ლუკა 1:1—80
1 ბევრმა მოჰკიდა ხელი ჩვენთვის სავსებით უტყუარი მოვლენების+ აღწერას ისე,
2 როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც თავიდანვე+ გახდა თვითმხილველი+ და ამ ცნობის მსახური.+
3 მეც ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე და გადავწყვიტე, ლოგიკური თანამიმდევრობით+ მოგწერო, ღრმად პატივცემულო+ თეოფილე,+
4 რათა დარწმუნდე იმის უტყუარობაში, რაც ზეპირგადმოცემით+ გისწავლია.
5 იუდეის მეფე ჰეროდეს*+ დროს აბიას+ ცვლაში იყო ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია, რომელსაც ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აარონის+ შთამომავალი.
6 ორივენი მართლები+ იყვნენ ღვთის წინაშე, რადგან უმწიკვლოდ+ დადიოდნენ იეჰოვას+ მცნებებისა+ და დადგენილებების+ თანახმად.
7 შვილი არ ჰყავდათ, რადგან ელისაბედი უშვილო+ იყო, თანაც ორივენი ხანდაზმულები იყვნენ.
8 ერთხელ, როცა ზაქარია ღვთის წინაშე მღვდელმსახურებას ასრულებდა თავის ცვლაში,+
9 მღვდელმსახურების წესის მიხედვით მისი ჯერი დადგა, რომ იეჰოვას საწმინდარში+ შესულიყო და საკმეველი ეკმია.+
10 საკმევლის კმევის+ საათს გარეთ დიდძალი ხალხი ლოცულობდა.
11 ზაქარიას იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ.+
12 მის დანახვაზე ზაქარია აფორიაქდა და შიშმა მოიცვა.+
13 ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინია, ზაქარია, შესმენილია შენი ვედრება.+ შენი ცოლი, ელისაბედი, ვაჟს გაგიჩენს და მას იოანე უნდა დაარქვა.+
14 სიხარული და მხიარულება გექნება და მრავალი გაიხარებს+ მისი დაბადებით,
15 რადგან დიდი იქნება ის იეჰოვას წინაშე.+ არ უნდა დალიოს არც ღვინო და არც მაგარი სასმელი.+ წმინდა სულით აღივსება დედის მუცლიდანვე+
16 და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს იეჰოვასკენ,+ მათი ღვთისკენ.
17 ელიას+ სულითა* და ძალით ივლის ღვთის წინაშე, რათა მამებს გული+ შვილებისკენ მოუბრუნოს და ურჩები მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნოს, რომ მომზადებული ხალხი+ წარუდგინოს იეჰოვას“.+
18 ზაქარიამ ანგელოზს უთხრა: „როგორ დავრწმუნდე ამაში? მე უკვე მოხუცებული+ ვარ და ჩემი ცოლიც ხანდაზმულია“.
19 ანგელოზმა მიუგო: „მე ვარ გაბრიელი,+ ღვთის წინაშე მდგომი. იმისთვის ვარ გამოგზავნილი, რომ გელაპარაკო+ და გახარო ეს.
20 აი, დადუმდები+ და ვეღარ ილაპარაკებ იმ დღემდე, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც დანიშნულ დროს შესრულდება“.
21 ამასობაში ხალხი ზაქარიას+ ელოდებოდა და უკვირდათ, საწმინდარში რომ დაყოვნდა.
22 როცა გამოვიდა, ვერ დაელაპარაკა მათ და ისინიც მიხვდნენ, რომ ზებუნებრივი+ ხილვა ჰქონდა საწმინდარში. დამუნჯებული, ხელებით ელაპარაკებოდა მათ.
23 როდესაც ხალხისთვის მსახურების დღეები გაასრულა,+ სახლში წავიდა.
24 იმ დღეების შემდეგ მისი ცოლი ელისაბედი დაორსულდა,+ ხუთი თვე ხალხში არ ჩნდებოდა და ამბობდა:
25 „ასე მომექცა იეჰოვა ამ დღეებში, მომხედა და მომაშორა სირცხვილი ხალხში“.+
26 მისი ორსულობის მეექვსე თვეს ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი+ გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში
27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე დავითის სახლიდან. ქალწულს+ მარიამი+ ერქვა.
28 ანგელოზი მივიდა მასთან და უთხრა: „გამარჯობა,+ მადლით მოსილო, შენთანაა+ იეჰოვა“.+
29 ამ სიტყვებმა შეაშფოთა და დაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 ანგელოზმა უთხრა მას: „ნუ გეშინია, მარიამ, ღვთის კეთილგანწყობა+ პოვე.
31 აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი,+ რომელსაც იესო+ უნდა დაარქვა.
32 ის დიდი იქნება+ და უზენაესის ძე+ დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის+ ტახტს+ მისცემს
33 და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“.+
34 მარიამმა ანგელოზს ჰკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“+
35 ანგელოზმა მიუგო: „წმინდა სული+ გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა,+ ღვთის ძე.+
36 შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ვაჟი სიბერეში და უშვილოდ წოდებული ქალი უკვე მეექვსე თვეშია,+
37 რადგან შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“.+
38 მაშინ მარიამმა თქვა: „იეჰოვას მხევალი+ ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“. და ანგელოზი წავიდა.
39 იმ დღეებში ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში,
40 ზაქარიას სახლში შევიდა და ელისაბედს მიესალმა.
