ლუკა 11:1—54

11  ერთხელ იესო ლოცულობდა და როცა ლოცვა დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა,+ როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს“.+  მან უთხრა მათ: „ასე ილოცეთ:+ მამა, განიწმინდოს შენი სახელი.+ მოვიდეს შენი სამეფო.+  მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+  გვაპატიე ცოდვები,+ რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს.+ და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“.+  შემდეგ უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მიადგეს მას და უთხრას, მეგობარო, სამი პური მასესხე,  მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი მაქვს, რომ სუფრა გავუშალოო,  მან კი შიგნიდან გამოსძახოს, ნუ მაწუხებ,+ კარი ჩაკეტილია, ბავშვები ლოგინში მიწვანან, ვერ წამოვდგები, ვერაფერს მოგცემო,  გეუბნებით: თუმცა მეგობარია, შეიძლება არ ადგეს და არაფერი მისცეს, მაგრამ თუ დაიჟინებს,+ უეჭველად ადგება და მისცემს მას ყველაფერს, რაც სჭირდება.  ამიტომ გეუბნებით: ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ+ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, 10  რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 11  რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა+ თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? 12  ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს? 13  ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს+ იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს+ მათ, ვინც სთხოვს!“ 14  მოგვიანებით ის სიმუნჯის+ დემონს დევნიდა. როცა დემონი გამოვიდა, მუნჯი ალაპარაკდა და ხალხი გაოცდა. 15  ზოგიერთი ამბობდა: ის დემონებს ბელზებელის*, დემონების მმართველის მეშვეობით დევნისო.+ 16  ზოგი კი საცდუნებლად სთხოვდა, ციდან ნიშანი+ ეჩვენებინა მათთვის. 17  მან იცოდა მათი ფიქრები+ და უთხრა: «თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაიქცევა.+ 18  თუ სატანაც თავისივე წინააღმდეგ არის გაყოფილი, როგორღა გაძლებს მისი სამეფო?+ თქვენ კი ამბობთ, რომ ბელზებელის მეშვეობით ვდევნი დემონებს. 19  თუ მე ბელზებელის მეშვეობით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები+ ვიღას მეშვეობით დევნიან? ამიტომ ისინი გაგასამართლებენ თქვენ. 20  თუ ღვთის ხელით*+ ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო.+ 21  როცა ძლიერი+ და კარგად შეიარაღებული კაცი დარაჯობს თავის სასახლეს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22  მაგრამ როცა მასზე ძლიერი+ დაესხმება თავს და სძლევს,+ წაიღებს მის მთელ იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ყველაფერს, რასაც წაართმევს, გაანაწილებს. 23  ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს.+ 24  როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, უწყლო ადგილებში დადის მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს და ამბობს: „დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი“.+ 25  მიდის და ხედავს, რომ სახლი დაგვილი და გალამაზებულია. 26  მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი+ სული, შედიან შიგნით და ბინავდებიან და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება».+ 27  ამას რომ ამბობდა, ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით+ გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“ 28  მან კი თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“+ 29  როცა ხალხი მოგროვდა, მან თქვა: „ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშანს+ ეძებს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა.+ 30  როგორც იონა+ გახდა ნიშანი ნინეველებისთვის, ისევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის. 31  სამხრეთის დედოფალი+ ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდეებიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი.+ 32  ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა,+ მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი.+ 33  ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე,+ რათა შემსვლელებს გაუნათოს. 34  სხეულის ლამპარი თვალია. თუ სუფთა თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ნათელია,+ ხოლო თუ ბოროტი თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ბნელია. 35  ამიტომ ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს.+ 36  თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი,+ იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება“. 37  ამის შემდეგ ერთმა ფარისეველმა სთხოვა, ჩემთან ისადილეო.+ შიგნით რომ შევიდა, იესო სუფრასთან მიიპატიჟეს. 38  ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან სადილის წინ ხელები არ დაიბანა.+ 39  უფალმა კი უთხრა მას: „თქვენ, ფარისევლები, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით+ კი სავსე ხართ ნაძარცვითა და ბოროტებით.+ 40  უგუნურნო! განა გარეგანის+ შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? 41  გაეცით მოწყალებად+ შინაგანი და ყველაფერი სუფთა გექნებათ. 42  მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან იხდით პიტნის, ტეგანისა და სხვა მწვანილეულის მეათედს,+ ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი გვერდს უვლით! ეს უნდა გაგეკეთებინათ და დანარჩენიც არ უნდა მიგეტოვებინათ.+ 43  ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინა ადგილები სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე!+ 44  ვაი თქვენ, რადგან შეუმჩნეველ სამარხებს ჰგავხართ, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებენ და არც კი იციან!“+ 45  ერთმა კანონის მცოდნემ+ მიუგო: „მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“. 46  მაშინ მან უთხრა: «ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო, რადგან ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!+ 47  ვაი თქვენ, რადგან სამარხებს უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენმა მამა-პაპამ დახოცა!+ 48  თქვენ თქვენი მამა-პაპის საქმეების მოწმეები ხართ და იწონებთ+ მათ საქმეებს, რადგან მათ წინასწარმეტყველები დახოცეს,+ თქვენ კი სამარხებს უშენებთ. 49  ამიტომაც თქვა ღვთის სიბრძნემ:+ „გავუგზავნი წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ზოგს დახოცავენ და ზოგს განდევნიან, 50  რათა ამ თაობას მოეკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,+ რაც კი ქვეყნიერების შექმნიდან დაღვრილა,+ 51  აბელის+ სისხლიდან ზაქარიას+ სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ღვთის სახლს შორის მოკლეს“.+ გეუბნებით, ეს ამ თაობას მოეკითხება. 52  ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები.+ არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!»+ 53  იქიდან რომ გავიდა, მწიგნობრები და ფარისევლები მიაწყდნენ მას და კითხვას კითხვაზე უსვამდნენ, 54  მახეს უგებდნენ,+ რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+

სქოლიოები

იგულისხმება სატანა.
სიტყვასიტყვით — ღვთის თითით.