მათე 23:1—39

23  მაშინ იესომ მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს:+  «მოსეს ადგილზე+ მწიგნობრები+ და ფარისევლები დასხდნენ.  ამიტომ, რასაც ისინი გეტყვიან,+ ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ,+ რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ.  კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ,+ თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.+  ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ.+ იფართოებენ ფილაქტერიონებს*+ და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს,+  უყვართ საპატიო ადგილები+ ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,+  მოედნებზე რომ ესალმებიან+ და ხალხი რომ რაბის უწოდებს.+  თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი,+ ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ;  არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ+ — ზეციერი; 10  ნურც წინამძღოლს+ გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. 11  თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს;+ 12  ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება,+ ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება.+ 13  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ+ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ+ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ. 14  —— 15  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის* კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად. 16  ვაი თქვენ, ბრმა მეგზურებო,+ რომლებიც ამბობთ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“.+ 17  უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო მნიშვნელოვანია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს განმწმენდი?+ 18  იმასაც ამბობთ: „თუ ვინმე სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. 19  ბრმებო, რა უფრო მნიშვნელოვანია: ძღვენი თუ სამსხვერპლო,+ ძღვნის განმწმენდი? 20  ამიტომ, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და ყველაფერს, რაც მასზეა; 21  ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მის მკვიდრსაც;+ 22  ვინც ზეცას იფიცებს, ის იფიცებს ღვთის ტახტსაც+ და მასზე მჯდომსაც. 23  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს,+ მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი,+ გულმოწყალება+ და ერთგულება.+ ესეც უნდა გაგეკეთებინათ და ისიც არ უნდა დაგევიწყებინათ. 24  ბრმა მეგზურებო,+ ქინქლის მწურავებო+ და აქლემის მყლაპავებო!+ 25  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ,+ შიგნით კი ნაძარცვითა+ და ზედმეტობით არის სავსე. 26  ბრმა+ ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი+ და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს. 27  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ,+ რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. 28  გარეგნულად თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში,+ შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე. 29  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ წინასწარმეტყველებს სამარხებს უშენებთ, მართალთ სამარხებს უმკობთ+ 30  და ამბობთ: „ჩვენი მამა-პაპის დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამონაწილენი წინასწარმეტყველთა სისხლში“.+ 31  ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები ხართ.+ 32  მაშ, აავსეთ თქვენი მამა-პაპის საწყაო.+ 33  გველებო, გველგესლას ნაშიერნო,+ როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?+ 34  ამიტომ, გიგზავნით+ წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს.+ ზოგ მათგანს მოკლავთ+ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ+ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, 35  რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი,+ მართალი+ აბელის+ სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით.+ 36  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.+ 37  იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო+ და შენთან გამოგზავნილთა+ ჩამქოლავო,+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ+ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ.+ 38  აჰა, ოხრად გრჩებათ+ თქვენი სახლი.+ 39  გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“»+

სქოლიოები

კოლოფები, რომლებშიც წმინდა წერილების მონაკვეთები ეწყო და უბედურებისგან დაცვის მიზნით ატარებდნენ.
იხილეთ დანართი 2დ.