ლუკა 10:1—42

10  ამის შემდეგ უფალმა სამოცდაათი+ ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი+ ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას.  უთხრა მათ: «სამკალი+ მართლაც ბევრია, მუშები+ კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ+ სამკლის ბატონს, მუშები+ გამოგზავნოს თავის სამკალში.  წადით, გგზავნით როგორც ბატკნებს+ მგლებში.  ნუ წაიღებთ ნურც ქისას,+ ნურც საგზლის აბგას, ნურც სანდლებს და მისალმებისას ნურავის გადაეხვევით+ გზაში.  სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“.+  თუ იქნება იქ მშვიდობის მეგობარი, თქვენი მშვიდობა მასთან დარჩება,+ თუ არადა, თქვენვე დაგიბრუნდებათ.+  დარჩით იმ სახლში,+ ჭამეთ და სვით, რასაც შემოგთავაზებენ,+ რადგან მუშა გასამრჯელოს ღირსია.+ ერთი სახლიდან მეორეში ნუ გადახვალთ.+  რომელ ქალაქშიც შეხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ,  განკურნეთ+ ავადმყოფები და უთხარით ყველას, ღვთის სამეფო+ მოგიახლოვდათ-თქო. 10  ხოლო რომელ ქალაქშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ,+ მთავარ ქუჩებში გადით და თქვით: 11  „თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ფეხებზე აგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენ წინაშე,+ მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოახლოებულია ღვთის სამეფო“. 12  გეუბნებით: სოდომისთვის+ უფრო ადვილი ასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის. 13  ვაი შენ, ქორაზინო!+ ვაი შენ, ბეთსაიდა!+ ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+ 14  ამიტომ გასამართლება ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.+ 15  შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები?+ სამარეში*+ ჩახვალ! 16  ვინც თქვენ გისმენთ,+ მეც მისმენს, ხოლო ვინც თქვენ არაფრად გაგდებთ, მეც არაფრად მაგდებს. უფრო მეტიც: ვინც მე არაფრად მაგდებს, ის ჩემს გამომგზავნელსაც არაფრად აგდებს».+ 17  ის სამოცდაათი მოწაფე გახარებული დაბრუნდა. „უფალო, შენი სახელის ხსენებაზე დემონებიც კი გვემორჩილებიან“,+ — ამბობდნენ ისინი. 18  იესომ უთხრა მათ: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა+ ციდან. 19  ძალაუფლება მოგეცით, რომ ფეხით გათელოთ გველები+ და მორიელები+ და მტრის ყოველი ძალა+ დათრგუნოთ, თქვენ კი ვერაფერი გავნებთ. 20  მაგრამ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები+ ზეცაში ჩაიწერა“. 21  მაშინ იესომ დიდად გაიხარა+ წმინდა სულით და თქვა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა+ და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. 22  ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა.+ არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა.+ ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა+ და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“. 23  შემდეგ მოწაფეებს მიუბრუნდა და უთხრა: „ბედნიერნი არიან ისინი, რომელთა თვალებიც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ,+ 24  რადგან გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა+ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და მოესმინა ის, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ არ უხილავთ და არ მოუსმენიათ“. 25  მაშინ წამოდგა ვიღაც კანონის მცოდნე+ და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 26  მან ჰკითხა: „კანონში რა წერია?+ რას კითხულობ?“ 27  მან უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით*, მთელი ძალითა და მთელი გონებით“+ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“».+ 28  იესომ უთხრა: „სწორია. ასე მოიქეცი და სიცოცხლეს მიიღებ“.+ 29  მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს ჰკითხა: „კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?“+ 30  იესომ მიუგო: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს, წავიდნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს. 31  შემთხვევით იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა იგი და გზის მეორე მხარეს გადავიდა.+ 32  იმ ადგილას ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც გზის მეორე მხარეს გადავიდა.+ 33  მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა+ დაინახა იგი და გული დაეწვა. 34  მივიდა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა,+ თავის პირუტყვზე შესვა ის კაცი, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. 35  მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა: ამ კაცს მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო. 36  როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“+ 37  მან მიუგო: „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა+ მის მიმართ“. იესომ უთხრა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.+ 38  გზა რომ განაგრძეს, იესო ერთ სოფელში შევიდა. იქ ერთმა ქალმა, სახელად მართამ,+ სახლში შეიპატიჟა. 39  მართას ჰყავდა და, მარიამი. იგი უფალს ფერხთით დაუჯდა+ და ისმენდა მის სიტყვას. 40  მართა კი ბევრ რამეზე ზრუნავდა.+ იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი?+ უთხარი, მომეხმაროს“. 41  უფალმა მიუგო: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ+ და ზრუნავ.+ 42  საჭირო კი სულ ცოტაა+ ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია+ და არ წაერთმევა მას“.

სქოლიოები

ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.