ლევიანები 7:1—38

7  „ეს არის კანონი დანაშაულის შესაწირავზე:+ ეს უწმინდესია.+  დანაშაულის შესაწირავი უნდა დაიკლას იქ,+ სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება, და მისი სისხლი+ მოესხუროს+ სამსხვერპლოს.  მან მთელი მისი ქონიდან+ მიიტანოს დუმა და ნაწლავებზე გადაკრული ქონი,  ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან+ ერთად მოაცალოს.  ააბოლოს მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ ეს არის დანაშაულის შესაწირავი.  ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ წმინდა ადგილზე ჭამონ. ეს უწმინდესია.+  დანაშაულის შესაწირავი ისეთივეა, როგორიც ცოდვის შესაწირავი; ერთი კანონია ორივესთვის.+ ის იმ მღვდლისა გახდება, ვინც მისი მეშვეობით გამოსყიდვის წესს შეასრულებს.  დასაწვავი შესაწირავის ტყავი+ იმ მღვდლისაა, რომელთანაც მიჰყავთ შესაწირავად.  ყოველი მარცვლეული შესაწირავი, რომელიც ღუმელში+ ცხვება, და ყველაფერი, რაც ქვაბში+ და კეცზე მზადდება,+ იმ მღვდლისაა, რომელიც სწირავს მას; ის მისი იქნება.+ 10  ზეთში მოზელილი+ ან მშრალი+ მარცვლეული შესაწირავი კი აარონის ყველა ვაჟისაა, როგორც ერთის, ისე მეორის. 11  ეს არის კანონი მშვიდობის მსხვერპლზე,+ რომელიც იეჰოვასთან მიაქვთ: 12  თუ სამადლობლად მიაქვთ, სამადლობელ მსხვერპლთან+ ერთად მიიტანონ ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი კვერები, ზეთწასმული უფუარი კვერები+ და ზეთში კარგად მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით დამზადებული რგოლისებური კვერები. 13  რგოლისებურ საფუვრიან+ პურებთან ერთად მიიტანონ თავიანთი შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, მშვიდობის მსხვერპლი*. 14  თითოეული შესაწირავიდან თითო-თითო მიუტანონ იეჰოვას,+ როგორც წმინდა წილი. ის იმ მღვდლისა იქნება, რომელიც მშვიდობის მსხვერპლის სისხლს ასხურებს.+ 15  მშვიდობის მსხვერპლის, სამადლობელი მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს შეიჭამოს. მან დილამდე არ შეინახოს.+ 16  თუ შესაწირავი მსხვერპლი აღთქმულია+ ან ნებაყოფლობითი,+ შესაწირავი მსხვერპლის შეწირვის დღეს შეიჭამოს; დარჩენილის ჭამა მეორე დღესაც შეიძლება. 17  მესამე დღეს მსხვერპლის დარჩენილი ხორცი ცეცხლში დაიწვას.+ 18  თუ მშვიდობის მსხვერპლის ხორცი მაინც შეიჭმება მესამე დღეს, მისი შემწირველი მოწონებას ვერ მიიღებს,+ არ ჩაეთვლება;+ ეს სიბილწედ იქცევა; ის* კი, ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 19  ხორცი, რომელიც რაიმე უწმინდურს შეეხება,+ არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ხორცის ჭამა შეუძლია ყველას, ვინც სუფთაა. 20  ვინც* გაუწმინდურებულია და ჭამს იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთოს ის თავისი ხალხიდან.+ 21  თუ ვინმე შეეხება რაიმე უწმინდურს — ადამიანის უწმინდურებას+ ან უწმინდურ ცხოველს,+ ან რაიმე უწმინდურ, საზიზღარ არსებას+ — და შეჭამს იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან“. 22  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 23  „უთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხარის, ბატკნის ან თხის ქონი.+ 24  მკვდარი ან დაგლეჯილი+ ცხოველის ქონი შეგიძლიათ ნებისმიერი რამისთვის გამოიყენოთ, მაგრამ არ ჭამოთ. 25  ვინც შეჭამს ცხოველის ქონს, რომელიც იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად მიაქვს, მოიკვეთოს+ ის სული თავისი ხალხიდან. 26  არ ჭამოთ სისხლი,+ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, არც ფრინველის და არც ცხოველის. 27  ვინც შეჭამს სისხლს, მოიკვეთოს+ თავისი ხალხიდან“. 28  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 29  „უთხარი ისრაელის ძეებს: ვისაც მიაქვს იეჰოვასთან მშვიდობის მსხვერპლი, მიუტანოს თავისი შესაწირავი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლიდან.+ 30  თავისი ხელით მიუტანოს მკერდის ქონი,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. მიიტანოს ის მკერდთან ერთად, რათა შეარხიოს იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი შესაწირავი.+ 31  ააბოლოს მღვდელმა ქონი+ სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი ვაჟებისაა.+ 32  მიეცით მღვდელს მარჯვენა ბარკალი თქვენი მშვიდობის მსხვერპლიდან, როგორც წმინდა წილი.+ 33  მარჯვენა ბარკალი აარონის იმ ძის წილი იქნება, რომელიც მშვიდობის მსხვერპლის სისხლსა და ქონს მიიტანს.+ 34  მე ვიღებ ისრაელის ძეების მშვიდობის მსხვერპლიდან შესარხევ შესაწირავად+ მიტანილ მკერდს, წმინდა წილად მისაცემ ბარკალს და ვაძლევ ისრაელის ძეებიდან აარონ მღვდელსა და მის ვაჟებს. ეს არის სამარადისო წესი. 35  ეს იყო აარონისა და მისი ვაჟების სამღვდელო წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან, იმ დღეს, როცა მან წარადგინა+ ისინი, რათა მღვდლებად ემსახურათ იეჰოვასთვის. 36  ზუსტად ისე, როგორც იეჰოვამ ბრძანა, რომ მიეცათ ის მათთვის იმ დღეს, როცა ის სცხებდა+ მათ ისრაელის ძეებს შორის. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში“.+ 37  ეს არის კანონი დასაწვავ შესაწირავზე,+ მარცვლეულ შესაწირავზე,+ ცოდვის შესაწირავზე,+ დანაშაულის შესაწირავზე,+ მღვდლად დანიშვნის მსხვერპლზე+ და მშვიდობის მსხვერპლზე,+ 38  როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს სინას მთაზე,+ იმ დღეს, როდესაც უბრძანა ისრაელის ძეებს შესაწირავი მიეტანათ იეჰოვასთვის სინას უდაბნოში.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.