მათე 19:1—30

19  როცა იესომ ეს სიტყვები დაასრულა, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებთან, იორდანის გაღმა.+  მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი და ის კურნავდა მათ.+  მაშინ ფარისევლები მივიდნენ მასთან და საცდუნებლად ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“+  მან მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი+  და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას,+ მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“?+  ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».+  შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, რატომ დააწესა მოსემ გაყრის მოწმობის მიცემა და გაყრა?“+  მან უპასუხა: „მოსემ თქვენი გულქვაობის+ გამო დაუშვა, რომ გაყროდით ცოლებს, დასაწყისიდან კი ასეთი რამ არ ყოფილა.+  გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“.+ 10  მოწაფეებმა უთხრეს მას: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანო ცოლი“.+ 11  იესომ უთხრა: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვებს, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული,+ 12  რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდანვე ასეთები დაიბადნენ;+ არიან საჭურისები, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“.+ 13  მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ხელები დაედო მათთვის და ელოცა, მაგრამ მოწაფეები კიცხავდნენ მათ.+ 14  იესომ უთხრა მათ: „თავი დაანებეთ ბავშვებს, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ზეციერი სამეფო“.+ 15  დაადო მათ ხელები და წავიდა იქიდან.+ 16  ამ დროს ვიღაც მივიდა მასთან და ჰკითხა: „მოძღვარო, რომელი კარგი საქმეები უნდა გავაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“+ 17  მან უთხრა: „კარგზე რატომ მეკითხები? კარგი მხოლოდ ერთია,+ ხოლო თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი“.+ 18  „რომელი მცნებები?“+ — ჰკითხა მან. იესომ მიუგო: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ 19  პატივი ეცი მამას და დედას+ და მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 20  ახალგაზრდამ უთხრა: „ამ ყველაფერს ვიცავ. რაღა მაკლია?“ 21  იესომ მიუგო: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში;+ მერე მოდი და გამომყევი“.+ 22  ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+ 23  იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდიდარს გაუძნელდება ზეციერ სამეფოში შესვლა.+ 24  გეუბნებით: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+ 25  ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და იკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?“+ 26  იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“.+ 27  მაშინ პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“+ 28  იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ.+ 29  და ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.+ 30  ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“.+

სქოლიოები