მათე 25:1—46

25  «მაშინ ზეციერი სამეფო დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები+ და ნეფის შესაგებებლად გავიდნენ.+  ხუთი მათგანი უგუნური იყო,+ ხუთი — გონიერი.+  უგუნურებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაიღეს თან.  გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთიც გაიყოლეს.  ნეფე აყოვნებდა და ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა.+  შუაღამისას ხმა გაისმა:+ „ნეფე მოდის! გამოდით შესაგებებლად!“  მაშინ ქალწულები წამოდგნენ და თავ-თავიანთი ლამპრები+ გამართეს.  უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: „ცოტა ზეთი+ მოგვეცით, ლამპრები გვიქრება“.  გონიერებმა+ მიუგეს: „მერე შეიძლება არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ. უმჯობესია, გამყიდველებთან წახვიდეთ და იყიდოთ“. 10  სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, მოვიდა ნეფე. ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე+ და კარი დაიკეტა. 11  მოგვიანებით დანარჩენი ქალწულებიც მოვიდნენ. „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“+ — ეუბნებოდნენ ისინი. 12  მან კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ“.+ 13  ამიტომ იფხიზლეთ,+ რადგან არც დღე იცით და არც საათი.+ 14  ეს ისეა, კაცმა+ სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე+ მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა.+ 15  ერთს ხუთი ტალანტი* მისცა, მეორეს — ორი, და მესამეს — ერთი, თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით,+ და წავიდა. 16  ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ ხუთი მოიგო;+ 17  ორის მიმღებმაც კიდევ ორი მოიგო; 18  ის კი, რომელმაც მხოლოდ ერთი მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლის ფული. 19  კარგა ხნის შემდეგ+ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა.+ 20  მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, შენ ხუთი ტალანტი ჩამაბარე, ხუთიც მე მოვიგე“.+ 21  ბატონმა მიუგო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!+ მცირეზე ერთგული+ იყავი და ბევრზე დაგაყენებ.+ მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“.+ 22  მერე ორი ტალანტის მიმღები მივიდა და უთხრა: „ბატონო, შენ ორი ტალანტი ჩამაბარე, ორიც მე მოვიგე“.+ 23  ბატონმა უთხრა: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ.+ მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“.+ 24  ბოლოს ერთი ტალანტის მიმღებიც მივიდა+ და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ მომთხოვნი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და აგროვებ, სადაც არ გაგინიავებია. 25  ამიტომ შემეშინდა,+ წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავმალე. აჰა, შენი შენვე გქონდეს“. 26  ბატონმა მიუგო: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! ხომ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვაგროვებ, სადაც არ გამინიავებია? 27  ამიტომ ჩემი ვერცხლის ფული ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდი.+ 28  წაართვით ამას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს,+ 29  რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება, იმას კი, ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 30  გადააგდეთ ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+ 31  როცა მოვა კაცის ძე+ ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით,+ მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება.+ 32  შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი+ და გამოაცალკევებს+ ადამიანებს ერთმანეთისგან,+ როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. 33  ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს,+ თხებს კი — მარცხნივ.+ 34  მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო,+ დაიმკვიდრეთ+ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული+ სამეფო,+ 35  რადგან მშიოდა და მაჭამეთ,+ მწყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად მიმიღეთ,+ 36  შიშველი+ ვიყავი და ჩამაცვით, ავად ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში+ ვიყავი და მინახულეთ“. 37  მაშინ მართლები ეტყვიან: „უფალო, როდის გნახეთ მშიერი და გაჭამეთ? ან მწყურვალი+ და დაგალევინეთ?+ 38  როდის გნახეთ უცხო და სტუმართმოყვარულად მიგიღეთ? ან შიშველი და ჩაგაცვით? 39  როდის გნახეთ ავადმყოფი ან საპყრობილეში და გინახულეთ?“ 40  მეფე პასუხად ეტყვის:+ „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს+ ძმას+ გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“.+ 41  მაშინ თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: „წადით აქედან,+ დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში,+ რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული,+ 42  რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ,+ მწყუროდა+ და არ დამალევინეთ, 43  უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვით,+ არ მომხედეთ არც ავადმყოფობისას და არც საპყრობილეში“.+ 44  მაშინ ისინიც ეტყვიან: „უფალო, როდის გნახეთ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან ავადმყოფი, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“ 45  ის კი ეტყვის პასუხად: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირესთაგანს,+ მე+ არ გამიკეთეთ“.+ 46  და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან,+ მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ».+

სქოლიოები

იხილეთ 18:24-ის სქოლიო.