ლუკა 23:1—56
23 წამოიშალა მთელი ხალხი და ის პილატესთან წაიყვანეს.+
2 დაიწყეს მისი დადანაშაულება:+ „ეს კაცი ერს გვირყვნის,+ კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს+ და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“.+
3 პილატემ ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ.
4 შემდეგ პილატემ უფროს მღვდლებსა და ხალხს უთხრა: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“.+
5 ისინი კი დაჟინებით ამბობდნენ: „ხალხს აშფოთებს, ასწავლის მთელ იუდეაში და გალილეიდან მოყოლებული აქამდე“.
6 ეს რომ მოისმინა, პილატემ იკითხა, გალილეელი ხომ არ იყო,
7 და როცა გაიგო, რომ ჰეროდეს*+ სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა.
8 იესოს დანახვამ ჰეროდე ძალიან გაახარა, რადგან სმენოდა მის შესახებ+ და დიდი ხანია, უნდოდა მისი ნახვა.+ იმედი ჰქონდა, რომ მისგან რაიმე ნიშანს იხილავდა.
9 ის ბევრ რამეს ეკითხებოდა, მაგრამ იესო არაფერს პასუხობდა.+
10 უფროსი მღვდლები და მწიგნობრები კი ფეხზე დგებოდნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.+
11 ჰეროდე თავის მცველ ჯარისკაცებთან ერთად ამცირებდა მას,+ ბრჭყვიალა სამოსელი ჩააცვა და მასხრად იგდებდა,+ შემდეგ კი უკან გაუგზავნა პილატეს.
12 იმ დღეს ჰეროდე და პილატე+ ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე ერთმანეთის მტრები იყვნენ.
13 პილატემ მოუხმო უფროს მღვდლებს, მმართველებსა და ხალხს
14 და უთხრა: „თქვენ ეს კაცი მომიყვანეთ როგორც ხალხის ამჯანყებელი, მე კი თქვენ წინაშე დავკითხე იგი და ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი.+
15 ვერც ჰეროდემ დაინახა, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს+ იმსახურებდეს.
16 ამიტომ დავსჯი+ და გავათავისუფლებ“.
17 ——
18 მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: „ეგ მოაშორე+ და ბარაბა გაგვითავისუფლე!“+
19 (ის კაცი ქალაქში მომხდარი ამბოხებისა და მკვლელობისთვის იჯდა საპყრობილეში).
20 პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან იესოს გათავისუფლება სურდა,+
21 ისინი კი აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“+
22 მესამედ უთხრა მათ: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“.+
23 ისინი კი დაჟინებით, ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ბოძზე გაეკრათ. მათმა ხმამ იმძლავრა.+
24 მათი მოთხოვნის შესასრულებლად პილატემ განაჩენი გამოიტანა:+
25 გაათავისუფლა+ კაცი, რომელსაც ისინი ითხოვდნენ და რომელიც ამბოხებისკენ მოწოდებისა და მკვლელობისთვის იჯდა საპყრობილეში, ხოლო იესო გადასცა მათ, რათა როგორც უნდოდათ, ისე მოქცეოდნენ.+
26 როცა მიჰყავდათ, მათ მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი დაიჭირეს, აჰკიდეს წამების ბოძი* და აიძულეს, იესოს ფეხდაფეხ ევლო.+
27 მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. ქალები მწუხარებისგან მკერდში იცემდნენ და მოთქვამდნენ.
28 იესო მიუბრუნდა ქალებს და უთხრა: «იერუსალიმის ასულებო, ნუ ტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და თქვენს შვილებზე იტირეთ,+
29 რადგან მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი, საშვილოსნო, რომელსაც არ უშობია, და ძუძუ, რომელსაც არ უწოვებია!“+
30 მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“+
31 თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?»+
32 მასთან ერთად ორი ბოროტმოქმედი მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად.+
33 როცა მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც თხემი+ ჰქვია, ბოძზე გააკრეს ის და ბოროტმოქმედები — ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+
34 [[იესო ამბობდა: „მამა, აპატიე+ მათ, არ იციან, რას აკეთებენ“.]] მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს.+
35 ხალხი იდგა და უყურებდა.+ მმართველები დასცინოდნენ: „თუ ღვთის ქრისტეა, რჩეული, აბა, საკუთარი თავი იხსნას,+ როგორც სხვებს იხსნიდა“.+
36 ჯარისკაცებიც მასხრად იგდებდნენ.+ მივიდნენ, ძმარი მიაწოდეს+
37 და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი თავი“.
38 მის ზემოთ ასეთი წარწერა იყო დამაგრებული: „ეს არის იუდეველთა მეფე“.+
39 ბოძზე გაკრული ერთი ბოროტმოქმედი შეურაცხყოფდა+ მას: „ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და გვიხსენი ჩვენც“.
40 მეორე გაუწყრა მას: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია? შენც ხომ იგივე განაჩენი გამოგიტანეს.+
41 ჩვენ ღირსნი ვართ, რადგან ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, ამ კაცს კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“.+
42 შემდეგ თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“.+
43 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს*: ჩემთან ერთად იქნები+ სამოთხეში“.+
44 მეექვსე საათისთვის* მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და მეცხრე საათამდე* გაგრძელდა,+
45 მზე დაბნელდა და საწმინდრის ფარდა+ შუაზე+ გაიხა.
46 იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*“.+ ეს თქვა და მოკვდა.+
47 ამის დანახვაზე ასისთავმა ღმერთი განადიდა და თქვა: „ეს კაცი ნამდვილად მართალი იყო“.+
48 ამ სანახაობაზე შეკრებილი ხალხი მომხდარის გამო მკერდში მჯიღის ცემით გაბრუნდა უკან.
49 ყველა, ვინც მას იცნობდა, მოშორებით იდგა.+ ის ქალები, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ, იდგნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს.+
50 ერთმა კაცმა, სახელად იოსებმა, საბჭოს წევრმა, კარგმა და მართალმა კაცმა,+
51 რომელიც იუდეველთა ქალაქ არიმათეიდან იყო, მხარი არ დაუჭირა მათ განზრახვასა და მოქმედებას.+ იგი ღვთის სამეფოს ელოდა.+
52 მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.+
53 ჩამოხსნა,+ საუკეთესო სელის ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა,+ სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ.+
54 მომზადების დღე*+ იყო, შაბათის+ ბინდი წვებოდა.
55 მას გალილეიდან წამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი+ და იქ დასვენებული იესო.+
56 შემდეგ დაბრუნდნენ, რათა სურნელოვანი მცენარეები+ და ნელსაცხებლები მოემზადებინათ. შაბათს+ კი მცნების თანახმად დაისვენეს.
სქოლიოები
^ ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
^ იხილეთ დანართი 3გ.
^ ბერძნულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ იყო გამოყენებული. ამ თარგმანში ორწერტილი „დღის“ შემდეგ არის ჩასმული, რადგან ეს ეთანხმება სხვა ბიბლიურ მუხლებს, მაგ.: ინ. 20:17; სქ. 1:1—3, 9; 10:40; 1კრ. 15:20; კლ. 1:18.
^ დაახლოებით დღის 12 საათი.
^ დაახლოებით დღის 3 საათი.
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.