ლუკა 13:1—35

13  ამ დროს იქ იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იესოს მოუყვნენ გალილეელთა+ შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ მათივე მსხვერპლის სისხლს შეურია.  მან მიუგო: „ხომ არ გგონიათ, ეს გალილეელები სხვა გალილეელებზე ცოდვილები+ იყვნენ, ეს რომ დაემართათ?  გეუბნებით: სულაც არა, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველა მათსავით დაიღუპებით.+  ან ხომ არ გგონიათ, იმ თვრამეტ კაცს, რომლებსაც სილოამში კოშკი დაეცა და დაიხოცნენ, უფრო მეტი ვალი ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმის ყველა მკვიდრს?  გეუბნებით: სულაც არა, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.+  შემდეგ მათ ასეთი მაგალითი მოუყვანა: «ერთ კაცს ვენახში+ ლეღვი ედგა. მივიდა მასზე ნაყოფის სანახავად,+ მაგრამ ვერ ნახა.+  მაშინ მევენახეს უთხრა: „სამი წელია+ მოვდივარ ამ ლეღვზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ვპოულობ. მოჭერი.+ ტყუილად რატომ უნდა ეკავოს მიწა?“  მან მიუგო: „ბატონო, წელსაც+ დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი.  თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“».+ 10  ერთხელ, შაბათს, იესო სინაგოგაში ასწავლიდა. 11  იქ იყო ერთი ქალი, თვრამეტი წელი უძლურების დემონით+ შეპყრობილი, წელში იყო მოხრილი და ვერ იმართებოდა. 12  იესომ რომ დაინახა, უთხრა მას: „გათავისუფლებული+ ხარ უძლურებისგან“. 13  ხელები დაადო მას და ქალიც მაშინვე გაიმართა+ და ღვთის განდიდება დაიწყო. 14  სინაგოგის წინამძღვარი კი აღშფოთდა, რომ იესომ შაბათს განკურნა ავადმყოფი, და ხალხს ეუბნებოდა: „საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს.+ იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, მაგრამ არა შაბათს“.+ 15  უფალმა მის სიტყვებზე თქვა: „თვალთმაქცნო,+ განა შაბათს თითოეული თქვენგანი არ უშვებს თავის ხარს ან ვირს ბაგიდან და არ მიჰყავს წყლის დასალევად?+ 16  მაშ, განა არ შეიძლებოდა შაბათს ამ ქალის, აბრაამის ასულის+ გათავისუფლება, რომელიც თვრამეტი წელი ჰყავდა სატანას შებორკილი?“ 17  ეს რომ თქვა, მის მოწინააღმდეგეებს შერცხვათ,+ ხალხს კი ახარებდა მის მიერ გაკეთებული დიდებული საქმეები.+ 18  შემდეგ მან თქვა: „რისი მსგავსია ღვთის სამეფო, რას შევადარო?+ 19  ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც კაცმა აიღო და თავის ბაღში დათესა. მარცვალი გაიზარდა, ხედ იქცა და ცის ფრინველებმა+ დაიბუდეს მის ტოტებში“.+ 20  შემდეგ ისევ თქვა: „რას შევადარო ღვთის სამეფო? 21  ის ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა*, რომ ცომი გაფუებულიყო“.+ 22  დადიოდა იგი ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ასწავლიდა და გზას იერუსალიმისკენ განაგრძობდა.+ 23  ერთმა კაცმა ჰკითხა: „უფალო, ცოტანი გადარჩებიან?“+ მან უთხრა მათ: 24  «ძალ-ღონე არ დაიშუროთ+ ვიწრო კარში შესასვლელად,+ რადგან გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ.+ 25  როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: „ბატონო, გაგვიღე!“+ ის კი მოგიგებთ: „არ ვიცი, ვინა ხართ“.+ 26  მაშინ ეტყვით: „შენთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით, შენ ჩვენს მთავარ ქუჩებში ასწავლიდი“.+ 27  ის კი გეტყვით: „არ ვიცი, ვინა ხართ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“+ 28  იქ მოჰყვებით ტირილსა და კბილთა ღრჭენას,+ როცა იხილავთ აბრაამს, ისაკს, იაკობსა და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში,+ ხოლო თქვენს თავს გარეთ გამოყრილთ. 29  მოვა ხალხი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან+ და სუფრასთან იქნებიან მიწვეული ღვთის სამეფოში.+ 30  და, აი, ბოლოები პირველები იქნებიან და პირველები — ბოლოები».+ 31  მაშინ მივიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე* მოკვლას გიპირებს“. 32  მან უთხრა მათ: «წადით და უთხარით იმ მელას:+ დღეს და ხვალ დემონებს ვდევნი და ავადმყოფებს ვკურნავ, მესამე დღეს კი დავასრულებ.+ 33  მაგრამ გზაში უნდა ვიყო დღეს, ხვალ და ზეგ, რადგან დაუშვებელია წინასწარმეტყველის დაღუპვა იერუსალიმის გარეთ.+ 34  იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო+ და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო,+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ+ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ!+ 35  აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.+ გეუბნებით, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“»+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — დამალა.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.