მათე 24:1—51

24  როცა იესო ტაძრიდან გამოდიოდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან, რომ ტაძრის შენობები ეჩვენებინათ.+  მაშინ უთხრა მათ: „ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.+  როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები სხვებისგან განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა*+ და ქვეყნიერების* აღსასრულის ნიშანი?“+  იესომ მიუგო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.+  ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში.+  მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+  ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება საკვების უკმარისობა+ და მიწისძვრები+ ხან ერთ და ხან მეორე ადგილას.  ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.  მაშინ გადაგცემენ სატანჯველად+ და დაგხოცავენ+ და შეგიძულებთ+ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.+ 10  მაშინ ბევრი დაბრკოლდება,+ ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ.+ 11  გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი+ და მრავალს შეიყვანს შეცდომაში.+ 12  უკანონობის+ გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება.+ 13  ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14  და ამ სასიხარულო ცნობას+ სამეფოს შესახებ+ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად+ და მაშინ მოვა აღსასრული.+ 15  ამიტომ, როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე+ წმინდა ადგილზე დგას+ (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), 16  მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ+ 17  და ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად. 18  ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 19  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 20  ილოცეთ, რომ ზამთარში ან შაბათს არ მოგიწიოთ გაქცევა, 21  რადგან მაშინ იქნება დიდი გასაჭირი,+ როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე+ და აღარც იქნება. 22  ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის+ შემოკლდება ის დღეები.+ 23  მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე+ ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 24  რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები+ და მოახდენენ დიდ ნიშნებსა+ და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ,+ თუ შეძლებენ. 25  ეს გასაფრთხილებლად გითხარით.+ 26  ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით: „აი ის უდაბნოშია“, ნუ გახვალთ; „აი ის შიგნითა ოთახებშია“, არ დაიჯეროთ.+ 27  როგორც ელვა+ გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 28  სადაც ლეშია, იქ არწივები+ მოგროვდებიან.+ 29  მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება+ და მთვარე+ აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა.+ 30  მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის+ ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას;+ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს.+ 31  ის გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით+ და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს+ ქარის ოთხივე მიმართულებიდან,+ ცის კიდით კიდემდე. 32  ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 33  თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი.+ 34  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა+ არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. 35  ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+ 36  იმ დღესა და საათზე+ კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ.+ 37  როგორც ნოეს+ დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 38  როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე+ კიდობანში+ შევიდოდა 39  და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა,+ ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 40  მაშინ ორი კაცი იქნება მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ. 41  ორი ქალი დაფქვავს ხელსაფქვავით:+ ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ.+ 42  ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.+ 43  ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი,+ იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. 44  ამიტომ თქვენც მზად იყავით,+ რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე. 45  ვინ არის ერთგული და გონიერი მონა,+ რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?+ 46  ბედნიერია+ ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! 47  ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.+ 48  მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის:+ „აყოვნებს ჩემი ბატონი“+ 49  და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, 50  მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს,+ რომელზეც არ იცის, 51  სასტიკად დასჯის მას+ და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა».+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.