მათე 11:1—30
11 როცა იესომ დაამთავრა თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, იქიდან მათ ქალაქებში წავიდა, რომ ესწავლებინა და ექადაგა.+
2 იოანემ საპატიმროში+ გაიგო ქრისტეს საქმეების შესახებ და თავისი მოწაფეები გაგზავნა, რომ მათი მეშვეობით
3 ეკითხა: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“+
4 იესომ მიუგო მათ: „წადით და მოუყევით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
5 უსინათლოებს მხედველობა უბრუნდებათ+ და კოჭლები+ დადიან, კეთროვნები+ იწმინდებიან და ყრუებს+ ესმით, მკვდრები+ ცოცხლდებიან, ღარიბებს კი სასიხარულო ცნობა+ ეუწყებათ.
6 ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“.+
7 როცა ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში?+ ქარისგან რხეული ლერწმისა?+
8 აბა, რის სანახავად გახვედით? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცისა? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილები ხომ მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან?!+
9 მაშ, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? გეუბნებით: წინასწარმეტყველზე ბევრად მეტისაც.+
10 მასზეა დაწერილი: „აი, მე თვითონ ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს!“+
11 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის+ არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში,+ მასზე დიდია.
12 იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას,+
13 რადგან ყოველივე, წინასწარმეტყველთა წიგნებიც და კანონიც, იოანემდე წინასწარმეტყველებდა.+
14 და თუ გსურთ ამის აღიარება, ის არის „ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“.+
15 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს!+
16 ვის შევადარო ეს თაობა?+ ის ჰგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ამხანაგებს ხმამაღლა ეუბნებიან:+
17 „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ გლოვობდით და მკერდში არ იცემდით“.+
18 მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს+ და ხალხი ლაპარაკობს, დემონი ჰყავსო.
19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს,+ ხალხი კი მაინც ლაპარაკობს: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“.+ სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს».+
20 მაშინ ის ქალაქები, რომლებშიც მან ყველაზე მეტი სასწაული მოახდინა, საყვედურებით აავსო, რადგან მათ არ მოინანიეს:+
21 „ვაი შენ, ქორაზინო! და ვაი შენ, ბეთსაიდავ!+ რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რაც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+
22 ამიტომ გეუბნებით: ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე,+ ვიდრე თქვენთვის.+
23 შენ კი, კაპერნაუმო,+ განა ცამდე ამაღლდები? სამარეში*+ ჩახვალ,+ რადგან სოდომში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რაც შენში მოხდა, ის დღემდე დარჩებოდა.
24 ამიტომ გეუბნებით: სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის“.+
25 მაშინ იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე.+
26 ასე იყო მოსაწონი შენთვის, მამა.
27 ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა.+ ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა,+ და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს.+
28 მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო,+ და მე გამოგაცოცხლებთ.
29 დაიდგით ჩემი უღელი+ და ისწავლეთ ჩემგან,+ რადგან რბილი+ და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება+ თქვენი სული.
30 ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“.+
სქოლიოები
^ ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.