მათე 13:1—58

13  იმ დღეს იესო სახლიდან გავიდა და ზღვის პირას დაჯდა.  მასთან იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იგი ნავში ჩაჯდა,+ ხალხი კი ნაპირზე იდგა.  მან ბევრი რამ მოუთხრო მათ და მაგალითები მოუყვანა: „გამოვიდა მთესველი დასათესად.+  თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს;+  ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა,+  მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა;+  ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი;+  ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო:+ ზოგმა — ასი, ზოგმა — სამოცი, ზოგმა — ოცდაათი.+  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“.+ 10  მაშინ მასთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „რატომ ელაპარაკები მათ მაგალითებით?“+ 11  მან მიუგო: «თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოება,+ მათ კი არა აქვთ ამის ნება.+ 12  ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 13  მაგალითებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ისმენენ, მაგრამ არ ესმით, და ვერც აზრს სწვდებიან.+ 14  მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „სმენით მოისმენთ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდებით, შეხედვით შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ,+ 15  რადგან გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ თვალებით აღარ დაინახონ, ყურებით აღარ მოისმინონ, გულით ვერ მიხვდნენ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.+ 16  თქვენ კი ბედნიერები ხართ, რომ თვალებით+ ხედავთ და ყურებით გესმით. 17  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა+ და მართალს უნდოდა იმის ნახვა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახეს,+ და იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.+ 18  მაშ, მოისმინეთ მაგალითი მთესველზე.+ 19  ვინც ისმენს სიტყვას სამეფოს შესახებ, მაგრამ აზრს ვერ სწვდება, მასთან ბოროტი+ მივა და მოსტაცებს გულში ჩათესილს. ეს არის გზის პირას დათესილი. 20  კლდოვან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებს.+ 21  მას ფესვი არა აქვს და, თუმცა რაღაც დროით რჩება, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდება.+ 22  ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების*+ საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას.+ 23  კარგ მიწაზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, სწვდება მის აზრს და ნაყოფი გამოაქვს: ზოგს — ასი, ზოგს — სამოცი, ზოგს — ოცდაათი».+ 24  სხვა მაგალითიც მოუყვანა: «ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში.+ 25  როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. 26  როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველამაც იჩინა თავი. 27  მივიდნენ მონები სახლის პატრონთან და ჰკითხეს: „ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს მინდორში?+ სარეველა საიდან გაჩნდა?“+ 28  მან მიუგო: „ეს მტერმა გააკეთა“.+ „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ — ჰკითხეს მათ. 29  მან უთხრა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. 30  მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად+ და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“».+ 31  სხვა მაგალითიც მოუყვანა:+ „ზეციერი სამეფო ჰგავს მდოგვის მარცვალს,+ რომელიც აიღო კაცმა და თავის მინდორში დათესა. 32  ის თესლებიდან ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველა მწვანილეულზე დიდი იზრდება და ხედ იქცევა. მოფრინავენ ცის ფრინველები+ და მის ტოტებში იბუდებენ“.+ 33  კიდევ ერთი მაგალითი მოუყვანა: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს,+ რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო* ფქვილს შეაზილა, სანამ ცომი არ გაფუვდა“. 34  ყოველივე ამას იესო მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ,+ 35  რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს, გამოვაცხადებ ქვეყნიერების შექმნიდან დაფარულს“.+ 36  მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აგვიხსენი მაგალითი მინდორში ამოსულ სარეველაზე“. 37  მან მიუგო: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, 38  მინდორი ქვეყნიერებაა,+ კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები,+ 39  მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია,+ მკა+ — ქვეყნიერების წყობის* აღსასრული,+ მომკელები კი ანგელოზები არიან. 40  ამიტომ, როგორც სარეველას აგროვებენ და წვავენ ცეცხლში, ასევე იქნება ქვეყნიერების წყობის აღსასრულის დროსაც.+ 41  კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის და მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველივე დამაბრკოლებელს+ და უკანონობის ჩამდენთ, 42  და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან.+ იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა.+ 43  იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით+ გაანათებენ.+ ვისაც ყური აქვს, მოისმინოს.+ 44  ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის+ და იმ მინდორს ყიდულობს.+ 45  ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს 46  და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს,+ მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას.+ 47  ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს, რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს.+ 48  როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ და სხდებიან, კარგ თევზს+ ჭურჭელში აგროვებენ და ცუდს+ ყრიან. 49  ასე იქნება ქვეყნიერების* აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს+ მართლებისგან გამოაცალკევებენ+ 50  და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა.+ 51  ჩასწვდით ყოველივე ამის აზრს?“ „დიახ“, — მიუგეს მათ. 52  მაშინ იესომ უთხრა: „ხალხის ყოველი მოძღვარი, რომელსაც ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლეს,+ ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს ახალი და ძველი“.+ 53  მაგალითების მოყვანა რომ დაასრულა, იესო იქიდან წავიდა, 54  მშობლიურ მხარეში მივიდა+ და ხალხს სინაგოგაში+ ასწავლიდა. ისინი განცვიფრებულები ამბობდნენ: „საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე და ასეთი სასწაულების მოხდენის უნარი? 55  ეს დურგლის ვაჟი არ არის?+ დედამისი მარიამი არ არის, მისი ძმები კი — იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა? 56  მისი დებიც ხომ ყველანი ჩვენთან არიან?+ მაშ, საიდან აქვს მას ყოველივე ეს?“+ 57  ბრკოლდებოდნენ მის გამო.+ იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარისა და სახლის გარდა“.+ 58  მათი ურწმუნოების გამო იქ არ მოუხდენია ბევრი სასწაული.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
მშრალ ნივთიერებათა საწყაო, სეა. იხილეთ დანართი 6ა.
„ქვეყნიერების წყობა“ — ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.