ლევიანები 9:1—24
9 მერვე დღეს+ მოსემ მოუხმო აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის უხუცესებს.
2 უთხრა აარონს: „მიიყვანე შენთვის საღი ხბო ცოდვის შესაწირავად,+ საღი ვერძი დასაწვავ შესაწირავად+ და წარუდგინე იეჰოვას.+
3 უთხარი ისრაელის ძეებს: მიიყვანეთ საღი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად, საღი ხბო და საღი ბატკანი,+ თითო წლისა, დასაწვავ შესაწირავად,
4 ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად*+ და შესწირეთ ისინი იეჰოვას წინაშე, აგრეთვე ზეთში მოზელილი მარცვლეული შესაწირავი,+ რადგან დღეს გამოგეცხადებათ იეჰოვა“.+
5 მათაც მიიყვანეს ისინი შეხვედრის კარვის წინ, როგორც მოსემ უბრძანა. მივიდა მთელი კრებული და წარდგნენ იეჰოვას წინაშე.+
6 უთხრა მათ მოსემ: „ამის გაკეთება გიბრძანათ იეჰოვამ, რათა იეჰოვას დიდება გამოგეცხადოთ“.+
7 შემდეგ აარონს უთხრა: „მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის შესაწირავი+ და შენი დასაწვავი შესაწირავი და შეასრულე გამოსყიდვის წესი+ შენთვის და შენი სახლეულობისთვის; შესწირე ხალხის შესაწირავი+ და გამოსყიდვის წესი+ შეასრულე მათთვის, როგორც იეჰოვამ ბრძანა“.
8 აარონი მაშინვე მივიდა სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის შესაწირავად.+
9 მიუტანეს მას ვაჟებმა სისხლი,+ მან თითი ჩააწო შიგ+ და სამსხვერპლოს რქებს წაუსვა,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა.
10 ააბოლა სამსხვერპლოზე+ ცოდვის შესაწირავის ქონი,+ თირკმელები და ღვიძლის ბადექონი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს,
11 ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.+
12 დაკლა აარონმა დასაწვავი შესაწირავი, მიაწოდეს მისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+
13 მიაწოდეს მას დასაწვავი შესაწირავის ნაჭრები და თავი; მანაც ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე.+
14 გარეცხა ნაწლავები და ფეხები და ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავზე.+
15 მიიყვანა მან ხალხის შესაწირავი+ და დაკლა ცოდვის შესაწირავი თხა ხალხისთვის; ცოდვისთვის შესწირა ის, როგორც პირველი.
16 შემდეგ წესისამებრ შესწირა დასაწვავი შესაწირავი.+
17 შესწირა მან მარცვლეული შესაწირავიც,+ მუჭა აივსო და სამსხვერპლოზე ააბოლა დილის დასაწვავი შესაწირავის გარდა.+
18 დაკლა აარონმა ხალხისთვის ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად;+ მიაწოდეს მას ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+
19 ხარის ქონი,+ ვერძის დუმა,+ ნაწლავების ქონი, თირკმელები და ღვიძლის ბადექონი,
20 დააწყვეს მკერდზე+ და ეს ქონი მან სამსხვერპლოზე ააბოლა.
21 შეწირული ცხოველების მკერდი და მარჯვენა ბარკალი აარონმა იეჰოვას წინაშე შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი,+ მოსეს ბრძანებისამებრ.
22 გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი+ და ცოდვის შესაწირავის, დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ძირს ჩამოვიდა.+
23 ბოლოს მოსე და აარონი შეხვედრის კარავში შევიდნენ. მერე გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი.+
გამოეცხადა იეჰოვას დიდება+ მთელ ხალხს,
24 გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან+ და შთანთქა სამსხვერპლოდან დასაწვავი შესაწირავი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხმა სიხარულით შესძახა+ და პირქვე დაემხო.
სქოლიოები
^ ან საზიარო მსხვერპლად.