას, როგორც დანაშაულის შესაწირავი, ერთი ცოდვის შესაწირავად,+ მეორე — დასაწვავ შესაწირავად.  მიუყვანოს ისინი მღვდელს, რომელიც პირველად ცოდვის შესაწირავს შესწირავს, კისრის წინა მხარეს გაუგლეჯს,+ მაგრამ თავს არ წააცლის.  ცოდვის შესაწირავის სისხლი სამსხვერპლოს გვერდზე მოასხუროს, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაიწრიტოს.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10  მეორეს წესისამებრ შესწირავს დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება.+ 11  თუ ორ გვრიტზე ან მტრედის ორ ხუნდზე ხელი არ მიუწვდება,+ მაშინ ერთი ეფა+ წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი მიიტანოს ჩადენილი ცოდვისთვის შესაწირავად. არ მოასხას მასზე ზეთი+ და არ მოაყაროს გუნდრუკი, რადგან ეს ცოდვის შესაწირავია.+ 12  მიუტანოს ის მღვდელს და აიღოს მან იქიდან ერთი მუჭა, როგორც გასახსენებელი,+ და სამსხვერპლოზე ააბოლოს იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი.+ 13  მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის, მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ცოდვისთვის, და ეპატიება. დარჩენილი შესაწირავი მღვდელს ეკუთვნის+ ისევე, როგორც მარცვლეული შესაწირავი“. 14  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 15  „თუ ვინმე უნებურად ორგულად მოეპყრობა იმას, რაც წმინდაა იეჰოვასთვის,+ დანაშაულის შესაწირავად+ საღი ვერძი მიუყვანოს იეჰოვას, ვერცხლის შეკელებში+ დადგენილი ფასის შესაბამისი, წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, დანაშაულის შესაწირავად. 16  აანაზღაუროს წმინდა ადგილის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს მღვდელს, რათა მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს დანაშაულის შესაწირავი ვერძით, და ეპატიება.+ 17  თუ ვინმე შესცოდავს და უნებურად გააკეთებს იმას,+ რაც იეჰოვამ აკრძალა, მაინც დამნაშავეა და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 18  მიიყვანოს მღვდელთან საღი ვერძი, დადგენილი ფასის შესაბამისი, დანაშაულის შესაწირავად;+ მღვდელი კი მისთვის გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს იმ შეცდომის გამო, რომელიც შემთხვევით, უნებურად მოუვიდა, და ეპატიება.+ 19  ეს არის დანაშაულის შესაწირავი. დამნაშავეა+ ის იეჰოვას წინაშე“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.