მათე 18:1—35
18 იმ დროს მივიდნენ იესოსთან მოწაფეები და ჰკითხეს: „მაინც ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“+
2 მაშინ იესომ ბავშვს დაუძახა, მათ შუა ჩააყენა+
3 და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით,+ ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში.+
4 ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს,+ ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში,+
5 და ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიღებს,+
6 ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი*+ დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ.+
7 ვაი ქვეყნიერებას დაბრკოლებათა გამო! დაბრკოლებები გარდაუვალია,+ მაგრამ ვაი იმას, ვისგანაც დაბრკოლება+ მოდის!
8 ამიტომ, თუ ხელი ან ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე.+ გიჯობს, დასახიჩრებული ან ცალი ფეხით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე მარადიულ ცეცხლში.+
9 თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში*.+
10 გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები+ ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.+
11 ——
12 როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას,+ არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად?+
13 და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.+
14 ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა.+
15 თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით.+ თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა.+
16 თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყველაფერი.+
17 თუ არც მათ მოუსმენს, კრებას უთხარი; თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი+ და როგორც გადასახადების ამკრეფი.+
18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნით, ზეცაში გახსნილი იქნება.+
19 კვლავაც ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ორი თქვენგანი დედამიწაზე შეთანხმდება, რომ ითხოვონ რაიმე მნიშვნელოვანი, შეუსრულებს მათ ჩემი ზეციერი მამა,+
20 რადგან სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით,+ მეც იქ ვარ, მათ შორის“.+
21 მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?+ შვიდჯერ?“+
22 იესომ უთხრა: «გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ.+
23 ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს,+ რომელმაც თავის მონებთან ანგარიშსწორება+ მოისურვა.
24 როცა საქმეს შეუდგა, მოიყვანეს ერთი კაცი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი* [60 000 000 დინარი] ემართა მისი
25 და რადგან გადახდის საშუალება არ ჰქონდა, მისმა ბატონმა ბრძანა, გაეყიდათ ის, მისი ცოლ-შვილი, მთელი მისი საბადებელი და გადაეხადათ.+
26 მაშინ მონა დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა, ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 ბატონს შეეცოდა ის, გაუშვა+ და ვალიც აპატია,+
28 ეს მონა კი გამოვიდა, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც ასი დინარი*+ ემართა მისი, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა, გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 მაშინ ის მონა დაემხო და შეეხვეწა, ცოტა დამაცადე+ და გადაგიხდიო.
30 მან კი არ ისურვა, წავიდა და საპყრობილეში ჩააგდო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა.
31 სხვა მონებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მომხდარის შესახებ ყველაფერი ბატონს აცნობეს.+
32 მაშინ დაიბარა ის ბატონმა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე.
33 განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა+ შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“+
34 განრისხდა+ ბატონი და გადასცა იგი საპყრობილის ზედამხედველებს, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა, რაც ემართა.
35 თქვენც ასევე+ მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს.
^ იხილეთ დანართი 2დ.
^ წონისა და ფულის ყველაზე დიდი ერთეული. ერთი ტალანტი იწონიდა 20,4 კილოგრამს.
^ იხილეთ დანართი 6ა.