ლუკა 17:1—37

17  შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დაბრკოლების მიზეზები აუცილებლად იქნება,+ მაგრამ ვაი მას, ვისგანაც იქნება!+  მისთვის უმჯობესი იქნებოდა დოლაბი დაეკიდათ კისერზე და ზღვაში ჩაეგდოთ,+ ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი დაებრკოლებინა.+  დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი,+ და თუ მოინანიებს, აპატიე.+  დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანიებო, აპატიე“.+  მოციქულებმა უფალს უთხრეს: „რწმენა განგვიმტკიცე“.+  უფალმა მიუგო: «მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ, ეტყოდით ამ შავი თუთის ხეს, ამოიძირკვე და ზღვაში გადაირგეო, და დაგემორჩილებოდათ.+  რომელიმე თქვენგანს რომ მონა ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, განა ეტყვის მას მინდვრიდან დაბრუნებისას, დროზე მოდი სუფრასთანო?  განა არ ეტყვის, მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვიო?  განა გადაუხდის მადლობას მონას დავალების შესრულებისთვის? 10  ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ.+ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“». 11  იერუსალიმში რომ მიდიოდა, მან სამარია და გალილეა გაიარა.+ 12  ერთ სოფელში შესვლისას ათმა კეთროვანმა+ შორიდან დაინახა იგი და ფეხზე წამოდგნენ. 13  ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“+ 14  იესომ დაინახა ისინი და უთხრა: „წადით, მღვდლებს ეჩვენეთ“.+ ისინი წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ.+ 15  ერთი მათგანი, როცა დაინახა რომ განიკურნა, დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა+ ღმერთს. 16  თუმცა სამარიელი იყო,+ იესოს ფეხებთან+ პირქვე დაემხო და მადლობა გადაუხადა. 17  იესომ იკითხა: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა? 18  ნუთუ არც ერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად ამ უცხოტომელის გარდა?“ 19  და უთხრა მას: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+ 20  როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვაო ღვთის სამეფო,+ მან უპასუხა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა, 21  არ იტყვის ხალხი, აი აქ+ არის ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“.+ 22  შემდეგ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა მოისურვებთ, კაცის ძის ერთი დღე მაინც იხილოთ, მაგრამ ვერ იხილავთ.+ 23  გეტყვით ხალხი: აი იქ არისო, ან აქ არისო.+ ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით,+ 24  ვინაიდან როგორც ელვა ანათებს+ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძეც.+ 25  ოღონდ ჯერ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს და უარყოფილ იქნეს ამ თაობის მიერ.+ 26  როგორც ნოეს დროს იყო,+ ისევე იქნება კაცის ძის დროსაც:+ 27  ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, სანამ ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.+ 28  ლოტის დროსაც ასე იყო:+ ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29  მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო.+ 30  ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება.+ 31  იმ დღეს თუ ვინმე ბანზე იქნება, ხოლო მისი ნივთები — სახლში, ნუ ჩამოვა მათ ასაღებად, და თუ ვინმე მინდორში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება დარჩენილი ნივთებისთვის. 32  გახსოვდეთ ლოტის ცოლი.+ 33  ვინც თავისი სულის* გადარჩენას ცდილობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც კარგავს, ის ცოცხლად შეინარჩუნებს მას.+ 34  გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში. ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ.+ 35  ორი ქალი დაფქვავს ერთი ხელსაფქვავით: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ“.+ 36  —— 37  მათ ჰკითხეს: „სად, უფალო?“ მან მიუგო: „სადაც ლეშია,+ იქ არწივებიც მოგროვდებიან“.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.