41 როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ჩვილი შეუთამაშდა მუცელში. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო
42 და ხმამაღლა წამოიძახა: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია+ შენი მუცლის ნაყოფი!
43 როგორ მერგო ეს პატივი, რომ ჩემი უფლის+ დედა მოვიდა ჩემთან?
44 როგორც კი შენი მოსალმების ხმამ ჩემს ყურამდე მოაღწია, ჩვილი დიდი სიხარულით+ შემითამაშდა მუცელში.
45 ბედნიერია ქალი, რომელმაც ირწმუნა, რადგან უკლებლივ შეუსრულდება+ იეჰოვას ნათქვამი“.+
46 მარიამმა თქვა: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას+
47 და დიდად გაიხარა+ ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის+ გამო,
48 რადგან მოხედა ღმერთმა თავის მდაბიო მხევალს.+ ამიერიდან კი ყველა თაობა ბედნიერს მიწოდებს,+
49 რადგან ძლიერმა დიდებული საქმე გამიკეთა. წმინდაა მისი სახელი,+
50 გულმოწყალებას ავლენს თავის მოშიშთა მიმართ თაობიდან თაობაში.+
51 ძლევამოსილებით მოქმედებს თავისი მკლავით,+ აქეთ-იქით ფანტავს, ვისაც ამპარტავნული ზრახვები აქვს გულში.+
52 ძალამოსილთ+ ტახტებიდან ყრის და უბრალო ხალხს ამაღლებს.+
53 მშივრებს ყოველგვარი სიკეთით ავსებს+ და მდიდრებს ხელცარიელს უშვებს.+
54 მოდის ისრაელის, თავისი მსახურის დასახმარებლად,+ ახსოვს თავისი გულმოწყალება+
55 მარადიულად, როგორც ეუბნებოდა კიდეც ჩვენს მამა-პაპას, აბრაამსა და მის შთამომავლობას“.+
56 მარიამი დაახლოებით სამ თვეს დარჩა მასთან, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
57 ელისაბედს მშობიარობის დრო დაუდგა და ვაჟი შეეძინა.
58 მეზობლებმა და ნათესავებმა გაიგეს, რომ იეჰოვამ მისდამი დიდი გულმოწყალება+ გამოავლინა და მასთან ერთად ხარობდნენ.+
59 მერვე დღეს ბავშვის წინადასაცვეთად მივიდნენ+ და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ.
60 დედამისმა კი უთხრა მათ: „არა! იოანე უნდა დავარქვათ“.
61 მათ მიუგეს: „შენს სანათესავოში ეგ სახელი არავის ჰქვია“.
62 მაშინ ბავშვის მამასთან მივიდნენ და ხელებით ეკითხებოდნენ, რისი დარქმევა უნდოდა.
63 მან ხის დაფა მოითხოვა და დაწერა: „იოანე+ ჰქვია“. ამან ყველა გააკვირვა.
64 ზაქარიას მაშინვე გაეხსნა ბაგე+ და ენა, ალაპარაკდა და ღმერთს განადიდებდა.
65 მთელი სამეზობლო შიშმა მოიცვა. იუდეის მთიან მხარეში ყველგან ამაზე ლაპარაკობდნენ.
66 ყველა, ვისაც ეს ესმოდა, გულში+ ამბობდა: „ნეტა ვინ იქნება ეს ბავშვი?“ რადგან იეჰოვას ხელი+ მართლაც მასთან იყო.
67 მამამისი ზაქარია წმინდა სულით+ აღივსო და იწინასწარმეტყველა:+
68 „კურთხეულია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რადგან მოხედა თავის ხალხს+ და იხსნა.+
69 აღგვიმართა ხსნის რქა*+ თავისი მსახური დავითის სახლში,
70 როგორც ამბობდა კიდეც ძველ დროში მცხოვრებ თავის წმინდა წინასწარმეტყველთა+ პირით,
71 რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და მოძულეების ხელიდან,+
72 გულმოწყალებას გამოავლენდა ჩვენი მამა-პაპის მიმართ და გაიხსენებდა თავის წმინდა შეთანხმებას,+
73 ფიცს, რომელიც ჩვენს წინაპარ აბრაამს მისცა,+
74 რომ მტრების ხელიდან დაგვიხსნიდა+ და წილად გვარგუნებდა პატივს, უშიშრად შეგვესრულებინა მისთვის წმინდა მსახურება+
75 ერთგულებითა და სიმართლით მთელი ჩვენი სიცოცხლის დღენი.+
76 შენ კი, შვილო, უზენაესის წინასწარმეტყველი გეწოდება, რადგან წინ წახვალ, რომ იეჰოვას გზები მოუმზადო,+
77 რათა ცოდვების მიტევებით ხსნის შესახებ მისცე ცოდნა მის ხალხს+
78 ჩვენი ღვთის უდიდესი თანაგრძნობის წყალობით. ამ თანაგრძნობასთან ერთად ცისკარი+ გვესტუმრება მაღლიდან,+
79 რათა გაუნათოს სიბნელეში და სიკვდილის ჩრდილში+ მსხდომთ და წარმატებით წარმართოს ჩვენი ნაბიჯები მშვიდობის გზაზე“.
80 იზრდებოდა ბავშვი+ და სულიერად ძლიერდებოდა. ის უდაბნოში იყო, სანამ არ დადგა დრო, რომ ისრაელს სჩვენებოდა.
სქოლიოები
^ ანუ ჰეროდე დიდი.
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
^ ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.