მათე 2:1—23

2  როცა მეფე ჰეროდეს*+ დროს იუდეის ბეთლემში+ იესო დაიბადა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები+ მივიდნენ  და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა?+ აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი+ ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“.  ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი.  შეკრიბა უფროსი მღვდლები და მწიგნობრები და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე*.  მათ მიუგეს: «იუდეის ბეთლემში,+ რადგან წინასწარმეტყველს ასე უწერია:  „შენ კი, იუდას ბეთლემო,+ იუდას გამგებლებს შორის სულაც არა ხარ უმცირესი, რადგან შენგან გამოვა გამგებელი,+ რომელიც დამწყემსავს+ ჩემს ხალხს, ისრაელს“».  მაშინ საიდუმლოდ დაიბარა ჰეროდემ ასტროლოგები და ვარსკვლავის გამოჩენის დრო გამოიძია მათგან,  გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც წავიდე და მდაბლად თაყვანი ვცე“.+  მათ მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში+ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ იმ ადგილამდე, სადაც ბავშვი იყო. 10  ვარსკვლავის დანახვამ ისინი ძალიან გაახარა. 11  როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან. დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ბავშვს, ამოალაგეს თავიანთი განძეული და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. 12  და რადგან ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა,+ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. 13  მათი წასვლის შემდეგ იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი+ ეჩვენა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“. 14  ისიც ადგა იმ ღამეს, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და წავიდა ეგვიპტეში. 15  იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩა, რათა შესრულებულიყო+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი: „ეგვიპტიდან+ მოვუხმე ჩემს ძეს“. 16  როცა ჰეროდემ დაინახა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა, დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი იმ დროის მიხედვით, რომელიც ასტროლოგებისგან გამოიძია.+ 17  მაშინ შესრულდა იერემია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 18  „რამაში ტირილისა და დიდი მოთქმის ხმა გაისმა.+ რახელი+ შვილებს დასტიროდა და არ სურდა ნუგეში, რადგან აღარ ჰყავდა ისინი“. 19  ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში იოსებს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში+ 20  და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი და წადი ისრაელის მიწაზე, რადგან დაიხოცნენ მაგ ბავშვის* მძებნელნი“. 21  ისიც ადგა, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და მივიდა ისრაელის მიწაზე. 22  მაგრამ როცა გაიგო, რომ იუდეაში არქელაე მეფობდა მამამისი ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ წასვლისა. თანაც ღმერთმაც გააფრთხილა სიზმარში+ და გალილეის მხარეში წავიდა.+ 23  მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში,+ რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი: „მას ნაზარეთელი დაერქმევა“.+

სქოლიოები

ანუ ჰეროდე დიდი.
სიტყვა ქრისტე ბიბლიის ბერძნულ ტექსტში იესოსთან მიმართებაში გამოიყენება, როგორც წოდება და არა როგორც პირადი სახელი, და ნიშნავს ცხებულს, მესიას.
სიტყვასიტყვით — ბავშვის სულის. ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.