მათე 22:1—46

22  იესო პასუხად ისევ მაგალითებით ელაპარაკებოდა მათ:+  «ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.+  დაგზავნა მონები ქორწილში მიწვეულთა+ დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მისვლა.+  კვლავ დაგზავნა სხვა მონები+ და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს, სადილი გავამზადე,+ ხარები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, მობრძანდით-თქო ქორწილში“.+  მათ ყური არ ათხოვეს; ერთი თავის მინდორში წავიდა, მეორე — სავაჭრო საქმეზე,+  დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.+  მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი და გაჟლიტა ის მკვლელები, მათი ქალაქი კი გადაწვა.+  მაშინ უთხრა მონებს: „საქორწილო სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ აღმოჩნდნენ ღირსნი.+  ამიტომ გადით ქალაქიდან გამავალ გზებზე და ვისაც შეხვდებით, მოიწვიეთ ქორწილში“.+ 10  გავიდნენ მონები გზებზე და ვინც შეხვდათ, ყველა შეკრიბეს, ბოროტიც და კეთილიც.+ საქორწილო დარბაზი სტუმრებით აივსო.+ 11  როცა მეფე სტუმრების სანახავად შევიდა, თვალი მოჰკრა ერთ კაცს, რომელსაც საქორწილო ტანსაცმელი+ არ ეცვა 12  და უთხრა: „მეგობარო, როგორ შემოხვედი საქორწილო ტანსაცმლის+ გარეშე?“ ის ხმას არ იღებდა. 13  მაშინ მეფემ მსახურებს უთხრა: „შეუკარით ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+ 14  მოწვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა».+ 15  ამის შემდეგ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, რომ ის სიტყვაში გამოეჭირათ.+ 16  მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები+ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას.+ 17  მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“+ 18  იესომ იცოდა მათი ბოროტი განზრახვა და მიუგო: „რატომ მცდით, თვალთმაქცებო?+ 19  მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდით“. მათ დინარი მიუტანეს. 20  მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“+ 21  „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“.+ 22  ეს რომ გაიგონეს, გაოცდნენ, თავი დაანებეს მას და წავიდნენ.+ 23  იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველები, რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:+ 24  «მოძღვარო, მოსემ თქვა: „თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს“.+ 25  ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველი დაქორწინდა და მოკვდა, და რადგან შთამომავალი არ ჰყავდა, მისი ცოლი მისმა ძმამ შეირთო.+ 26  ასე დაემართა მეორეს, მესამეს და ყველას მეშვიდეს ჩათვლით.+ 27  ბოლოს, ქალიც მოკვდა. 28  აღდგომისას იმ შვიდიდან რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა».+ 29  იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა,+ 30  ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან,+ არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. 31  ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე, რა გითხრათ ღმერთმა:+ 32  „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“?+ ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა».+ 33  ხალხს ესმოდა ეს და განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+ 34  როცა ფარისევლებმა მოისმინეს, რომ მან სადუკეველები გააჩუმა, მათთან ერთად შეიკრიბნენ. 35  ერთმა მათგანმა, კანონის მცოდნემ,+ გამოსაცდელად ჰკითხა: 36  „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“+ 37  მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“.+ 38  ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. 39  მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 40  ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები».+ 41  სანამ ფარისევლები ერთად იყვნენ, იესომ ჰკითხა:+ 42  „რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?“ „დავითის“,+ — უპასუხეს მათ. 43  მან უთხრა: «მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით+ დავითი უფალს, როცა ამბობს: 44  „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“?+ 45  თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?»+ 46  პასუხად სიტყვის თქმაც კი ვერავინ შეძლო. იმ დღიდან კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა.+

სქოლიოები